Black Mirror მეხუთე სეზონის ტრეილერი დაიდო - სერიალში მაილი საირუსიც თამაშობს

15:25 05-15-2019
72

 პოპულარული სერიალის Black Mirror (შავი სარკე) მეხუთე სეზონის ტრეილერი ცოტა ხნის წინ დაიდო.

ვიდეოში ახალი სეზონის მსახიობები ჩანან და მათ შორის არის მომღერალი მაილი საირუსიც. იგი რამდენიმე კადრში ჩანს. მომღერალს სერიალში ვარდისფერი თმები აქვს.

ტრეილერის თანახმად, მეხუთე სეზონი 3 ისტორიას მოგვითხრობს. „შავი სარკის“ ახალი სერიები Netflix-ზე 5 ივნისიდან გამოჩნდება.

ავტორი: მარიამ გიგანი