ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, ცაგერში საქართველოს და ევროკავშირის დროშები განთავსდა

პოლიტიკა 1715184417

ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, ცაგერში საქართველოს და ევროკავშირის დროშები განთავსდა

ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, ცაგერის მუნიციპალიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშები განთავსდა.ცაგერში დროშებით მოირთო რუსთაველის და კოსტავას ქუჩები.

საბა ლომიძე

საზოგადოება 1715184316

„შენ ჩემი გმირი ხარ, მამი…“ – უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის შვილი მამას ემოციური პოსტით ემშვიდობება

უკრაინაში მებრძოლმა ქართული სპეცდანიშნულების რაზმმა „შავი არწივი“ გუშინ გაავრცელა სამწუხარო ინფორმაცია მათი კიდევ ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ.მათი ცნობით, დავით გოგაძე და ბესო ლომიძე ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ.დაღუპული ბესო ლომიძის შვილი გმირ მამას ემოციური პოსტით ემშვიდობება:„შენ ჩემი გმირი ხარ, მამი ძალიან დაგვწყვიტე გულიარ ვიცი, რა მეშველება უშენოდ. ძალიან მაკლიხარ მამა, მიხაროდა რომ მელაპარაკე ჩამოსვლას ვაპირებო, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო იმ წუთას.ახლა კი ასეთი რამ გავიგე, არ ვიცი რა გავაკეთო, არ ვიცი, როგორ მოვიქცე შენს გარეშე, ძალიან მაკლიხარ მამა, ნათელში იყოს შენი ლამაზი სული. შენ ჩემი გმირი ხარ…“

met gala

მსოფლიო 1715184296

ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი, კეიტი პერის ფოტო, რომელმაც მომღერლის დედაც კი შეცდომაში შეიყვანა

კეიტი პერიმ Met Gala-ზე მისვლა ვერ მოახერხა, თუმცა მომღერლის მეგობრები, ფანები და დედა ინტერნეტში გავრცელებულმა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილმა ფოტოებმა შეცდომაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილმა ფოტოებმა მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა. ფოტოზე პერი Met Gala 2024-ის თემატიკის სამოსშია გამოწყობილი.იგივე ფოტო პერიმ თავის ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა, წარწერით „Met-ზე მისვლა ვერ მოვახერხე. ვმუშაობდი“.მომღერალმა ასევე გამოაქვეყნა დედასთან მიმოწერის ამსახველი ფოტოებიც, სადაც დედამ Met Gala-ზე მისი ჩაცმულობა მოიწონა.

პამელა

მსოფლიო 1715184272

პამელა ანდერსონი Met Gala 2024-ზე უმაკიაჟოდ მივიდა

პამელა ანდერსონი Met Gala 2024-ზე უმაკიაჟოდ მივიდა. ამის შესახებ TMZ წერს. აღსანიშნავია, რომ ეს მსახიობისთვის პირველი Met Gala იყო.უკვე ერთი წელია, რაც „მაშველების“ ვარსკვლავმა მაკიაჟის გაკეთებაზე უარი თქვა. როგორც ჩანს, გამონაკლისი არც მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საღამო აღმოჩნდა, რომელიც ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში გაიმართა.ანდერსონს წვეულებაზე ოსკარ დე ლა რენტას კაბა ეცვა და ყელზე 200 კარატიანი ბრილიანტის ყელსაბამი ეკეთა.

მიხეილ ლომთაძე

ბიზნესი 1715183216

„დღემდე არ ვჭამ მაკარონს, იმიტომ, რომ 2 წელი შინ მხოლოდ მაკარონი გვქონდა" - რას ჰყვება ქართველი მილიარდერი მიხეილ ლომთაძე ბავშვობაზე?

ქართველმა მილიარდერმა, ყაზახური Kaspi.kz-ის ერთ-ერთმა მფლობელმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ეს არის ერთ-ერთი ბოლო, ხმაურიანი გარიგება, რომელიც ქართველმა მილიარდერმა დადო.ამ დროისთვის ლომთაძე Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში 534-ე პოზიციაზეა. მისი ქონება 5.7 მლრდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო Forbes-ის რეიტინგში შესვლისას, ანუ 2021 წელს ლომთაძის ქონება 3.2 მლრდ დოლარს შეადგენდა.რაც შეეხება Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგს, აქ ლომთაძე 6.27 მლრდ დოლარის ქონებით 458-ე პოზიციაზეა.   მიხეილ ლომთაძე უკვე დიდი ხანია ყაზახეთში მოღვაწეობს და ერთ-ერთი უდიდესი ადგილობრივი ბანკის Kaspi.kz-ის მმართველი და მფლობელია.49 წლის ბიზნესმენი არ მიეკუთვნება იმ მილიარდერთა რიცხვს, რომლებმაც ქონება მემკვიდრეობით მიიღეს. სანამ წარმატებას მიაღწევდა, მიხეილი ძალიან ბევრს სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა.ბავშვობამიხეილ ლომთაძე ბათუმში, 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. მისი მამა სამხედრო მოსამსახურე იყო. საშუალო ფენის ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს. თუმცა, როგორც ლომთაძე მის youtube არხზე, ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, მისი მშობლებისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო შვილებისთვის განათლების მიცემა. იყო პერიოდები, როდესაც სახლში საკვებიც კი არ ჰქონდათ, თუმცა მიხეილი და მისი და რეპეტიტორებთან მაინც დადიოდნენ და ამის სახსრები მშობლებს ყოველთვის ჰქონდათ გადანახული.“დედას შეეძლო ლავაში მოეხარშა, მარილი მოეყარა და ისე მაჭმევდა, თითქოს ხაჭაპური იყო... სინამდვილეში ეს იყო უბრალოდ პური... ხანდახან ოჯახში საჭმელიც არ იყო, მაგალითად, დღემდე არ ვჭამ მაკარონს, იმიტომ, რომ ორი წელი სახლში მხოლოდ მაკარონი გვქონდა.დღევანდელი გადმოსახედით მძიმე ცხოვრება გვქონდა, მაგრამ არასოდეს დავინტერესებულვარ სხვანაირი გატაცებებით. ძალიან კარგად ვსწავლობდი, ჩემი ცხოვრება იყო: სწავლა და სპორტი.ყველანი ცვდილობდით, რომ ერთმანეთისთვის მხარი დაგვეჭირა“- იხსენებს მიხეილ ლომთაძე ALIBEKOVKZ-თან 2020 წელს, ვიდეო პოდკასტში.სკოლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა მიხეილმა თბილისში, ბიზნესის სკოლა ESM-ში გააგრძელა სწავლა. მამის სურვილი იყო, რომ მიხეილს საინჟინროზე ჩაებარებინა, თუმცა, მას არ დაუჯერა და სწავლა ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით გადაწყვიტა. ნახეთ სრულად