მორიგი ხანძარი წეროვანში

13:33 08-24-2019
19

წეროვანში ხანძარია, ცეცხლი ბალახს მოედო. პერიმეტრზე დაკვამლიანება შეინიშნება.

როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განუცხადა, ხანძრის დასახლებულ პუნქტამდე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.

ამ ეტაპზე უცნობია რა ფართობი იწვის. 

მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზების მიზნით სამუშაოები. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური