11 მაისს ლისზე „წიგნების კითხვის ფესტივალი“ გაიმართება

17:01 05-03-2019
26

11 მაისს ლისის ტბაზე „წიგნების კითხვის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალი 12:00 საათიდან დაიწყება და მასზე დასწრებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

ორგანიზატორების თქმით, ფესტივალზე მისული სტუმრები მთელი დღის განმავლობაში შეძლებენ ბუნებაში მოწყობილ ლამაზ და კომფორტულ გარემოში იკითხონ, ერთმანეთს წიგნები გაუცვალონ, მოისმინონ საინტერესო მასტერკლასები, ჩაერთონ წიგნების კითხვის უპრეცედენტო ფლეშ-მობში, ითამაშონ „წიგნების თარო“ და მოიგონ სხვადასხვა პრიზი.

მათივე ცნობით, დღის ბოლოს, ცნობილი მუსიკოსების მონაწილეობით ლაივ-კონცერტი გაიმართება.  

„წიგნების კითხვის ფესტივალი“ არის სოციალური კამპანია, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ლიტერატურის პოპულარიზაცია, რეკრეაციულ სივრცეებში კითხვის კულტურის დანერგვა და კიდევ ერთი შემეცნებითი პლატფორმის შექმნა",- ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ფესტივალზე მასტერკლასებს ჩაატარებენ:

ბექა ადამაშვილი - "როგორ იფუთება წიგნები"

ალეკო შუღლაძე - „როგორ იწერება წიგნები“

ლევან გიგინეიშვილი - „როგორ მოქმედებენ წიგნები ადამიანებზე“ („თამაში ჭვავის ყანაშის“ მაგალითზე).

ლაივ-კონცერტს გამართავენ: AMBAVI; ლუკა ზაქარიაძე; LOUDspeakers-ი.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ „წიგნების კითხვის ფესტივალი“ ყოველწლიურად ჩატარდება.