ფუმფულა ტაბურეტკები დაგვირიგეს... სადაც არ უნდა მოსცხო, ტკივილს ვერ იგრძნობს-რომან გოცირიძე

12:32 05-16-2019
92

17 მაისსთან დაკავშირებით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს: 

„17 მაისს ოჯახის სიწმინდის დასაცავად, რუსთაველზე ათასობით ქართველი ვაჟკაცი და მანდილოსანი გამოვა. როგორც ყოველთვის, იქ გამორჩეული ქართველი დეპუტატებიც იქნებიან. თუ მათ საქციელს პირველი გამოსვლისას ცოტათი სიველურის ელფერი დაჰკრავდა, უწმინდურებს ხის ტაბურეტკებს უშენდნენ სხეულზე, ახლა ამ იარაღს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ექნება-რბილი, ”ჰუმანური” ტაბურეტკებით იქნებიან შეიარაღებულები. სადაც არ უნდა მოსცხო, ტკივილს ვერ იგრძნობს. 
ნახეთ ფოტოზე, რა ლამაზი და ფუმფულა ტაბურეტკები დაგვირიგეს პარლამენტში. თეთრი, კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონებისთვისაა, დანარჩენი - ყველასი, - ამბობს გოცირიძე.

 17 მაისი - ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომელსაც მსოფლიოს 130 ქვეყანა 2004 წლიდან აღნიშნავს.

 2013-ში ლგბტ თემის წარმომადგენლების მცდელობას, აქცია ჩაეტარებინათ  სამღვდელოებისა და მოქალაქეების მხრიდან ძალადობრივი დაპირისპირება მოყვა. 

2014 წელს, საქართველოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა