სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგოს გარადაცვალებაზე ახალი დეტალები გაირკვა

10:54 06-06-2019
1041

ნიდერლანდებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგონას გარდაცვალების მიზეზი ევთანაზია არ ყოფილა. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

ადგილობრივი გამოცემა „გელდერლანდერის“ რეპორტიორის, პოლ ბოლვერკის ინფორმაციით, 17 წლის გოგონამ კლინიკას ევთანაზიის თხოვნით მიმართა, თუმცა მათგან უარი მიიღო.

„გოგო საკუთარ სახლში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც წყლისა და საკვების მიღებაზე უარი განაცხადა. ხოლო მშობლებმა და ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ გოგონას საკვებს იძულების წესით არ მისცემენ და სამედიცინო დახმარებას მისი ნების საწინააღდმეგოდ არ გაუწევენ“,- განაცხადა ბოლვერკმა.

ბოლვერკი მოზარდის საქმეს ყურადღებით აკვირდებოდა და 17 წლის ნოა პოტჰოვენის მშობლებსაც არაერთხელ ესაუბრა.

ნოა პირველად სექსუალური შევიწროების მსხვერპლი 11 წლისა გახდა, 14 წლისა კი ორმა კაცმა გააუპატიურა. მომხდარის შესახებ მან მშობლებს არაფერი უამბო. სიმართლე კი მოგვიანებით, მის ბიოგრაფიულ წიგნში „გამარჯვება ან სწავლა“ გაირკვა.

მას სერიოზული ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. ამას თან დაერთო ანორექსიაც. მოზარდი გოგოს როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობა შეირყა.

როგორც ცნობილიასიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გოგომ instagram-ზე გამოაქვყნა პოსტისადაც წერდარომ ის რამდენიმე დღეში მოკვდებოდა.

ვსუნთქავ, მაგრამ აღარ ვცოცხლობ“ - წერდა ნოა.

კანონის მიხედვით, ევთანაზიად ითვლება პროცესი, როდესაც პაციენტს ექიმი აძლევს წამალს, რაც მის სიკვდილს იწვევს.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ევთანაზიით გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია წამყვანმა ამერიკულმა და ევროპულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. მათ შორის იყო „ევრონიუსიც“.

ავტორი: ნინი ტაველიძე