ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

რიტუალები

რჩევები 1715174580

ეს რიტუალი დაგეხმარებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში სიახლეები მოიზიდოთ და ძველ, ტოქსიკურ ურთიერთობებზე უარი საბოლოოდ თქვათ

სარკისებური თარიღის დროს მნიშვნელოვანია, წესრიგსა და სისუფთავეს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. სახლის დასუფთავებისას, გარკვეული ენერგეტიკული ცენტრები უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, საფუძვლიანად დაასუფთავეთ წინა კარის მიმდებარე ტერიტორია. ამ გზით სამყაროს გაუგზავნით შეტყობინებას, რომ გსურთ თქვენს სახლში სიუხვე, სიმყუდროვე და კეთილდღეობა შემოვიდეს.აბაზანის, იატაკისა და ფანჯრების გაწმენდა, კარადების და უჯრების გასუფთავება, რეორგანიზაცია შესანიშნავი გზაა ამ დღის ენერგიის გამოსაყენებლად. ასე გექნებათ შანსი, რომ თქვენს ცხოვრებაში დადებითი ემოციები, გულწრფელი და სუფთა კავშირები და კეთილდღეობა მოიზიდოთ.თქვენს დღიურში, რვეულში, ან უბრალოდ ფურცელზე მოკლედ ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ, ბედნიერებაში ხელს გიშლით და გსურთ, რომ თქვენი ცხოვრებიდან გაუშვათ. ფურცელი რამდენჯერმე გადაკეცეთ, ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოათავსეთ, ცეცხლი მოუკიდეთ და დააკვირდით, როგორ იწვება. პარალელურად, გონებაში წარმოიდგინეთ, რომ თავისუფლდებით ყველაფრისგან, რაც ბედნიერებას აღარ განიჭებთ. ფერფლი კი გადაყარეთ. აღნიშნული რიტუალი დაგეხმარებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში სიახლეები მოიზიდოთ და ძველ, ტოქსიკურ ურთიერთობებზე უარი საბოლოოდ თქვათ.გამოიყენეთ სიმბოლოებიფანჯრის რაფაზე ან აივანზე რამდენიმე საყვარელი კრისტალის ან მნიშვნელოვანი ნივთის განთავსება შესანიშნავი გზაა, რომ ამ თარიღისა და სავსე მთვარის ენერგია მოიზიდოთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ, ჭიქაში წყალი აავსოთ, ფანჯარასთან დატოვოთ ისე, რომ მთვარის შუქი ხვდებოდეს და პერიოდულად დალიოთ, როცა უენერგიობასა და უმოტივაციობას იგრძნობთ. ნახეთ სრულად

ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში

სამართალი 1715173597

VIDEO: ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში

ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკასა და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციის მიერ ხდება შეკრება-მანიფესტაციის დროს მასების მართვა და საჭიროების შემთხვევაში კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება.ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერისა და აქციის ორგანიზატორების მხრიდან, მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა არაერთი დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას გადაამეტეს და განახორციელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პოლიცია შეკრება-მანიფესტაციების დროს, ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. შინაგან საქმეთა სამინისტროში შემუშავებული ინსტრუქციები, რომელიც არეგულირებს შეკრება-მანიფესტაციების მართვას, სრულ შესაბამისობაშია ეუთო/ოდირის სახელმძღვანელო პრინციპებთან. შესაბამისად, სამართალდამცველების მხრიდან სპეციალური ღონისძიებების განხორციელება ხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად- თანმიმდევრულად და განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ანალოგიურად მოქმედებდა პოლიცია ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების დროსაც.შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული და ისინი გადამზადებულნი არიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.მათ საერთაშორისო დონის სწავლებები გავლილი აქვთ, როგორც საქართველოში, ასევე, გერმანიაში, ბულგარეთში, ნიდერლანდებში, იტალიაში, საფრანგეთსა და თურქეთის რესპუბლიკაში.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს გადამზადება გავლილი აქვთ: კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირებისა და მოლაპარაკებების, შეკრებისა და მანიფესტაციის ეფექტიანი მართვისა და საჯარო დემონსტრაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ძალის გამოყენების შესახებ.ეკიპირება, სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოიყენებენ, არის საერთაშორისო სტანდარტის და მათი უმეტესი ნაწილი შეძენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.აქვე, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების ამსახველი ვიდეომასალა.განვითარებული სამყარო თანხმდება, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში მართლწესრიგის დაცვა არის პოლიციის უმთავრესი ამოცანა და ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციას აქვს უფლება კანონის შესაბამისად იმოქმედოს და უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და უმკაცრესი ზომები გამოიყენოს.აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში, კერძოდ თბილისში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციები არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით მიღებულ ზომებს. ვნახეთ შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე, პიკეტირების მცდელობა პარლამენტზე და ასევე, ძალადობის არაერთი შემთხვევა სამართალდამცველების მისამართით.ეს კადრები არა მარტო ქართული მედიის, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა და ჩემი ევროპელი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ ეს იყო პროპორციული ძალა და საკმაოდ ლმობიერი ქმედებები, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა გამოიყენეს.ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული“, - აღნიშნა კუპატაძემ.

ვალუტის კურსი

ფინანსები 1715173430

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6797 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6800 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8812 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8848 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0036 ლარი შეადგინა.

სტრასბურგის სასამართლო

სამართალი 1715173098

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ მაისაიას სარჩელი დააკმაყოფილა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მაისაია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმე შეეხება 2009 - 2010 წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. კერძოდ, მომჩივანი - ვახტანგ მაისაია, 2009 წლის 5 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მომჩივნის განმარტებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა.სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ დაყრდნობით მიუთითა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დამკვიდრებული იყო პატიმართა წამებისა და არასათანადო მოპყრობის სისტემური და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა, რომელიც ხორციელდებოდა ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხრიდან. ამასთან, ვახტანგ მაისაიასთან მიმართებით, სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა მისი დაზიანებების ამსახველი საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა, რომ მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო.რაც შეეხება გამოძიების ეფექტიანობას, სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ მომჩივანმა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული პრეტენზიები ჯერ კიდევ 2010 წელს დააყენა, თუმცა გამოძიება წარიმართა ხარვეზიანად. კერძოდ, მას არ ჰქონდა პროცედურული შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო გამოძიებაში და თვალი ედევნებინა მისი პროგრესისთვის. ამასთან, გამოძიების პროცესში იყო გაუმართლებელი უმოქმედობის პერიოდები საგამოძიებო უწყების მხრიდან.სახელმწიფოს დაევალა მომჩივნისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 15,000 ევროს მოცულობით.

ისრაელს იარაღის მიწოდება შეუწყვიტეს

მსოფლიო 1715172540

ვაშინგტონმა გაამხილა, რომ ისრაელს იარაღის მიწოდება შეუწყვიტა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას ისრაელს იარაღის მიწოდება შეუწყვიტა. თეთრი სახლის ადამინისტრაციის ეს გადაწყვეტილება, ისრაელის რაფაჰში დაგეგმილ სამხედრო ოპერაციაზე შეშფოთებას უკავშირდებოდა.ინფორმაციას რამდენიმე მედიასაშუალება საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია ბომბებზე, რომლებიც შტატებს ისრაელისთვის უნდა მიეწოდებინა. ისრაელის მთავრობაში ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.შეერთებული შტატები რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ეწინააღმდეგება. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ანკლავის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ქალაქში, სამხედრო მოქმედებები ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს. ისრაელში კი აცხადებენ, რომ ოპერაციის გარეშე „ჰამასზე“ სრული გამარჯვება ვერ მოხერხდება.