ვიდეოები

1714111122

VIDEO: „გოგოა, თუ ბიჭი” – ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ბედნიერ მომენტებს გვიზიარებენ

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე შვილს ელოდებიან.წყვილმა მეგობრები და ახლობლები გამოკითხა, თუ რას ფიქრობენ გოგოა თუ ბიჭი.კადრები ბედნიერებით არის სავსე და დადებით განწყობას გვიქმნის.ცნობისთვის, წყვილს ერთი შვილი ანნა სულაბერიძე ჰყავს.            View this post on Instagram                       A post shared by Noe Sulaberidze (@noesulaberidze)

ნოე და ჯანეტი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

Euractiv - ევროპარლამენტის ივნისის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჯაშუშობისა და უცხოური ჩარევის ბრალდებებმა "დატბორა" ევროპარლამენტის ბოლო პლენარული სესია

პოლიტიკა 1714116497

Euractiv - ევროპარლამენტის ივნისის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჯაშუშობისა და უცხოური ჩარევის ბრალდებებმა "დატბორა" ევროპარლამენტის ბოლო პლენარული სესია

ჯაშუშობისა და საგარეო ჩარევის სკანდალები, ევროკავშირის არჩევნებამდე, საჯარო დებატებს იწვევს, - ამის შესახებ Euractiv წერს."ევროპარლამენტის ივნისის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჯაშუშობისა და უცხოური ჩარევის ბრალდებებმა "დატბორა" ევროპარლამენტის ბოლო პლენარული სესია. "კატარგეიტმა", "რაშაგეიტმა", და ახლა უკვე "ჩაინაგეიტმა", შეძრეს ევროპარლამენტის ბოლო პლენარული სესია და ევროპარლამენტარებს შორის მცირე პანიკაც დათესეს", - წერს Euractiv.ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის ეთიკის ორგანოს შექმნას. როგორც ევროპარლამენტარები განმარტავენ, დოკუმენტის მიზანი არჩეული ან დანიშნული პირების მხრიდან სამართალდარღვევების აღკვეთაა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1714115801

ევროპარლამენტში რამდენიმე დეპუტატს ქართველი ხალხის მიმართ პირადი ვენდეტა აქვს, რეზოლუცია არის პოლიტიკური განაცხადი და სხვა არაფერი - პაპუაშვილი

ჩვენი მოსახლეობა შეჩვეულია, რომ ევროპარლამენტში არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც კრიმინალის გვერდში დგება და ბრიფინგებს ატარებს, მიხეილ სააკაშვილს იღებდნენ თავისთან ოთახებში, წაახალისეს მისი შემოპარვა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.მისი თქმით, ევროპარლამენტის გარკვეული დეპუტატების მხრიდან  საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერებასთან.პაპუაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკური განაცხადი და სხვა არაფერი.„რაც შეეხება ამ რეზოლუციას, მგონი, ჩვენი მოსახლეობა შეჩვეულია, რომ ევროპარლამენტში არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც კრიმინალის გვერდში დგება და ბრიფინგებს ატარებს, მიხეილ სააკაშვილს იღებდა თავისთან ოთახებში, წაახალისა მისი შემოპარვა საქართველოში. ფაქტობრივად, გასწირეს ქართველი ხალხი დაპირისპირებისთვის ზუსტად ამ ევროპარლამენტარებმა, რომლებსაც ვხედავთ ტელეეკრანებზე. ეს ის პარლამენტარები არიან, რომლებიც შემდეგ ამერიკაში ლობისტების რეესტრში აღმოჩნდნენ, რომ ამერიკელი ლობისტები ამზადებენ რეზოლუციის ტექსტებს მათთვის. ჩანს პირდაპირ, რომ აქ ევროპარლამენტის გარკვეული დეპუტატების მხრიდან საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერებასთან. რაც შეეხება რეზოლუციას, ეს არის პოლიტიკური განაცხადი და სხვა არაფერი. ჩვენ ასეთი ჩანაწერები ადრეც გვქონდა, როგორც დასანქცირებაზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, არაფერი ამ მხრივ აქ სიახლე არ არის. არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც აქვს პირადი დამოკიდებულება და პირადი ვენდეტა ქართველი ხალხის მიმართ და ბოლო რამდენიმე კვირა, რაც დარჩენილი აქვთ ევროპარლამენტში, ცდილობენ გამოიყენონ, რათა თავს დაესხან ქართველ ხალხს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, სამწუხარო არის ის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გამოყენებულია იარაღად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსის, ამ შემთხვევაში დეპუტატის მხრიდან.„ეს უპირველეს ყოვლისა აზიანებს თავად ევროკავშირს, ევროკავშირის პრესტიჟს ქართველი ხალხის თვალში, ვინაიდან როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული ინსტიტუცია თავს ესხმის ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, ეს იწვევს ნეგატივს ჩვენს მოსახლეობაში და აზიანებს თავად ევროკავშირის სახელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩიდან - სოფელ მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტაცია უტარდება

რეგიონი 1714115661

ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩიდან - სოფელ მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტაცია უტარდება

ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით, იაკობ შემოქმედელის ქუჩიდან - სოფელ მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტაცია უტარდება.მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.„ვასრულებთ კიდევ ერთ პირობას, რომელიც საზოგადოებას მივეცით - ვაკეთებთ ი. შემოქმედელის ქუჩიდან - სოფ. მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზის სრულ რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 1 500 მეტრი სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 853 534 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის ივნისის თვეში დასრულდება. მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა მერმა. 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 250-მდე წარმომადგენელი გადაამზადა

საზოგადოება 1714115187

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 250-მდე წარმომადგენელი გადაამზადა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტრენინგებს აგრძელებს. ”პირველი  დახმარება“-სასწავლო კურსი ტურიზმის სექტორის 250-მე წარმომადგენლისათვის გაიმართა.  ტრენინგში გიდები, ტუროპერატორები, სასტუმროების თანამშრომლები და ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირები მონაწილეობდნენ.სასწავლო კურსი თბილისში, გორში, კასპში, ქუთაისში, ყვარელში, ამბროლაურში, ზუგდიდში, ახალციხესა და მესტიაში ჩატარდა.ტრენინგის ყველა მონაწილეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სერტიფიკატი გადაეცა.„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით წითელი ჯვარი ატარებს პირველი დახმარების ტრენინგს, ჩვენი მიზანია ვასწავლოთ მონაწილეებს თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. პირველი დახმარების ცოდნა აუცილებელია როგორც ტურიზმის სექტორისთვის, ასევე ნებისმიერი მოქალაქისთვის“,-აცხადებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელი ირაკლი წურწუმია.„როდესაც ადამიანს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება თითოეული წამი მნიშვნელოვანია, შესაბამისად აუცილებელია ვიცოდეთ რა მანიპულაციები უნდა ჩავატაროთ, რომ ადამიანს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე. ეს ტრენინგი სასიცოცხლოდ აუცილებელია ვინც ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიაშია, რადგან ჩვენ ყოველდღე ძალიან ბევრ ადამიანთან გვიწევს შეხება. ძალიან მოხარული ვარ რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ამ ტრენინგს ვესწრები. ძალიან ხშირად ადმინისტრაციის მიერ ტარდება ისეთი კურსები, რომელიც გვჭირდება ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს“,-ამბობს ტრენინგის მონაწილე ნათია გოგუაძე.ტრენინგი შემდეგ თემატიკას მოიცავდა:პირველი დახმარების ძირითადი პრინციპები და პირადი უსაფრთხოება.პირველი დახმარება გულის გაჩერების დროს (გულ-ფილტვის რეანიმაცია).პირველი დახმარება უცხო სხეულების გადაცდენის დროს სასუნთქ გზებში.პირველი დახმარება ჭრილობის (მათ შორის დამწვრობის და ნაკბენების დროს - კონტექსტიდან გამომდინარე).პირველი დახმარება სისხლდენის დროს.პირველი დახმარება სხეულის დაზიანების დროს და დაზარალებულის გადაყვანა (გადაადგილება უსაფრთხოდ).სხვა გადაუდებელი მდგომარეობები (გულის წასვლა, გულყრა, ზედოზირება/მოწამვლა და სხვ.)

რადოსლავ სიკორსკი

ომი უკრაინაში 1714114502

პუტინს შეუძლია, უკრაინაში დაწყებული ომი ხუთ წუთში დაასრულოს - რადოსლავ სიკორსკი

ვლადიმერ პუტინს შეუძლია, უკრაინაში დაწყებული ომი ხუთ წუთში დაასრულოს, რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან ერთი სატელეფონო ზარით, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ სეიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ერთ-ერთმა პოლონელმა პარლამენტარმა ჰკითხა სიკორსკის, აქვს თუ არა პოლონეთს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების სცენარები?„დიახ, ეს შეიძლება, მოხდეს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ე.წ. მშვიდობის ფორმულის შესაბამისად“,- განაცხადა სიკორსკიმ.ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია ომის დასრულება ხუთ წუთში, ერთი სატელეფონო ზარით შოიგუსთან სიტყვებით: „ჩვენ გაგვყავს ჯარები უკრაინიდან“.„სამწუხაროდ, უკრაინა ომს ერთი სატელეფონო ზარით ვერ დაასრულებს, ეს არის დიდი განსხვავება“, – განაცხადა სიკორსკიმ.სეიმში სიტყვით გამოსვლისას სიკორსკიმ აღნიშნა, რომ რუსი ლიდერები და პროპაგანდისტები ცდილობენ პოლონეთსა და უკრაინელებს შორის კონფლიქტის პროვოცირებას.