გულს ნუ მატკენ და ისე ნუ მომკლავ...! - რას ამბობდა ლიკა ქავჟარაძეზე ყოფილი მეუღლე

11:52 10-11-2019
713

ქართული კინოს მშვენება, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებიდან 2  წელი გავიდა.  მსახიობი, 2017  წლის 11 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

80-იანი წლების, ქართული კინოს ულამაზესი ვარსკვლავი ლიკა ქავჟარაძე, 1959 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა.

მისი პირველი როლი, 12 წლის ასკში შედგა, როცა მოკლემეტრაჟიან მხატვრული ფილმში შადრევანში გადაიღეს.

შემდეგ იყო: „როცა აყვავდა ნუში, „მშვენიერი კოსტიუმი (1973), „სიყვარული, ივერია და... (1975), „კავკასიური რომანსი (1975),  „ნატვრის ხე (1976), „პეპელა (1977), „სათადარიგო ბორბალი (1978), „დიუმა კავკასიაში (1979), „მუდმივი მეგობარი (1980), „ოჯახი (1985), „დიმიტრი II (1982), „ჭიდაობას რა უნდა (1986), „ვამეხი მოდის (1988), „სპირალი (1990), „ოქროს ობობა (1992), „ჩაკლული სული (1994), „მხოლოდ ერთხელ (1994) და ა.შ. 

width=600 

კინოში განსახიერებული 30-მდე როლის მიუხედავად, მსახიობს, მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული და აღიარება, თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ შესრულებულმა, მარიტას როლმა მოუტანა. ფილმის - „ნატვრის ხის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ლიკა ქავჟარაძე საქართველოს „ნატვრის გოგონად“ იქცა. 

width=600

გარეგნული მონაცემებისა და სამსახიობო ოსტატობის წყალობით, ლიკა ქავჟარაძემ ბრწყინვალედ განასახიერა გიორგი ლეონიძის გმირი, მარიტა - „წყნარი, როგორც მაისის თეთრი წვიმა, ქალი - მტევანივით შემკობილი, ჩაკდემით მოსიარულე. ნაზი, როგორც ნიავი, ვერხვში შეხიზნული“. 

width=600

„მარიტამ, მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ ზოგადად ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, “ნატვრის ხე“ მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი, მთელი ცხოვრება გამყვა“, - ლიკა ქავჟარაძე.

width=600    

ლიკას პირადი ცხოვრების შესახებ, ფილმის გადაღებას, მწერალი ქეთი ნიჟარაძე აპირებდა, მას სცენარიც მზად ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, სცენარის ავტორმა, დრამატული ბიოგრაფიის მქონე მწერალმა, 2000 წელს, სამწუხაროდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე კი, ყველა ხელნაწერი დაწვა.

width=600

ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე, ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე, სან­დრო თაქთა­ქიშ­ვი­ლი გახ­ლდათ. სწო­რედ მას­თან ქორ­წი­ნე­ბი­დან, მსა­ხი­ობს ვაჟი, ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი ჰყავს, რო­მე­ლიც მა­მას­თან და ოჯახ­თან ერ­თად ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს.

სან­დრო პრო­ფე­სი­ით ფი­ზი­კო­სია და ამე­რი­კის „NASA - National Aeronautics and Space Administration“ - ის სა­ა­გენ­ტო­ს თანამშრომელია.

width=600

რაც შე­ე­ხე­ბა ვაჟს, ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვილს, ის ამე­რი­კა­ში იუ­რის­ტად მუ­შა­ობს. ლე­ვანს, ერთი ვაჟი საშ­კა ჰყავს, რო­მე­ლიც გა­რეგ­ნო­ბით ძა­ლი­ან ჰგავს ბე­ბი­ას, რომლის სი­ლა­მა­ზე მთელ სა­ქარ­თვე­ლოს აღაფრ­თო­ვა­ნებს.

width=600

ლიკას მეორე ქმარი, ლე­ვან შა­ნი­ძე გახლდათ, რომელიც ტე­ლე­კომ­პა­ნია ობი­ექ­ტივ­ის ყოფილი თანამშრომელია. ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი აფხა­ზე­თის ომში “CNN კო­რეს­პონ­დენ­ტი იყო და ამის გამო მე­გობ­რე­ბი „სი­ე­ნე­ნას“ ეძახ­დნენ. რაც აფხა­ზეთ­ში ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნახა, დღემ­დე თვალ­წინ უდ­გას. სა­კუ­თარ თავს, ძველ დრო­ში ჩარ­ჩე­ნილს უწო­დებს, რად­გან ვერ ხა­ლი­სობს და ძველ ტკი­ვილს ვერ ივი­წყებს. ერთ-ერთ ინტერვიუში ლევანი იხსენებს:

„სიყვარული, ერთი მხრიდან  ყოველთვის უფრო მეტია. გულს ნუ მატკენ და ისე ნუ მომკლავ, თორემ შიმშილით, მე არ მოვკვდები. ლიკას, არასდროს არ აკლდა ამ დონეზე, მას ჰყავდა ძალიან კარგი მეგობრები, შესაშურად ძლიერი და კარგი მეგობრები. აი, მეგობართან რომ მიხვალ სათხოვნელად რაღაცის, ის არ არის მეგობარი. მეგობარმა, არ უნდა გათხოვნინოს. მეგობარი თუ ხედავს და აქვს საშუალება, როგორ უნდა ჩაგაგდოს იმ დღეში, რომ მიხვიდე და სთხოვო. მინდა მეტი ვიფიქრო, მეტი მოვახერხო და გავაკეთო, ვიდრე გავაკეთე. ვინც ლიკას უყვარდა და რასაც ლიკა იმათთვის გასცემდა, თუნდაც მათ დავეხმარო და მოვეფერო, შეიძლება აქეთ ვიყო დასახმარებელი, მაგრამ მაინც...

ვინ დაგიშალათ, თქვე კაი ხალხო, გახდეთ მარიტები და გედიები, მაგრამ ციციკორეებასაც თვითონ ირჩევს ადამიანი?! ყველას შეუძლია, თუ მოინდომებს, მიიღოს სიყვარული, მაგრამ სანამ მიიღებ, გაცემა უნდა შეგეძლოს და ლიკას სიყვარულის გაცემაში პრობლემა არ ჰქონდა. ამიტომ ლიკას, უდიდესი სიყვარული ჰქონდა, - ამბობს შანიძე.

width=600

სიცოცხლის ბოლო წლებში მსახიობი მარტო ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, დავით ოქიტაშვილი, ლიკას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში - 2017 წლის 27 ოქტომბერს, ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავის გახსნას გეგმავდა.

width=600



ავტორი: რუსა ღვანიძე