მსოფლიოს 5 ყველაზე ლამაზი სოფელი, სადაც უვიზოდ შეძლებთ ჩასვლას

12:55 04-16-2019
2488

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ალბათ ფიქრობთ, როგორ დაგეგმოთ თქვენი შვებულება? და თუ დასვენებას საზღვარგარეთ გსურთ, თანაც ქალაქის ხმაურს არჩევთ მყუდრო გარემოს, სუფთა ჰაერს და თვალწარმტაც ბუნებას, მაშინ ამ ვარიანტებზე უნდა დაფიქრდეთ. საბედნიეროდ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ევროპაში უვიზოდ იმოგზაურონ. 

წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ლამაზ და მყუდრო სოფელს, რომელიც არათუ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში გამორჩეულია თავისი ინდივიდუალიზმით.

1.გითჰორნი, ჰოლანდია

ამ სოფელს „ჰოლანდიის ვენეციის" სახელითაც იცნობენ. ბეტონის გზების ნაცვლად აქ ქუჩები ერთმანეთს ლამაზი არხებით და 150-მდე ხიდით უკავშირდება ერთმანეთს. გითჰორნში ავტომობილები არ მოძრაობენ და მთლიანად ეკოლოგიურ დასახლებად მიიჩნევა. სოფელი ოვერიჯსელის პროვინციაში მდებარეობს.

2.ჰოლსთათი, ავსტრია

ულამაზესი ალპური სოფელი ავსტრიაში, რომელიც მდებარეობს ჰოლსთათის ტბისა და დაჩსტეინის მთებს შორის. ეს წარმოუდგენლად ლამაზი სოფელი ხშირად იზიდავს ფოტოხელოვანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. თვალწარმტაცი ბუნების გარდა, სოფელს ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. აქ ჯერ კიდევ მე-2 საუკუნეში აღმოაჩინეს უნიკალური მარილის საბადოები. ასევე აღმოჩენილია 7000 წლის წინანდელი ნივთები. არქიტექტურული სილამაზის გათვალისწინებით ავსტრიაში მდებარე ამ სოფელს 1997 წელს იუნესკომ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

3.ფრიუდენბურგი, გერმანია

საუცხოო ჰაერი, სიმშვიდე, თითქმის ერთნაირი ზომის და ვიზუალის სახლები... გერმანიაში ეს პატარა დაბა ყველაზე ლამაზ დასახლებად მიიჩნევა. მისი ფართობი მხოლოდ 93 კვ.მ-ია. კეთილმოწყობილ ქუჩებში ადვილად გაიკვლევთ გზას მთელს დასახელებაში. ტყეში შეფენილი სახლები კი ნამდვილად წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს.

4.კოხემი, გერმანია

გერმანიის ამ ტრადიციულ სოფელში ჩასვლა თქვენთვის შესაძლოა დიდი გამოცდილება აღმოჩნდეს. ულამეზეს მდინარე მოზელეს ხეობაში მდებარე სოფელი კოხემი თქვენს აღფრთოვანებას უდაოდ დაიმსახურებს. გორაკზე შეფენილი სახლები, ზომიერი კლიმატი, ულამაზესი ვენახები და ისტორიული ციხე-სიმაგრე სოფლის სავიზიტო ბარათია. აქ ნახავთ ხეობაში მოსეირნე და მეთევეზეობით გატაცებულ ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

5.მურენი, შვეიცარია

განსაცვიფრებელი მთიანი სოფელი შვეიცარიაში, ბერნის ობერლენდის მხარეში. სოფელი ზღვის დონიდან 5413 ფუტზე მდებარეობს. ამ მხარეში ეს ყველაზე მეტად დასახლებული სოფელია. მურენში ჩასვლის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ სამი ყველაზე დიდი ალპური მწვერვლის ხილვას. სოფელში საწვავზე მომუშავე ავტომობილებით გადაადგილება აკრძალულია. ულამაზესი ხედები შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფეხით და ასევე ისარგებლოთ ელექტრომობილის მომსახურეობით. აღსანიშნავია, რომ ამ მთიან სოფელში ყველა სახლი ხის მასალით არის აშენებული. აქვე ხელმისაწვდომია ყველა საზოგადოებრივი სერვისი, როგორც ბანკი, ისე რესტორნები, კაფეები, სადღესასწაული ცენტრები და სხვ.