ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

მეგან მარკლი

მსოფლიო 1715200685

მეგან მარკლის შოკის მომგვრელი გამოცხადება: „მე ვნახე დიანას აჩრდილი, მან მითხრა, რომ...“

 საინტერესო და დამაბნეველი ანეკდოტი თქვა კინსი სქოფილდმა, სამეფო ოჯახის ექსპერტმა, რომელმაც თავის პოდკასტში Outspoken Uncancelled-ზე დამაბნეველი აღმოჩენა გააკეთა: მეგან მარკლმა დაინახა დიანას მოჩვენება იოგას გაკვეთილზე და ესაუბრა კიდეც. სინამდვილეში, სხვა სუბიექტებმაც თქვეს, რომ დაინახეს ლედი დის აჩრდილი და ეს ისტორიები დაედო საფუძვლად დიანას მოჩვენების ლეგენდას.სქოფილდმა განმარტა, რომ მას სთხოვეს დაეტოვებინა საკამათო ეპიზოდი კონფიდენციალურად იმის გათვალისწინებით, რომ მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა ჩარლზის და კამილას საიდუმლო ვაჟის არსებობას, კვლავ მოდური გახდა. როგორც ჩანს, დედოფლის პლატინის იუბილეზე ვიღაცამ გაიგონა, რომ მეგანმა უთხრა პრინც ჰარის, რომ დედის მოჩვენება იოგას დროს გაიცნო და რომ მან უთხრა, რომ ძალიან ბედნიერი იყო მათი ურთიერთობით. ”მას ძალიან უხარია, რომ ჩვენ ერთად ვართ, ის ძალიან ბედნიერია ჩვენით და ყოველთვის შენთანაა. სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო“, – უთხრა მეგანმა.სქოფილდის თქმით, ამბავი მართალია და მარკლის მოწინააღმდეგეებს არ უჭირთ ამის დაჯერება. მართლაც, მათი აზრით, მარკლი გამოიყენებდა იმ უზარმაზარ გავლენას, რომელიც დიანას ჰქონდა ჰარიზე.კინსი ასევე საკმაოდ კრიტიკულად აფასებს მეგან მარკლის სამსახიობო უნარების გამოყენებას ჰარის გულში მოსახვედრად, დედისადმი მისი დიდი სიყვარულის გამოყენებით.მან იცოდა, რა სურდა, - აღნიშნა კინსიმ, -მეგანი ყოველთვის ეძებდა მამაკაცებს, რომლებიც აღიარებდნენ მას. ჰარიმდე მეგანი ფაქტობრივად ჯერ კინოპროდიუსერ ტრევორ ენგელსონზე იყო დაქორწინებული, შემდეგ კი იტალიელ-კანადელ შეფ კორი ვიტიელოსთან იყო დაკავშირებული.კინსიმ დაასრულა ხაზგასმით, თუ რამდენად შოკირებული იქნებოდა დიანა მისი შვილისა და მეუღლის საქციელით და როგორ დააზარალებდა მათ ოჯახს. მართლაც, ჟურნალისტს მიაჩნია, რომ დიანა ცოცხალი რომ ყოფილიყო, ისიც შეეწინააღმდეგებოდა შვილისა და მარკლის ქორწინებას. - წერს უცხოური მედია.

წმინდა გიორგის კარის ეკლესიის წინამძღვარი

პოლიტიკა 1715198490

VIDEO: „ბოროტი ის ბიჭი კი არ არის ვინც ეს ტექსტი წაიკითხა, ვინც გაუგზავნა ტელეფონით ეს ტექსტი, ვინც მართავს, ის არის“ – წმინდა გიორგის კარის ეკლესიის წინამძღვარი

„ბოროტი ის ბიჭი კი არ არის ვინც ეს ტექსტი წაიკითხა, ვინც გაუგზავნა ტელეფონით ეს ტექსტი, ვინც მართავს, ის არის... შეტევა ამ ბავშვებზე მიდის, რომ დაამახინჯონ და გაანადგურონ სულიერად, თორემ სარწმუნოებას ვინ რას დააკლებს?!...“ - ამის შესახებ წმინდა გიორგის კარის ეკლესიის წინამძღვარმა, ლევან ფირცხალაიშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ჰერმან საბო

პოლიტიკა 1715197914

VIDEO: იმისთვის, რომ საქართველომ ვერ შეასრულოს თავისი ვალდებულებები ევროპასთან, ამისთვის რკინიგზის გადაკეტვა არ არის საჭირო… - ჰერმან საბო

„არ მომისმენია ეს განცხადება, თუმცა, იმისთვის, რომ საქართველომ ვერ შეასრულოს თავისი ვალდებულებები ევროპასთან, ამისთვის რკინიგზის გადაკეტვა არ არის საჭირო...“ - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

salome ushxvani

ტაბლოიდი 1715197568

სალომე უშხვანი კლინიკაში გადაიყვანეს

„პრაიმ ჰაუსის“ ბოლო სეზონის მონაწილე სალომე უშხვანი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ნიკო ქართველი ამბობს, მის მეუღლეს პანკრეასი აქვს გაღიზიანებული. „სალომე არის საავადმყოფოში, პანკრეასი აქვს გაღიზიანებული, 4 დღე მომიწევს მის გარეშე ყოფნა. 

ჰაუსი

ტაბლოიდი 1715197427

LIVE: „პრაიმ ჰაუსში“ „ლაიქ - დისლაიქის“ ცერემონია დაიწყო

„პრაიმ ჰაუსში“ „ლაიქ - დისლაიქის“ ცერემონია დაიწყო. ვინ გახდება კვირის ბოსი და ვინ დაიკავებს აუტსაიდერის სკამს დღეს გაირკვევა.