ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

კვარაა

სპორტი 1715157637

როგორია კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - უახლესი ცნობები „ნაპოლიდან“

იტალიური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ მინდორზე ინდივიდუალურად ივარჯიშა, გუნდურ სავარჯიშო პროცესში არ მონაწილეობდა.ცნობისთვის, კვარაცხელიამ მარცხენა ბარძაყის კუნთის დაჭიმულობის გამო 6 მაისს "უდინეზესთან" თამაში ვერ შეძლო, მაგრამ დიდი ალბათობით, თავის გუნდს 11 მაისს „ბოლონიასთან“ საშინაო მატჩში დაეხმარება.

ვატო შაქარიშვილი 

პოლიტიკა 1715157293

კანადაში კრემლისგან შთაგონებულ კანონს იღებენ! გამჭვირვალობაც ახსენეს, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაც და უცხოური გავლენის გამტარებლების ერთიანი რეესტრიც - ერთად აღვუდგეთ წინ, კანადის გარუსებას! - ვატო შაქარიშვილი

საზოგადოებრივი მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი კანადის მთავრობის მიერ "უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის შესახებ" კანონპროექტის წარდგენას ეხმიანება.შაქარიშვილი ირონიულ მიმართვას ავრცელებს და აცხადებს მზადყოფნას, აშშ-ში გადაისხას სწრაფი რეაგირების დესანტი - ლომჯარია, გიგაური, ბუღაძე, ამაღლობელი და რაც მთავარია ლაზარე გრიგორიადისი. მან ასევე გარე აქტორებს მიმართა ამჯერად ერთად აღუდგნენ კანადის გარუსებას.„მეთიუ მილერ, რუსეთი მოგადგათ ამერიკის საზღვართან - კანადაში კრემლისგან შთაგონებულ კანონს იღებენ! გამჭვირვალობაც ახსენეს, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაც და უცხოური გავლენის გამტარებლების ერთიანი რეესტრიც! დღეს თუ არ იბრძოლეთ, ხვალ კანადელი ხალხი ჩელიაბინსკში გაიღვიძებს! სენატორებო ჯინ შაჰინ და ჯიმ რიშ, სასწრაფოდ კოლექტიური წერილია შესადგენი, დაანახეთ მსოფლიოს, რომ ღრმად ხართ შეშფოთებული კანადის დემოკრატიული კურსიდან გადახვევის გამო!USAID-მა სასწრაფოდ უნდა ჩაატაროს რევოლუციის მოსამზადებელი ტრეინინგები! კანადაში მიავლინეთ “კანვასი” და “ოტპორი!”გამოიძახეთ აკერმანის სული! ჩვენისმხრივ მზად ვართ, აშშ-ში გადმოვსხათ სწრაფი რეაგირების დესანტი - ლომჯარია, გიგაური, ბუღაძე, ამაღლობელი და რაც მთავარია ლაზარე გრიგორიადისი (თუ ძალიან გვთხოვთ მამამისსაც გამოვუშვებთ). ასევე, სპეციალური რეისით გამოვაგზავნით მოხალისე “ფერად ახალგაზრდებს,” მყეფარე ქალთა კვინტეტს - წითლიძე, ნაცვლიშვილი, აქუბარდია, სამადაშვილი, კორძაია! ყველაფრის მკადრებელი ელისაშვილიც კი არ დაგვენანება ამ საქმისთვის! ერთად აღვუდგეთ წინ, კანადის გარუსებას!“ - წერს შაქარიშვილი.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1715157210

„ევროპის დემოკრატიის ფონდი“ და „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ არ ასაჯაროებენ თავის ფინანსებს და არიან დამფინანსებლები იმ პარტიების, რომლებიც დღეს რადიკალურ დღის წესრიგს ახორციელებენ - შალვა პაპუაშვილი

სამწუხაროდ ზოგიერთს აქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ თავად არიან  იუპიტერები და საქართველო არის ხარი და იუპიტერისთვის რაც არის დასაშვები ქართველებისთვის და პატარა ერისთვის არ არის დასაშვები, რაც არის სამწუხარო მიდგომა. როდესაც ვხედავთ, რომ კანადაში  ინიციირება {კანონპროექტი „უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის შესახებ“} ხდება - სადმე ატყდა პანიკა ამასთან დაკავშირებით? ევროკავშირში მოხდა ინიციირება დირექტივის - სადმე ატყდა პანიკა ამასთან დაკავშირებით? აი განხილვაზე პანიკა არის კანადაში? არ არის და რატომ არის პანიკური სიტუაციის შექმნის სურვილი ზოგიერთი უცხოური აქტორის მხრიდან საქართველოში?  - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ,  შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით განაცხადა.პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ გარე აქტორების ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ საქმე ეხება ევროკავშირის და აშშ-ს  იმ თანხებს, რომლებიც ფარულად იხარჯება საქართველოში და რომლითაც ფინანსდებიან ის პარტიები,  რომლებიც დღეს რადიკალურ დღის წესრიგს ახორციელებენ.„ერთადერთი მიზანი არის ის, რომ აქ ინტერესია თავად აქტორებისა, ვინაიდან საქმე ეხება ევროკავშირის თანხებს, აშშ-ს თანხებს, რომლებიც ფარულად იხარჯება საქართველოში, რაც მე არაერთხელ მითქვამს მათთვისაც და ამაზე ვთანხმდებით სხვათა შორის ჩვენ პარტნიორებთან, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ და „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ არ ასაჯაროებენ თავის ფინანსებს და მალავენ, ამაზე ვთანხმდებით, არავინ ამას არ უარყოფს, რომ ეს არის დაფარული თანხები და აქ მეორე კითხვა წარმოიშვება - რა ტიპის ორგანიზაცია არის ეს ორი ორგანიზაცია, რომელიც უცხო ქვეყანაში ფარულად ხარჯავს ფულს. არ ვიცი რა კავშირი აქვს ამას დემოკრატიასთან, ეს უფრო სპეცსამსახურების მუშაობის სტილს ჰგავს, რაც უკვე სხვა კითხვებს აღძრავს ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, შემდეგ შემთხვევით ვიგებთ ხოლმე, რომ ეს ორგანიზაციები არიან დამფინანსებლები პარტიებისა, მათ შორის იმ პარტიების, რომლებიც დღეს რადიკალურ დღის წესრიგს ახორციელებენ და თუკი დავაკვირდებით, ვინ არიან ამ ძალადობრივი აქციების ორგანიზატორები, პარლამენტის თავდასხმის ორგანიზატორები ვინ არიან, ვინ მოუწოდებდნენ მშვიდობიან დემონსტრაციას, რომ პიკეტირება მომხდარიყო პარლამენტის და ამით ძალადობისკენ უბიძგა აქციის წევრებს, სხვადასხვა გადაადგილება კანცელარიასთან და ა.შ. რითაც უბიძგეს ასევე ძალადობისკენ აქციის წევრებს, თუკი ვნახავთ ორგანიზატორებს და ვინ არიან  ამისი ინსპირატორები ჩავეძიებით, აღმოვაჩენთ ხოლმე კვალს ზუსტად ამ ორი ფონდის „ევროპის დემოკრატიის ფონდისა“ და „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდისა“, - განაცხადა პაპუაშვილმა

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1715157105

სამწუხაროდ ზოგიერთს აქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ თავად არიან იუპიტერები და საქართველო არის ხარი და იუპიტერისთვის რაც არის დასაშვები ქართველებისთვის და პატარა ერისთვის არ არის დასაშვები, რაც არის სამწუხარო მიდგომა - შალვა პაპუაშვილი

სამწუხაროდ ზოგიერთს აქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ თავად არიან  იუპიტერები და საქართველო არის ხარი და იუპიტერისთვის რაც არის დასაშვები ქართველებისთვის და პატარა ერისთვის არ არის დასაშვები, რაც არის სამწუხარო მიდგომა. როდესაც ვხედავთ, რომ კანადაში  ინიციირება {კანონპროექტი „უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის შესახებ“} ხდება - სადმე ატყდა პანიკა ამასთან დაკავშირებით? ევროკავშირში მოხდა ინიციირება დირექტივის - სადმე ატყდა პანიკა ამასთან დაკავშირებით? აი განხილვაზე პანიკა არის კანადაში? არ არის და რატომ არის პანიკური სიტუაციის შექმნის სურვილი ზოგიერთი უცხოური აქტორის მხრიდან საქართველოში?  - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ,  შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით განაცხადა.პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ გარე აქტორების ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ საქმე ეხება ევროკავშირის და აშშ-ს  იმ თანხებს, რომლებიც ფარულად იხარჯება საქართველოში და რომლითაც ფინანსდებიან ის პარტიები,  რომლებიც დღეს რადიკალურ დღის წესრიგს ახორციელებენ.„ერთადერთი მიზანი არის ის, რომ აქ ინტერესია თავად აქტორებისა, ვინაიდან საქმე ეხება ევროკავშირის თანხებს, აშშ-ს თანხებს, რომლებიც ფარულად იხარჯება საქართველოში, რაც მე არაერთხელ მითქვამს მათთვისაც და ამაზე ვთანხმდებით სხვათა შორის ჩვენ პარტნიორებთან, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ და „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ არ ასაჯაროებენ თავის ფინანსებს და მალავენ, ამაზე ვთანხმდებით, არავინ ამას არ უარყოფს, რომ ეს არის დაფარული თანხები და აქ მეორე კითხვა წარმოიშვება - რა ტიპის ორგანიზაცია არის ეს ორი ორგანიზაცია, რომელიც უცხო ქვეყანაში ფარულად ხარჯავს ფულს. არ ვიცი რა კავშირი აქვს ამას დემოკრატიასთან, ეს უფრო სპეცსამსახურების მუშაობის სტილს ჰგავს, რაც უკვე სხვა კითხვებს აღძრავს ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, შემდეგ შემთხვევით ვიგებთ ხოლმე, რომ ეს ორგანიზაციები არიან დამფინანსებლები პარტიებისა, მათ შორის იმ პარტიების, რომლებიც დღეს რადიკალურ დღის წესრიგს ახორციელებენ და თუკი დავაკვირდებით, ვინ არიან ამ ძალადობრივი აქციების ორგანიზატორები, პარლამენტის თავდასხმის ორგანიზატორები ვინ არიან, ვინ მოუწოდებდნენ მშვიდობიან დემონსტრაციას, რომ პიკეტირება მომხდარიყო პარლამენტის და ამით ძალადობისკენ უბიძგა აქციის წევრებს, სხვადასხვა გადაადგილება კანცელარიასთან და ა.შ. რითაც უბიძგეს ასევე ძალადობისკენ აქციის წევრებს, თუკი ვნახავთ ორგანიზატორებს და ვინ არიან  ამისი ინსპირატორები ჩავეძიებით, აღმოვაჩენთ ხოლმე კვალს ზუსტად ამ ორი ფონდის „ევროპის დემოკრატიის ფონდისა“ და „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდისა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1715156829

ყველაფერი გამოაშკარავდება და ყველა ბოროტმოქმედს კანონი გასცემს პასუხს - გია აბაშიძე for.ge-ს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ჩანაწერზე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სააგენტო for.ge-ს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ჩანაწერს ეხმიანება, სადაც ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მისამართით.  სააგენტოს ინფორმაციით, სავარაუდო ფიგურანტი პირები ნიკა გვარამია, აკაკი მინაშვილი და ნიკა ფარულავა არიან.როგორც ანალიტიკოსი წერს, არაფერი დაიმალება, ყველაფერი გამოაშკარავდება და ყველა ბოროტმოქმედს კანონი გასცემს პასუხს.„გუშინ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთ-ერთი ქართველი თანამშრომელი უაზროდ მეჩხუბებოდა ჩემი პოზიციის გამო. ცხადია, მისნაირების ე.წ. არგუმენტები და ვითომ ზეწოლა ჩემზე ვერასდროს მოქმედებს. საინტერესოა, მისი ერთ-ერთი კერპის, ნიკა გვარამიას მის უფროსზე, პაველ ჰერჩინსკიზე გამონათქვამს როგორ მიიღებს? არაფერი დაიმალება, ყველაფერი გამოაშკარავდება და ყველა ბოროტმოქმედს კანონი გასცემს პასუხს.“-წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.