„უცნობმა პირმა დაურეკა, გარეთ გავიდა და ესროლეს“ - დმანისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

19:09 09-13-2019
1172

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაში, ამ წუთებში 60 წლის მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. 

ამ წუთებში გარდაცვლილს, ექსპერტიზა რუსთავის საექსპერტო განყოფილებაში უტარდება.

გარდაცვლილის მეუღლის ფემინა დემირჩევას განცხადებით, გვიან საღამოს დაუდგენელმა პირმა მის მეუღლეს დაურეკა, რის შემდეგადაც ის გარეთ გავიდა და ესროლეს თუმცა მეზობლებს გასროლის ხმა არ გაუგიათ. გარდაცვლილის მეუღლე რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს მათ შორის ეჭვს გამოთქვამს მის სოფელში მცხოვრებ ერთ-ერთ პიროვნებაზე და გვერდით სოფელში მცხოვრებ აზერბაიჯანელებზე.

დემირჩევას თქმით, მეუღლეს ბოლოს კონფლიქტი სწორედ აზერბაიჯანელებთან ერთი წლის წინ ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით ამ დრომდე სავარაუდო ეჭვმიტანილის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. საქმეზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს გარდაცვლილის მეუღლე ასევე ამ წუთებში კი მეზობლების გამოკითხვა მიმდინარეობს. სავარაუდო ეჭვმიტანილს ეძებს სასაზღვრო პოლიციაც.

მკვლელობა სოფელში გვიან ღამით მოხდა, გარდაცვლილია 60 წლამდე რუსეთის მოქალაქე მამაკაცი, რომელიც ბოლი წლებში სწორედ ამ სოფელში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. 

ავტორი: გიორგი მაზმიშვილი