რამდენად დაცულია საქართველო ქარიშხლებისგან - რას ამბობს სპეციალისტი მიმდინარე კლიმატურ ცვლილებებზე

12:46 09-11-2019
1147

მაშინ, როცა მსოფლიო ყოველ წელს დაუნდობელ სტიქიას ებრძვის და ქარიშხალი სიკვდილის სუნს ატრიალებს, საინტერესოა, რამდენად დაცულია საქართველო ამ სასტიკი ბუნებრივი მოვლენისგან.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვრები ოკეანეს სიახლოვეს არ არის, გარს გვარტყამს შავი და კასპიის ზღვები, საინტერესოა, რა ზიანის მოტანა შეუძლიათ მათ იმ დროს, როცა მსოფლიოში კლიმატი რადიკალურად შეცვლილია.

„პრაიმტაიმი“ ამ თემაზე სასაუბროდ სინოპტიკოსს, დოდო გვაზავას დაუკავშირდა. მან დეტალურად განგვიმარტა ის პროცესები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.

„ტროპიკული ციკლონების შემოსვლა უფრო მეტად დამახასიათებელია ოკეანის გარშემო მყოფი ხმელეთის ზედაპირზე, იმ ქვეყნებისთვის, რომლის საზღვრებიც ოკეანესთან არის ახლოს. მაგალითისთვის, როგორც არის ავსტრალია, იაპონია, ჩინეთის შემთხვევაში, ეს ქარიშხალი ოკეანიდან გადმოსული ტროპიკული ციკლონებია, აგრეთვე ბაჰამის კუნძულებზეც ძალიან ცხელი ჰაერის მასებია, ატლანტის ოკეანესთან ახლოს არის აფრიკა და აქედან გადადის ცხელი ჰაერის მასები, ხვდება ოკეანის ზედაპირზე და მიდის ცირკულაციური პროცესები, ოკეანის ზედაპირიდან ატმოსფეროს ზედა ფენებისკენ, თანდათანობით ძლიერდება და აქ წარმოშობილ ძლიერ ტროპიკულ ციკლონებს მიმართულება ყოველთვის ხმელეთისკენ აქვს.  

ჩვენი ქვეყანა მოქცეულია უფრო მეტად ხმელეთზე, გვაქვს კასპიის და შავი ზღვები. შესაძლებლობა, რომ ციკლონი განვითარდეს ორივე მხრიდან, თუმცა ის დიდი მასშტაბები, როგორიც არის ბაჰამის კუნძულებზე, ჯორჯიას შტატში, მექსიკის ყურეში, ასეთი შემთხვევები საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის. საქართველოსთვის დამახასიათებელია, ძირითადად ცივი და ნოტიო მასების შემოჭრა და გავრცელება ჩვენს ტერიტორიაზე, ზოგჯერ, დასავლეთ და უმეტესად კახეთის რეგიონში წარმოიშობა შიდა მასიური სიტუაცია, უცაბედად, პატარა ღრუბლიდან, რადგან საქართველოს ტერიტორიას კავკასიონის ქედი ფარავს. კახეთის რეგიონში ძლიერი სასეტყვო ღრუბლები წარმოშობა, რადგან ნელა მოძრაობს და კავკასიონის მთებს კეტავს.  ძალიან ძლიერი კრისტალებისგან შემდგარი ღრუბელი კი უნდა ჩამოიცალოს. დასავლეთ საქართველოში არის ჩრდილოეთ კავკასიონის ქედი, თუმცა აქ პროცესი ისე მიდის, გასვლა ხდება აღმოსავლეთისკენ, აღმოსავლეთისკენ გზას კი კავკასიონი უკეტავს და მიდის უფრო მეტად აღმოსავლეთ საქართველოსკენ“, - განმარტა დოდო გვაზავამ.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე