„იცის მაგან, პირველად კი არ მიდის... შენ ბევრი არ იაქტიურო“ - რას ჰყვება სუსის მიერ დაკავებული პირი

11:21 09-14-2019
39

სუსი ქრთამის მიცემაზე დაკავებული პირის ვიდეო-კადრებს ავრცელებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა ბ-მ 2019 წლის აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერს იმის სანაცვლოდ, რომ მას საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მორიგეობისას არ შეემოწმებინა უკანონოდ მოპოვებული 48 კუბური მეტრის ხის მასალით დატვირთული სატვირთო ავტომანქანები, ქრთამის სახით შესთავაზა 1800 ლარი, ხოლო წინასწარ 900 ლარი გადასცა.

გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.