სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

10:47 10-21-2019
8

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, აქტიურად განაგრძობენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს.

დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, პარლამენტის წევრი გიორგი ხატიძე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი,  სოფლების ქიქინეთის, წახანის, ხარჯამისა და ხევაშენის მოსახლეობას შეხვდნენ, მათ საჭიროებებს გაეცნენ და ერთად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.

შეხვედრებზე ადგილობრივებმა ძირითად საჭიროებებად გზების მოასფალტება და გაზიფიცირება დაასახელეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსახლეობასთან მსგავს შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გამართავენ.