ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა

16:09 10-11-2019
146

ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა. 

ხაშურში ახალგაზრდა ქალს ყოფილმა მეუღლემ რამდენჯერმე ესროლა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. 

გარდა ამისა, კაცმა დაზარალებულის სამსახურში სავარაუდოდ, ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა.

ექიმის ცნობით, 30 წლის ქალი თავის არეში დაზიანებით უგონო კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.

„პაციენტს აღენიშნებოდა ქალასარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ინტრაცერებლური სისხლჩაქცევით და სისხლის დიდი დანაკარგით. გამოვლინდა ტვინის შეშუპებაც. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციაში, მართვითი სუნთქვის აპარატზე. სიმპტომური მკურნალობის მიუხედავად პაციენტი გარდაიცვალა“, - ამბობს ექიმი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.