ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ბობ დე ბრაბანდერი

პოლიტიკა 1714123490

საქართველოს ხელისუფლებას სრული უფლება აქვს გამჭვირვალობის კანონი მიიღოს - ვხედავთ, რომ ევროკავშირი, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტად დაარსდა, უფრო და უფრო არადემოკრატიული ხდება - ბელგიელი სენატორი

ბელგიელი სენატორი, ევროკავშირის ლიდერების, მათ შორის შარლ მიშელისა და ჟოზეფ ბორელის მხრიდან, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონპროექტის კრიტიკას არადემოკრატიულ ქმედებას და სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმას უწოდებს.„ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ბელგიის სენატისა და ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ბობ დე ბრაბანდერი აღნიშნავს, რომ საქართველოს ამ კანონის მიღების სრული უფლება აქვს, ევროპელი ლიდერების მხრიდან კი ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებების კრიტიკა მიუღებელია.ბელგიელი კანონმდებელი აცხადებს, რომ ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები ხშირად იყენებენ ასეთ თავდასხმებს იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებიც მათ დღის წესრიგს არ იმეორებენ.„ვფიქრობ, ევროკავშირის მხრიდან ასეთი კრიტიკა იმ სახელმწიფოს მისამართით, რომელიც ჯერ არ არის წევრი სახელმწიფო, კიდევ ერთხელ მოწმობს, თუ რა მიმართულებით მიდის ბლოკი. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს იმ არაკომერციულ სუბიექტთა საჯარო რეესტრში რეგისტრირებას, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან შედის, ვფიქრობ საქართველოს ხელისუფლებას სრული უფლება აქვს ასეთი კანონი მიიღოს, თუმცა, ბოლო წლებში ვხედავთ, რომ ევროკავშირი, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტად დაარსდა უფრო და უფრო არადემოკრატიული ხდება. ევროკავშირის დღევანდელი ლიდერები კონკრეტულ დღის წესრიგს ემსახურებიან, ეს დღის წესრიგი არის ანტიკონსერვატიული, არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლებას. როდესაც კონკრეტული სახელმწიფოები საკუთარი თავის დაცვას ცდილობენ ყოველივე ამისგან, ევროპელი ლიდერები ასე დაჟინებით მოქმედებენ. ვფიქრობ ამ კანონპროექტის ინიცირების გამო ისინი საქართველოს სწორედ ამავე მიზეზის გამო ესხმიან თავს. ევროკავშირის ლიდერების მხრიდან იმავე კრიტიკას მაგალითად ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთი, რომელიც ქრისტიანი და კონსერვატორი სახელმწიფოა, რომელიც კონკრეტულად იმ ხაზზე არ მოძრაობს, რომელიც ევროკავშირს სურს. ვფიქრობ ზუსტად იმავეს ხედავენ საქართველოში და სწორედ ამიტომ ესხმიან ასე თავს“, - განაცხადა ბელგიელმა სენატორმა.

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი 1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

ნივთი

რჩევები 1714122817

ნივთები, რომლებიც ოჯახის წევრებსაც არ უნდა ათხოვოთ

იმისათვის, რომ თავი დაიცვათ დაავადებებისგან, უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენის გარკვეული წესები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ათხოვოთ და არ უნდა ითხოვოთ შემდეგი ნივთები ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან.ნივთები, რომლებიც ოჯახის წევრებსაც არ უნდა ათხოვოთ1. ფეხსაცმელი.ფეხსაცმელი, რომელსაც შიშველი ფეხზე ატარებენ, განსაკუთრებით საშიშია და შეიძლება იყოს სოკოვანი დაავადებების წყარო, რაც გამოიწვევს უამრავ პრობლემას. ამიტომ ის არც ითხოვოთ და არც თქვენ ათხოვოთ ახლობლებს.2. ტანის ღრუბელი.არ დაგავიწყდეთ, რომ ტანის ღრუბელი უმეტესად სველი რჩება და როგორც მოგეხსენებათ, ნოტიო გარემო ყველაზე ხელსაყრელია ბაქტერიებისა და სოკოვანი მიკროორგანიზმების ზრდისთვის.3. პინცეტი.პინცეტი, რომელიც გამოიყენება წარბების ფორმის გასასწორებლად, ასევე შეიძლება გახდეს სხვადასხვა ინფექციების მატარებელი.ამიტომ, პინცეტის გაზიარება შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დეზინფექციას გაუკეთებენ გამოყენებამდე და მის შემდეგ.4. პირსახოცი.ნოტიო პირსახოცი ასევე წყაროა მიკროორგანიზმებისთვის. გარდა ამისა, როდესაც მას ჩვენ მოვიხმართ, ჩვენი ბაცილები და ბაქტერიებიც რჩება მასზე. ამიტომ, არასოდეს გამოიყენოთ სხვისი და საკუთარიც რეგულარულად გარეცხეთ.5.დეოდორანტი.არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუზიაროთ სხვებს რულონური დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები. ეს არის პირადი ჰიგიენის ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც პირდაპირ კონტაქტში შედის ჩვენს კანთან. შესაბამისად, დეოდორანტი ატარებს ბაქტერიებს.

პროკურატურა

სამართალი 1714122664

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული შეურაცხმყოფლად მიიჩნევდა მისი ყოფილი მეუღლის სხვა მამაკაცთან ქორწინებას, რის ნიადაგზეც, შეუწყნარებლობისა და შურისძიების მოტივით ორივე მათგანის მოკვლა განიზრახა. 2023 წლის 28 ნოემბერს, იგი შეიარაღებული მივიდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ყოფილი მეუღლისა და მისი ქმრის საცხოვრებელ სახლში, სადაც, მამაკაცის დედის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღით არაერთხელ ისროლა ცოლ-ქმრის მიმართულებით. მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებულის ყოფილი მეუღლის სიცოცხლის გადარჩენა კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გახდა შესაძლებელი.პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და ,,მ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და განსაკუთრებული სისასტიკით), 111, 19, 109-ე მუხლის „ბ“ , „თ“ , „კ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარუდგინა.თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ.

პროკურატურა

სამართალი 1714122490

ყოფილი ცოლის დაჭრასა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის ცნობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.საქმე ეხება 2023 წელს, სოფელ ქეშალოში, ყოფილი ცოლისა და მისი ქმრის მისამართით სროლას. კაცი ადგილზე დაიღუპა."სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული შეურაცხმყოფლად მიიჩნევდა მისი ყოფილი მეუღლის სხვა მამაკაცთან ქორწინებას, რის ნიადაგზეც, შეუწყნარებლობისა და შურისძიების მოტივით ორივე მათგანის მოკვლა განიზრახა. 2023 წლის 28 ნოემბერს, იგი შეიარაღებული მივიდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ყოფილი მეუღლისა და მისი ქმრის საცხოვრებელ სახლში, სადაც, მამაკაცის დედის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღით არაერთხელ ისროლა ცოლ-ქმრის მიმართულებით. მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებულის ყოფილი მეუღლის სიცოცხლის გადარჩენა კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გახდა შესაძლებელი", - წერია განცხადებაში.პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და ,,მ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და განსაკუთრებული სისასტიკით), 111, 19, 109-ე მუხლის „ბ“ , „თ“ , „კ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარუდგინა.