„ჩემი ხმა მუცოს" - ხევსურული ციხე-სოფელი შესაძლოა ევროპის რჩეული ძეგლი გახდეს

20:15 06-30-2019
186

ხევსურეთში მდებარე ციხე-სოფელმა მუცომ შესაძლოა ევროპის რჩეული ძეგლის სტატუსი მოიპოვოს. 

ეს შედეგი შესაძლოა ხმის მიცემის შედეგად დადგეს, რომელიც „ევროპა ნოსტრას" ფარგლებში დაიწყო. 

ციხე-სოფელ მუცოს საკონსერვაციო პროექტმა, როგორც წლის საუკეთესო პროექტმა უკვე მიიღო ორგანიზაცია "ევროპა ნოსტრას" აღიარება და გახდა გამარჯვებული, ახლა ჯერი კიდევ ერთ პრიზზე - ევროპის „საზოგადოების რჩეულზეა“, რომელსაც "ევროპა ნოსტრა" ოქტომბრის თვეში გამოავლენს.

კუნკურსის შედეგები პარიზის კონგრესის სასახლეში შეჯამდება, მანამდე კი 15 სექტემბრის ჩათვლით ხმის მიცემის პროცესი ონლაინ გაიმართება. 

მთავარი ჯილდოს მოსაპოვებელ კონკურსში საზოგადოების ჩართვის და პროცესის გააქტიურების მიზნით კამპანია „საყდრისის კომიტეტმა“ წამოიწყო, რომლის სახელწოდებაა „ჩემი ხმა მუცოს". 

ორგანიზაცია სექტემბრის ჩათვლით ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებს აანონსებს. 

მანამდე ავრცელებს ელექტრონულ მისამართს და ხმის მიცემის წესებს, რომელიც ამ ლინკზე გადასვლის შემთხვევაში მოქმედებს. 

ხმის მიცემა ➡ https://vote.europanostra.org/

ხმის მიცემის პროცედურა:
✅ ხმა უნდა მისცეთ სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ 3 სხვადასხვა პროექტს;
✅ პირველად ხმა მიეცით მუცოს პროექტს. ამ შემთხვევაში ის შეფასდება 3 ქულით. თქვენს მიერ შერჩეული მეორე პროექტი მიიღებს 2 ქულას, ხოლო მესამე - 1 ქულას;
✅ თქვენი არჩევანის გაგზავნამდე სპეციალურ ველში შეავსეთ სათანადო მონაცემები. 
✅ ხმის მიცემისას შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი თქვენი რჩეული პროექტის შესახებ.
✅ ხმის მიცემის შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას, რომელიც უნდა დადასტურდეს. (შეტყობინება შამოწმეთ"spam"-ის ველშიც;
✅ხმის მიცემის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 სექტემბერი;
✅ ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.