ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

გვასალია

ტაბლოიდი 1715295370

რა არის ცნობილი გურამ გვასალიას რჩეულზე, რომლის განსხვავებულმა ჩაცმულობამ მსოფლიო პრესა აალაპარაკა

ბოლო დღეების განმავლობაში, გურამ გვასალიას და Doja Cat-ის ერთად გამოჩენამ მსოფლიო პრესა აალაპარაკა.ამალა რატნა ზანდილე დლამინი, სასცენო სახელით Doja Cat-ი დაიბადა 1995 წლის 21 ოქტომბერს მხატვრების ოჯახში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, ტარზანას სამეზობლოში.დედა, დებორა ელიზაბეტ სოიერი, ებრაელ-ამერიკელი მხატვარია. მისი მამა, დუმისანი დლამინი, არის სამხრეთაფრიკელი მსახიობი, კომპოზიტორი და ზულუს ეთნიკური ჯგუფის კინოპროდიუსერი, რომელიც ცნობილია 1992 წლის მუსიკალურ ფილმში "სარაფინა" მონაწილეობით. Doja Cat-ის თქმით, მას ბავშვობაში ხშირად ვერ ხედავდა.მამამისმა უარყო ეს პრეტენზია და აღნიშნა, რომ მას "ჯანმრთელი" ურთიერთობა აქვს ქალიშვილთან. დაბადებიდან მალევე, დლამინი და მისი დედა საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდნენ, სადაც ხუთი წელი იცხოვრეს. მოგვიანებით მისი ოჯახი დაბრუნდა კალიფორნიაში, მუხის პარკში, სადაც დედამ იგი ბავშვობაში ჩააბარა ბალეტის, ონკანისა და ჯაზის გაკვეთილებზე. შემდეგ მისი ოჯახი გადავიდა ლოს-ანჯელესის შერმან ოუკსის სამეზობლოში, როდესაც ის 11 წლის იყო, სადაც ისინი აშრამში ცხოვრობდნენ და ინდუიზმს იყენებდნენ ოთხი წლის განმავლობაში.მას სჯეროდა, რომ სკოლაში ინტერესი აღარ ჰქონდა, სამაგიეროდ, ცეკვა უყვარდა. ბრეიქინდის ცეკვის გავლის შემდეგ, იგი შეუერთდა პოპ-ლოკინგის პროფესიონალურ ჯგუფს, რომელთანაც იგი მონაწილეობდა საცეკვაო ბრძოლებში მთელ ლოს-ანჯელესში, ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლის დროს. ის ასევე ხშირად ტოვებდა სკოლას, რომ მონაწილეობა მიეღო ონლაინსასაუბრო ოთახებში. საბოლოოდ მან საშუალო სკოლა 16 წლის ასაკში მიატოვა.Doja Cat ნომინირებულია სამ "გრემის" პრემიაზე და აქვს ორი ამერიკული მუსიკალური პრემია.

სოფი ნურაშვილი

ტაბლოიდი 1715295046

„ყოველ დღე მირეკავდა, ვსაუბრობდით... შეხვედრა უცნაურ ადგილას დამინიშნა...“ - რას ჰყვება სოფი ნურაშვილი

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, სოფი ნურაშვილი ერთ-ერთ პაემანს იხსენებს, რომელიც არც ისე სასიამოვნოდ დასრულდა.„მირეკავდა ყოველ დღე, ვსაუბრობდით აბსოლუტურად ყველაფერზე... შეხვედრის დღეც მოვიდა, სამი საათი ვიკეთებდი მაკიაჟს... უცნაურ ადგილას დამინიშნა შეხვედრა, არც კი გამომიარა... არ გამომიარა კი არა, მე ვიყავი ეგეთი, არ ვაწვალებ, ისე გავალ მეთქი. სადღაც პარკში შევხვდი. ტაქსით წავედი. გამარჯობის ნაცვლად, პირველივე დანახვაზე მისი რეაქცია ასეთი იყო - შენ ფოტოშოპს იყენებდიო?! რანაირად ვიყენებდი ფოტოშოპს, ვიდეო კამერით ვსაუბრობდით-მეთქი... იმაზე მსუქანი ხარ, ვიდრე კამერაში ჩანდიო... ენა გადავყლაპე... ახლა „სთორებში“ მიზის 24/7-ზე. გამარჯობას გამარჯობაზე მწერს, დილა მშვიდობისას - დილა მშვიდობისაზე... მერე მე მივწერე, ფოტოშოპს ხომ არ მხარობ-მეთქი... “ - იხსენებს სოფი ნურაშვილი.

აშშ- პოლიცია

მსოფლიო 1715294932

დააკავეს დედა, რომელმაც 6 წლის შვილი არხში ჩააგდო - ბავშვი ნიანგების მიერ ნახევრად შეჭმული იყო (უცხოეთი)

ინდოეთში დააკავეს წყვილი, რომელმაც 6 წლის ბავშვი არხში ჩააგდო. როგორც უცხოური მედია წერს, 6 წლის ბიჭს სმენისა და მეტყველების პრობლემები ჰქონდა. როდესაც ცხედარი აღმოაჩინეს, ის ნიანგის მიერ ნახევრად შეჭმული იყო.გამოცემის ცნობით, შაბათს წყვილმა იჩხუბა, რადგან მამაკაცი ცოლს ადანაშაულებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის გაჩენაში. დედამ კი შვილი არხში ჩააგდო, რომელიც ცნობილი იყო ნიანგების სიმრავლით.მას შემდეგ, რაც მეზობლებმა ამბავი პოლიციას შეატყობინეს, მშობლების სახლში ხანმოკლე ჩხრეკა ჩატარდა. ძებნა განახლდა კვირა დილით, როდესაც პოლიციამ იპოვა ვინოდის ცხედარი რამდენიმე ნაკბენის კვალით და დაკარგული ხელით.„ჩემი ქმარია პასუხისმგებელი. ის სულ ამბობდა, რომ ბავშვი უნდა მომკვდარიყო", - განუცხადა სავიტრიმ ჟურნალისტებს.

ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი 1715294535

გაიგეთ, რა გელოდებათ დღეს - პროგნოზი ყველა ნიშნისთვის

ვერძიმოსალოდნელია იმედგაცრუებები ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, ის რაც უკვე თქვენი გეგონათ, შესაძლოა, თავიდან გახდეს მოსაპოვებელი. იყავით დაკვირვებული და შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა.კუროიყავით წინდახედული და ნუ დაარღვევთ მიღებულ ნორმებს, დაზოგეთ თქვენი ძალები და ახალ პროექტზე მუშაობის შემთხვევაში, მეტი თავდაჯერებულობისა და საქმეში წარმატებისთვის, სასურველია, რჩევა ჰკითხოთ უფრო კომპეტენტურ ადამიანებს.ტყუპებიმეტი ყურადღება გამოიჩინეთ ერთობლივ პროექტებთან და პარტნიორებთან დაკავშირებით, რათა მათ მიერ დაშვებულმა შეცდომებმა, ან სტრატეგიამ საფრთხე არ შეუქმნას თქვენი გეგმების რეალიზებას.კირჩხიბიმიუხედავად დაძაბული და კონფლიქტური ვითარებისა, თქვენ შეძლებთ, წარმატებით გადალახოთ სიძნელეები და ამასთან, იპოვოთ საუკეთესო გზა კონკურენტების ჩამოსაშორებლად.ლომითავდაჯერებულობა და საკუთარი ძალების რწმენა დაგეხმარებათ, მიიღოთ სასურველი შედეგები და მყარად დაიკავოთ ლიდერის პოზიცია კოლეგებს შორის, ამასთან, მოიპოვოთ მათი კეთილგანწყობაც.ქალწულიშეეცადეთ, სწორად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და შეინარჩუნოთ ის, რასაც უკვე მიაღწიეთ. ახლა კარგს არაფერს მოგიტანთ სხვების მიბაძვა და არარეალურზე ოცნება. სჯობს, იფიქროთ სტაბილურობაზე და დაისახოთ რეალური მიზნები.სასწორიშესაძლოა, დაგავალონ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზება და საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ, თქვენი იდეები გარშემომყოფების დაინტერესებას გამოიწვევს.მორიელიმკაფიოდ და ნათლად ჩამოაყალიბეთ თქვენი მიზნები, მოლაპარაკებებსა თუ ურთიერთობების დროს და შეეცადეთ, არ გადაუხვიოთ თქვენი არჩეული გზიდან. ენდეთ საკუთარ თავს და არა სხვათა რჩევებს.მშვილდოსანიშესაძლებლობა გექნებათ, ახალი ძალებით დაიწყოთ, ან განაახლოთ მნიშვნელოვანი საქმე. ყველაფერი კარგად გაიაზრეთ და თუ დარწმუნდებით საკუთარი გადაწყვეტილებების სისწორეში, გაბედულად იმოქმედეთ.თხის რქაგაგიჭირდებათ სიტუაციის ობიექტურად შეფასება. გაუთვლელმა სიტუაციამ შესაძლოა, თავგზა აგირიოთ, მით უმეტეს, გაგიჭირდებათ მოსალოდნელი შედეგების პროგნოზის გაკეთება. სჯობს, მოიფიქროთ ალტერნატიული გზები მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.მერწყულინუ წამოიწყებთ მნიშვნელოვან საქმეებს, რომლებიც ყურადღების კონცენტრირებას საჭიროებენ და ნუ დაუპირისპირდებით არაკეთილმოსურნეებს. სასურველია, იზრუნოთ თქვენს ფსიქოემოციურ სიჯანსაღეზე.თევზებიდაიცავით თქვენი უფლებები და გაუგებრობების შემთხვევაში, პირდაპირ დააფიქსირეთ თქვენი სათქმელი და პოზიცია, თუმცა, ყოველმხრივ შეეცადეთ, თავიდან აირიდოთ კონფლიქტი და აურზაური.

ამინდი

საზოგადოება 1715293465

ამინდი მკვეთრად იცვლება

სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი „რუსთავი 2-თან“ საუბრისას აცხადებს, რომ 13-14 მაისამდე უმეტესად წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.„ხვალ და ზეგ თბილისში კარგი ამინდია, შემდეგ ისევ იცვლება, მერე ერთი დღით გამოიდარებს, 8-9 მაისს უნალექო ამინდი მოსალოდნელი, 10-ში წვიმაა, 11-ში გამოიდარებს და 12-13-ში ისევ იწვიმებს. დასავლეთშიც ქარია მოსალოდნელი“, - აცხადებს სინოპტიკოსი.მისივე თქმით, უქმე დღეებში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება როგორც დასავლეთით, ასევე აღმოსავლეთით. ქარი გაძლიერდება, ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი.„12-13 მაისს მთელი საქართველოს ტერიტორიისთვის უამინდობაა. მაგალითად, გუშინდელ დღემდე, დასავლეთში ტემპერატურა +15-20 გრადუსის ფარგლებში იყო, ახლა, მოიმატებს +28-30-მდე, მაგალითად აჭარაში. თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში +20-25-ის ფარგლებში დაფიქსირდება.არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება 15 მაისამდე“ - ამბობს სინოპტიკოსი.