„რა კარგი ყოფილა ცხიმები“ - თამო ვაშალომიძემ ოპერაციის შემდეგ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

11:23 05-15-2019
4

ლიპოფილინგის გაკეთების შემდეგ თამო ვაშალომიძემ ფოტოები გამოაქვეყნა.

ვაშალომიძის ფორმებს საბოლოო სახე ჯერ არ მიუღია, თუმცა უკვე შესანიშნავად გამოიყურება. მან სოციალურ ქსელში კახეთის ერთ-ერთი სასტუმროს საცურაო აუზზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„დაიწყე დამპლური თამაშები?“; „რა კარგი ყოფილა ცხიმები“ ... წერენ instagram-ზე ფოტომოდელს გამომწერები.

აუზის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, თამომ, „პრაიმტაიმს“ უთხრა, რომ ერთი ქართველი დიზაინერი თეთრეულის ხაზს უშვებს და მოლაპარაკების შემდეგ ახალ ფოტოებს აუცილებლად გამოაქვეყნებდა.

ვაშალომიძეს ლიპოსაქციის მეშვეობით სხვადასხვა ადგილიდან აღებული ცხიმით დუნდელები შეუვსეს.

„მთლად კარდაშიანების ზომის უკანალი არც მინდოდა. მე თვითონ საკმაოდ დიდი უკანალი მაქვს. უბრალოდ, გვერდები მქონდა ჩავარდნილი. ეს ნაწილები მოვამრგვალე და ამოვავსე“ - გვითხრა მაშინ თამომ.