აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთისთვის ნდობით აღჭურვილი პარტნიორები არიან - გახარია

10:45 10-10-2019
21

მოგეხსენებათ გვქონდა ვიზიტი ბაქოში ეს არ იყო შემთხვევითი დაგეგმილი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პირველი ვიზიტი ჩაგვეტარებინა აზერბაიჯანში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაცდა უკვე ორ მხრივ განზომილებას და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ეს თანამშრომლობა უნდა იყოს ეფექტიანი და გამომდინარეობდეს ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან. მოგეხსენებათ განსაკუთრებით დღეს იმ მოვლენების პარალელურად რაც ხდება რეგიონში უაღრესად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ეფექტური თანამშრომლობა სიმშვიდის, სტაბილურობის, გარანტირების მიზნით. ასევე ჩვენს თანამშრომლობას აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური განზომილება, აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვანი ნდობით აღჭურვილი პარტნიორები არიან ერთმანეთისთვის.

ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის, ეკონომიკური სხდომა არ შემდგარა ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც ნოემბრის პირველ ნახევარში გადაიდგმება, შედგება კომისია რაც უნდა გახდეს ფუნდამენტი და გარანტი, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობის დახვეწის და გაზრდის“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.