15 წლის მოზარდი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს

21:26 10-29-2019
2

ახალციხეში, 15 წლის მოზარდი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს.

როგორც ბიჭი „კურიერთან“ ამბობს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამართალდამცველები ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც მოულოდნელად ერთ-ერთმა სახეში ჩაარტყა.

ინციდენტი რესტორან რაბათის ეზოში დაიწყო. დაშავებული არასრულწლოვანი ამავე რესტორანში მყოფმა უცხო მამაკაცმა დაიცვა, ჩხუბში სხვებიც ჩაერთნენ. ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა საპატრულო პოლიციის ორი ნასვამი თანამშრომელიც, ვანო ჩილინგარიშვილი და გიორგი ცისკარაძეცისკარაძე ამ დაპირისპირების შემდეგ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მკურნალობაზე უარი განაცხადა. 

დაპირისპირების შემდეგ სახლში მისულმა მოსწავლეებმა სიმართლე დამალეს. რეალური ისტორია კი დაზარალებულის ოჯახის წევრებმა მაშინ გაიგეს, როცა გამომძიებელმა არასრულწლოვნები დაკითხვაზე მშობლებთან ერთად დაიბარეს.

ტერიტორიას, სადაც ეს დაპირისპირება მოხდა დაახლოებით 10-მდე ვიდეოთვალი აკონტროლებს. იმ რესტორნის ადმინისტრაცია, სადაც ჩხუბი დაიწყო, ადასტურებს, რომ ყველა კამერის ჩანაწერი უკვე გამოძიებას აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება არასრულწლოვანზე ძალადობით დაიწყო.