როგორ აღმოვაჩინოთ კანის სიმსივნე - რა ფორმის ხალებს უნდა ვუფრთხილდეთ

14:49 05-14-2019
351

კანადელმა მედიკოსებმა დაასახელეს მთავარი ნიშნები კანის სიმსივნური დაავადების სიმპტომების შესახებ. ამის შესახებ MedicalXpress-ი წერს.

ამ დაავადების ყველაზე სახიფათო ფორმა მელანომაა, რომელიც უმეტესად სხეულის ისეთ ნაწილებზე ჩნდება, რომელიც მზის სხივებმა შეიძლება დააზიანონ. ამიტომაც, ღია ადგილების მეტად დაცვაა საჭირო.

დაავადება შესაძლოა ხელის გულებზეც გაჩნდეს, ამიტომაც ნებისმიერი საეჭვო ხალიც კი ექიმმა უნდა ნახოს. მეტი ყურადღებაა საჭირო, თუ ნახეთ, რომ ხალს ზედმეტად მუქი ფერი და უსწორმასწორო ზედაპირი აქვს, თან ზომაშიც იზრდება. განსაკუთრებით მაშინ უნდა ავტეხოთ განგაში, როცა ლაქები ქავილს იწვევს.