ჩემი მერობის პერიოდი იქნება ოქროს ხანა - რა დაპირებები გასცა რულოვსმა ზუგდიდელებისთვის

19:56 05-16-2019
822

მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდელებისთვის რამდენიმე დაპირება გასცა.

განმუხურში გამართულ ერთ-ერთ ბოლო წინასაარჩვენო შეხვედრაზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა განაცხადა, რომ მერად არჩევის შემთხვევაში ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდა თაობის განათლებაზე ზრუნვა იქნება. მან პირობა დადო, რომ ქალაქში ია კერზაიას სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, ასევე სამედიცინო კოლეჯი შეიქმნება. 

როლოვსი ასევე პირდება მოსახლეობას, რომ ბიუჯეტის პროექტის წარდგენამდე ის მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს და ინიციატივებს ადგილობრივებთან შეათანხმებს. ამასთან ამბობს, რომ საზოგადოების პოლიტიკური ნიშნით დაყოფას არ დაუშვებს. 

ხალხი იბრუნებს ძალაუფლებას და ეს იწყება ზუგდიდიდან. დავასრულოთ რეჟიმი „პასტით ხელში. ეს კალამი 19 მაისს იქნება ჩვენი მთავარი იარაღი. მოგიწოდებთ მშვიდად და დინჯად გააკეთოთ არჩევანი. ივანიშვილი კი დროულად ვერ დაიძინებს, ალბათ მთელი ღამე ინერვიულებს. მე როცა მერი გავხდები,- და აუცილებლად გავხდები, ფეოდალების ბედით აღარ დავინტერესდები. ჩემი მერობის პერიოდი იქნება ზუგდიდის ოქროს ხანა, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.