ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშოზე პირველი შეხვედრა შოთა ენდოსთან დათმო

13:15 07-07-2019
211

იაპონიაში დღეს სუმოს ერთ-ერთი სუპერტურნირი ნაგოია ბაშო დაიწყო. 

შეჯიბრის პირველი დღე ქართველი ოძეკისთვის, ლევან გორგაძისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ტოჩინოშინი შოთა ენდოსთან დამარცხდა.

ტოჩინოშინს კარგი სტარტი ქონდა და მეტოქეს უკან დაახევინა, თუმცა საბოლოოდ ჩავლება ვერ მოახერხა და დაეცა.

ქართველი სუმოისტი სამწუხაროდ ნაგოია ბაშოს სათანადო ფორმაში ვერ ხვდება. მან  ნაცუ ბაშოზე მუხლი დაიზიანა და ტრავმის მოშუშება ბოლომდე ვერ შეძლო. გარდა ამისა რამდენიმე დღის წინ ტოჩინოშინს ვარჯიშის დროს მარცხენა მხარზე კუნთი გაუწყდა. 

ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა შოდაი იქნება, რომელთანაც ლევანს უარყოფითი ბალანსი - 6:7-ზე აქვს.