რა თანხის გადახდა მოუწევს მეპატრონეს ცხოველის რევაქცინაციის დროს

14:21 05-24-2019
182

სეზონის მოახლოებსთან ერთად თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ცხვოელთა რევაქცინაცია დაიწყო.

სააგენტოს უფროსის, ვახტანგ ლომჯარიას თქმით, მიუსაფარ ცხოველებს აცრა უფასოდ ჩაუტარდებათ.

„მიკედლებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ სააგენტოს, ჩვენ მივალთ ადგილზე და ცხოველს რევაქცინაციას უფასოდ ჩავუტარებთ. რაც შეეხება მეპატრონეებს, თუ ისინი ცხოველს სააგენტოში მოიყვანენ, აცრის ღირებულება 10 ლარი იქნება, ხოლო ადგიზლე მისვლით თანხა 23 ლარს შეადგენს“,-განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ცხოველების რევაქცინაცია მაისიდან დაიწყო.

ამასთან, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ მოქალაქეებს მიმართა სიფრთხილე გამოიჩინონ ცხოველების მიმართ, რადგან თბილისში ყველა ცხოველი დაცული არ არის. ამიტომ, ​სეზონიდან გამომდინარე ცოფთან დაკავშირებული რისკი იზრდება.

ავტორი: თეონა ყაჭიური