ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

სტრასბურგის სასამართლო

სამართალი 1715173098

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ მაისაიას სარჩელი დააკმაყოფილა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მაისაია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმე შეეხება 2009 - 2010 წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. კერძოდ, მომჩივანი - ვახტანგ მაისაია, 2009 წლის 5 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მომჩივნის განმარტებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა.სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ დაყრდნობით მიუთითა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დამკვიდრებული იყო პატიმართა წამებისა და არასათანადო მოპყრობის სისტემური და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა, რომელიც ხორციელდებოდა ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხრიდან. ამასთან, ვახტანგ მაისაიასთან მიმართებით, სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა მისი დაზიანებების ამსახველი საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა, რომ მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო.რაც შეეხება გამოძიების ეფექტიანობას, სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ მომჩივანმა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული პრეტენზიები ჯერ კიდევ 2010 წელს დააყენა, თუმცა გამოძიება წარიმართა ხარვეზიანად. კერძოდ, მას არ ჰქონდა პროცედურული შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო გამოძიებაში და თვალი ედევნებინა მისი პროგრესისთვის. ამასთან, გამოძიების პროცესში იყო გაუმართლებელი უმოქმედობის პერიოდები საგამოძიებო უწყების მხრიდან.სახელმწიფოს დაევალა მომჩივნისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 15,000 ევროს მოცულობით.

ისრაელს იარაღის მიწოდება შეუწყვიტეს

მსოფლიო 1715172540

ვაშინგტონმა გაამხილა, რომ ისრაელს იარაღის მიწოდება შეუწყვიტა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას ისრაელს იარაღის მიწოდება შეუწყვიტა. თეთრი სახლის ადამინისტრაციის ეს გადაწყვეტილება, ისრაელის რაფაჰში დაგეგმილ სამხედრო ოპერაციაზე შეშფოთებას უკავშირდებოდა.ინფორმაციას რამდენიმე მედიასაშუალება საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია ბომბებზე, რომლებიც შტატებს ისრაელისთვის უნდა მიეწოდებინა. ისრაელის მთავრობაში ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.შეერთებული შტატები რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ეწინააღმდეგება. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ანკლავის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ქალაქში, სამხედრო მოქმედებები ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს. ისრაელში კი აცხადებენ, რომ ოპერაციის გარეშე „ჰამასზე“ სრული გამარჯვება ვერ მოხერხდება.

მეფე ნარიმანი

faceამბები 1715172353

„უნიტაზი პატარავდება...“ - მდუმარე ნიკოლოზმა მრევლს, კარზე ახალი წერილი დაახვედრა

მდუმარე ბერი, მამა ნიკოლოზი, იგივე მეფე ნარიმანი, ახალ განცხადებას ავრცელებს. განცხადების ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.ეს წერილი აქამდე გავრცელებული წერილებისგან რადიკალურად განსხვავებულია. 

ბედნიერება

რჩევები 1715172060

ეს 5 მცირე ცვლილება, ერთი კვირაში, თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის

ჩვევების შეცვლა ადვილი პროცესი არ არის. მაგრამ თუ დაიწყებთ მცირე ნაბიჯებით, მაგალითად, მიზნად მხოლოდ 1 კვირას დაისახავთ და არა მთელს ცხოვრებას, პროცესი გაადვილდება. ეს საშუალებას მოგცემთ გაარკვოთ, რომელია თქვენთვის ყველაზე სასარგებლო ჩვევა და ამასთან გადაწყვიტოთ, რომელი გსურთ, რომ თქვენი ცხოვრების წესი გახდეს. #1 - არ იწუწუნოთ!ნორმის ფარგლებში წუწუნი პრობლემა არ არის, მაგრამ თუ ზედმეტად ბევრს ვწუწუნებთ, ეს ხდება ნეგატივის წყარო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც. თუ წუწუნი თქვენი ჩვევაა, მაშინ სავარაუდოა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ადვილად ხედავთ ნეგატივს და ძალიან გიჭირთ პოზიტივის დანახვა.შეეცადეთ თავი აარიდოთ წუწუნს ერთი კვირის განმავლობაში. ამის ნაცვლად, ფოკუსირება მოახდინეთ დადებით მხარეებზე და შეეცადეთ შეაქოთ სხვა ადამიანები - ყველგან, სადაც შესაძლებელია! მოერიდეთ ნეგატიური იდეებისა და აზრების სხვებთან გაზიარებას. ასევე, ნეგატიურ სიტუაციებზე ზედმეტ ორიენტირებას. 1 კვირის შემდეგ ნახავთ, თუ როგორ შეიცვლება თქვენი განწყობა!#2 - სახლში კარგად ჩაიცვით.თუ სახლიდან მუშაობთ ან მთელ დღეს სახლში ატარებთ, დიდი შანსია, რომ პიჟამას გამოცვლას არც ფიქრობთ. მაგრამ, ჩვენი რჩევაა, რომ კარგად ჩაიცვათ და მოწესრიგდეთ - ეს დაგეხმარებათ იყოთ უფრო პროდუქტიული და მეტად ენერგიული.#3 - არ დაიწყოთ დილა ტელეფონით.  ადამიანების უმეტესობა, პირველი, რასაც გაღვიძების შემდეგ აკეთებს, ტელეფონის შემოწმებაა. შეეცადეთ, ეს ჩვევა, ერთი კვირის განმავლობაში დაივიწყოთ. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ მოამზადოთ საუზმე, იფიქროთ, ცოტა წაიკითხოთ ან გააკეთოთ ნებისმიერი სხვა აქტივობა, სანამ ყოველდღიურ საქმიანობას შეუდგებით.#4 - იყავით მადლიერი!ყოველდღიურად, იპოვეთ მინიმუმ ერთი რამ, რისთვისაც მადლობელი ხართ და გამოხატეთ. აუცილებელი არ არის, ეს სხვებს გაუზიაროთ, მთავარია საკუთარ თავთან აღნიშნოთ, რომ დღეს, აი ამის, უზომოდ მადლიერი ვარ!ეს პრაქტიკა, ცხოვრებაში ბედნიერების მოზიდვის გარანტიაა.#5 - დალიეთ წყალი.თუ 1 კვირის განმავლობაში შეეცდებით მიიღოთ საკმარისი რაოდენობის წყალი, ჩვენ გპირდებით, რომ ამ ჩვევას არასოდეს დაივიწყებთ. მიზეზი მარტივია - გაუმჯობესდება თქვენი კანი, განწყობა, გააქტიურდება საჭმლის მომნელებელი სისტემა და თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ, ვიდრე ოდესმე!

პროკურატურა

სამართალი 1715171441

პროკურატურამ ლანჩხუთში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე კ.ფ.-ს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა.კ.ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.