მაყურებელმა საშინელი კადრები გადაიღო - გაბრაზებულმა ხარმა ტორეადორი რქებზე წამოიცვა

20:34 06-11-2019
1057

მაყურებელმა გადაიღო მომენტი, როცა გაშმაგებული ხარი ტორეადორს თავს დაესხა. რომან კოლიადო მიწაზე დაეცა, რის შემდეგაც ხარი მას რქებით მიეჭრა.

შედეგად მამაკაცმა ღრმა ჭრილობა მიიღო, რაც არტერიას შეეხო. ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. მომხდარის შესახებ Daily Mail-ი წერს.

კოლიადოს საშველად სამი ტორეადორი მიეჭრა, რომლებიც ცდილობდნენ ის ხარისგან გაერიდებინათ.

დაშავებული სწრაფად გაიყვანეს არენიდან. მას ქირურგიული ჩარევა ორჯერ დასჭირდა.