ვერ წარმომიდგენია უშენოდ დედაშენი - რას წერენ ახლობლები სტრასბურგში დაღუპულ ბიჭზე (ფოტოები)

17:52 05-01-2019
16923

სტრასბურგში ავტოკატასტროფის, დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა ქართველი ბიჭის, ჯაბა უბილავას შესახებ „პრაიმტაიმისთვის“ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ჯაბა უბილავა 33 წლის დედისერთა ბიჭი იყო. ის თბილისიდან სტრასბურგში საცხოვრებლად  ერთი წლის წინ გადავიდა. 

ჯაბა უბილავას გარდაცვლებას სოციალურ ქსელში ახლობლები ეხმაურებიან.

მარი ფარცვანია: „ჯაბა როგორ გვატკინე გული, ვერ წარმომიდგენია უშენოდ დედაშენი. ეს რა გააკეთე“.

ბათო ჭანია: „არარსებული ტრაგედია. ღმერთო რატომ? გაანათლე ჩვენი ჯაბა“.

ირმა გერზმავა: „დედაშენი ასე რატომ გაამწერე შვილო!“.

თამუ კვირაია: „ჯაბა, რა დასანანია“.

შეგახსენებთ, რომ ავტოკატასროფა კვირას მოხდა. 

ერთ-ერთი ვერსიით, ჯაბა უბილავა მოტოციკლით რკინიგზის გადასასვლელზე მატარებელს გადაჭარბებული სიჩქარით შეეჯახა და ბორბლების ქვეშ მოყვა.

როგორც სოციალურ ქსელში ლაშა გოგოლაძე წერს, ცხედარს უახლოეს მომავალში საქართველოში გადმოასვენებენ.