ქუთაისს ახალი ვიცე-მერი ჰყავს

20:59 05-05-2019
401

“პრაიმტაიმის” იმერეთის კორესპონდენტის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობას დავით ერემეიშვილი დაიკავებს. ვიცე-მერის თანამდებობაზე აღნიშნულ კანდიდატურას ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია ჟურნალისტებს ხვალ წარუდგენს.

დავით ერემეიშვილი წლების განმავლობაში საჯარო და კერძო სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა.ქუთაისის მესამე ვიცე-მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი იობაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე