ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

აქცის

საზოგადოება 1714591020

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კოცონი დაანთეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დემონსტრანტებმა, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს აპროტესტებენ, კოცონი დაანთეს.

თეონა აქუბარდია

პოლიტიკა 1714590822

VIDEO: თვითონ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ამბობს, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული, ნატოს და ევროკავშირის წევრი - თეონა აქუბარდია

„თვითონ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ამბობს, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული, ნატოს და ევროკავშირის წევრი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ზურაბიშვილი

პოლიტიკა 1714590742

მინდა, მივმართო გულანთებულ ახალგაზრდებს, რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. როგორც მან თქვა, ბრძოლა გადის არჩევნებზე და ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც მიღებულია ამ ბოლო დროს ხელისუფლების მიერ და რომელიც აშორებს ქვეყანას ევროპული გზიდან."ვადევნებ თვალყურს ამ საღამოს მოვლენებს სასახლიდან და თქვენ გვერდით ვარ, როგორც ეს არაერთხელ მითქვამს. მთელი მსოფლიო გვიყურებს და ეს დღევანდელი გამოსვლები აჩვენებს საქართველოს ხალხის განწყობას, შემართებას და მიზანს. ეს არის უდიდესი ძალა იმისთვის, რომ ჩვენ მოვიგოთ ის გრძელვადიანი ბრძოლა, რომელიც მთავრდება არჩევნებზე, რომ საქართველო არ იქნება რუსეთი და არასოდეს არ იქნება რუსეთი.მინდა, ამავე დროს მივმართო იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს ამ დონეზე თავიანთ ენერგიას გვიზიარებენ. მინდა, მივმართო მათ, რომ რაღაცები არ არის საჭირო. დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება, იქ მეორე მოსმენით უკვე მიღებულია ეს კანონი. ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც მიღებულია ამ ბოლო დროს ამ ხელისუფლების მიერ და რომელიც ერთი მეორეს მერე გვაშორებს ჩვენ ევროპული გზიდან. ეს არის ჩვენი მიზანი. ასე რომ, კარებზე არაფერი გადაწყდება, გარდა იმ გაზის გამოშვებისა, რაღაც ძალადობა, რაც არ არის საჭირო, რომ გამოვიწვიოთ, რადგან ძალადობასთან გვექნება უთუოდ საქმე მომავალში.დღეს არის ვნების კვირა, დღეს არის ის პერიოდი, სადაც არ შეიძლება, ძალადობის გამოწვევა. ისედაც გააქტიურებულია ეშმაკი. ჩვენ ეს ვიმყოფოთ და ვიყოთ მშვიდობიანად რუსთაველის გამზირზე, სადაც ვაჩვენებთ კიდევ ერთხელ მსოფლიოს, თუ რა არის საქართველო, რა შეუძლია საქართველოს და რა შეუძლია საქართველოს ახალგაზრდობას", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნკ

საზოგადოება 1714590590

შორენა ბეგაშვილის მდიდრული დღე მილანში - ნახეთ, კადრები

 შორენა ბეგაშვილი ამჟამად მილანში იმყოფება, სადაც ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში ატარებს დროს.მსახიობი გვიზიარებს ფოტოებს, სადაც ის თეთრ ხალათში სასტუმროშია გადაღებული – შორენა შამპანურს მიირთმევს და ცხოვრებით ტკბება.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

პოლიტიკა 1714590470

მოველით, რომ საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ იმოქმედებს იმ ზომების მისაღებად, რომელთა გატარების ვალდებულება იკისრა, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს.„ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში. საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიისადმი ძლიერ ერთგულებას ავლენენ. საქართველოს მთავრობამ ეს მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს.ევროკავშირმა ასევე მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით.საქართველოს მოსახლეობას თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურს. ევროპულმა საბჭომ ეს მისწრაფებები რომ აღიარა, დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და დასახა მკაფიო გზა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.მოველით, რომ საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ იმოქმედებს იმ ზომების მისაღებად, რომელთა გატარების ვალდებულება იკისრა, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ. საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს“, –ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.