მსახიობ ხათუნა კოტრიკაძის შვილი დააკავეს

19:11 08-23-2019
56855

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ მსახიობ ხათუნა კოტრიკაძის და ფეხბურთელ დავით გოგიას შვილი, გოგა გოგია დააკავა. საქმე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას ეხება.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუმარტეს, ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე  ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და ადევნების ბრალდებით დააკავეს. 

გოგა გოგია სააკაშვილის ხელისუფლების დროს საკრებულოს კანცელარიის უფროსი იყო. 2015 წელს მან საკვალიფიკაციო ტესტირება ვერ გაიარა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

ამ დროისთვის მის დაკავებაზე სხვა დეტალები უცნობია.