ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

  ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სრულდება

დედაქალაქი 1714733238

ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სრულდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.  პროექტის მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. მისი თქმით, დედაქალაქში მსგავსი მასშტაბის სამანქანო ხიდის მშენებლობის პროექტი საბჭოთა კავშირის შემდეგ არ განხორციელებულა.  „ეს იქნება ორზოლიანი გზა. ასევე, მოეწყობა ტროტუარი და საველოსიპედე ბილიკი. ხიდის ერთ მხარეს ასფალტის ქვედა ფენები დაგებულია, მიმდინარეობს საიზოლაციო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ყველა მასალა, რაც გამოყენებულია მშენებლობისას საქართველოშია ნაწარმოები”, - განაცხადა კახა კალაძემ. ამჟამად, ხიდზე დასრულებულია რკინა-ბეტონის ფილებისა და სადეფორმაციო ნაკერების მოწყობა. მონტაჟდება გარე განათების ქსელიც, ხოლო ხიდის სავალ ნაწილზე დაწყებულია ასფალტის საფარის დაგება. აღნიშნული სამუშაოები მაისის ბოლომდე დასრულდება. ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე იმყოფებოდნენ.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1714732559

ჩვენ თუ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტით ჩასვლა ვაშინგტონში დათქმებით, არ არის სწორი დამოკიდებულება - კახა კალაძე

„არავისთან ურთიერთობის გაწყვეტა  არ გვინდა, ჩვენ გვინდა სამართლიანი მიდგომები,  ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ორმაგი სტანდარტი კატეგორიულად მიუღებელია“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას  იმასთან  დაკავშირებით, ხომ არ გადაიხედება საქართველოს ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობა ამერიკის ელჩის განცხადების შემდეგ, რომელიც პრემიერის ვაშინგტონში  ვიზიტის გაუქმებას მოჰყვა.   კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება  ყოველთვის მზად არის პარტნიორობისა და მეგობრობისთვის, თუმცა ეს პროცესი უნდა იყოს ორმხრივი.  „მზად ვართ მეგობრობისთვის, მზად ვართ პარტნიორობისთვის და არაერთხელ დაგვიდასტურებია, რომ საქართველო არის საიმედო პარტნიორი და საიმედო მეგობარი ქვეყანა. ეს არის  ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ იგი ცალმხრივი ვერ იქნება, იგივე გვინდა მეორე მხარისგანაც დავინახოთ და ვიგრძნოთ. დღეს არავინ ეწევა დასავლეთის დისკრედიტაციას  და თუნდაც ამერიკის დისკრედიტაციას ისე, როგორც მსგავსი განცხადებები და ის კონკრეტული სამარცხვინო ევროპარლამენტარები,  რა განცხადებებსაც აკეთებენ. ეს ძალიან მძიმეა საზოგადოებისთვის, რადგან ყველა ხედავს ორმაგ სტანდარტს. დღეს ხომ შეუძლებელია რაღაცა დამალო. როდესაც სხვა ქვეყნისთვის რაღაც მისაღებია და შენ გიკრძალავენ ამას, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. როდესაც თეთრზე გეუბნებიან, შავიაო, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ხალხი სულელი არაა, ყველაფერს ხვდება, აანალიზებს და სწორი დასკვნებიც გამოაქვს. ჩვენ არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებთ. როდესაც აღნიშნულ კანონპროექტზე ვამბობთ, რომ  გვითხარით, რა გვაქვს პრობლემური და არ არის არგუმენტი, რატომ ეწინააღმდეგება ეს კანონი ევროპულ ღირებულებებს, მათ არგუმენტი არ აქვთ. არ უნდათ, მოხდეს გასაჯაროება  იმ ფაქტების, თუ ვინ აფინანსებს ექსტრემიზმს, რევოლუციის მცდელობას და დაპირისპირებას. შეამცირე პოლარიზაციაო, გვეუბნებიან ერთი მხრივ და მეორე მხრივ, აფინანსებენ პოლარიზაციას ეს ფონდები, რაც არ არის სწორი და ლამაზი. ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ არის მტერი და ვინ - მოყვარე. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველო უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ინტერესი, სუვერენიტეტის გაძლიერება და გარე გავლენის შემცირება. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1714732420

შეიძლება პოლიტიკოსი ვიყო, შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები მქონდეს, მაგრამ არ გაქვთ უფლება შეურაცხყოფა მომაყენოთ - კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე მიულოცა და გუშინ, მედიასაშუალების წარმომადგენელთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მედიის შეკითხვას უპასუხა. კახა კალაძის თქმით, ჟურნალისტი არ უნდა აყენებდეს რესპონდენტს შეურაცხყოფას, განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად.  „დღეს არის პრესის საერთაშორისო დღე. პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ. თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ ნიშნავს, ადამიანს მიაყენო შეურაცხყოფა და უწოდო უტიფარი. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ერთმანეთს ამ ტერმინოლოგიით მივმართოთ. შეიძლება პოლიტიკოსი ვიყო, შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები მქონდეს, მაგრამ არ გაქვთ უფლება, ელემენტარული ურთიერთობიდან გამომდინარე, შეურაცხყოფა მომაყენოთ ან მე, ან სხვა კონკრეტულ პოლიტიკოსს.  შეურაცხყოფა მომაყენონ და მე თავი დაგიხაროთ?! როდესაც ადამიანს ეუბნებით, რომ უტიფრად იტყუება, მე თქვენ არ გაკადრებთ ასეთ რამეს. შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები. რამდენჯერ ყოფილა, რომ „TV პირველთან“ შევსულვარ პოლემიკაში, მაგრამ არასდროს არ გვიკადრებია ერთმანეთისთვის მსგავსი შეურაცხყოფა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არავისთვის არასდროს მიკადრებია, თავს დავსხმოდი, შეურაცხყოფა მიმეყენებინა, ყოველთვის ვარ თავდაცვის რეჟიმში. ამიტომ, თუ იქნება ჩემს მიმართ შეურაცხყოფა, მერწმუნეთ, რომ იგივეს დაგიბრუნებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

კახა კალაძე

პოლიტიკა 1714732269

გვესმის, ადამიანების გაბრაზების, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყოველგვარი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და აქციების დროს თავი ყველამ უნდა შეიკავოს.  როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, გუშინდელი აქციის გამო დედაქალაქის ქუჩების ჩაკეტვამ მოქალაქეების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. „ძალიან ბევრი ფაქტი ვიხილეთ გაბრაზებული მოსახლეობის, რომელიც ქალაქის ქუჩებში გადაადგილებას ცდილობდა. ცხადია, ვიღაცას რაღაც პრობლემა, საჭიროება აქვს, სადღაც მიიჩქარის. გვესმის, ადამიანების გაბრაზების, თუმცა ყველა უნდა ვეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს. არანაირი ძალადობა არასდროს არ არის მისაღები - არც ფიზიკური, არც ფსიქოლოგიური. კატეგორიულად მიუღებელია ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: დაპირისპირების ძალიან ბევრი ფაქტი იყო. როდესაც სადღაც ბავშვი მიგყავს, გეჩქარება, ასევე, მოვისმინე, რომ ერთი სიმსივნით დაავადებული ადამიანი წამლის გასაკეთებლად მიდიოდა, არ უშვებდნენ - მძიმეა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, და მესმის იმ მოქალაქეების პროტესტი, რომლებიც ამ ყველაფერთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.  მისივე თქმით, ქვეყანაში სიტყვის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. 

კახა კალაძე

პოლიტიკა 1714732131

მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“, ამ ქართულ კანონს კი, აუცილებლად მივიღებთ - კახა კალაძე სპორტსმენების მოწოდებებზე

 დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე და განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ კანონებს არასდროს მიიღებს. ასევე, მან ისაუბრა სპორტსმენების, მათ შორის, ფეხბურთელების ნაწილის მოწოდებებზეც და აღნიშნა, რომ ეს არის ქართული კანონი, რომელიც აუცილებლად იქნება მიღებული. „მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“. რა თქმა უნდა, რუსული კანონები საქართველოში არასდროს მიღებულა და არც არასდროს მიიღება. აღნიშნული გამჭვირვალობის კანონი კი, არის სუფთა ქართული კანონი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და ხვალინდელ დღეს იცავს. ეს კანონი აუცილებლად იქნება მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.