ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

დედამთილი

რჩევები 1715185505

5 ნიშანი იმისა, რომ ეჭვიანი დედამთილი გყავთ

5 ნიშანი იმისა, რომ ეჭვიანი დედამთილი გყავთ:ის არ პატივს სცემს თქვენს საზღვრებსეჭვიანი დედამთილი არასოდეს პატივს სცემს თქვენს საზღვრებს. ის ფიქრობს, რომ ის ადგენს წესებს და არ აინტერესებს თქვენი აზრი, სურვილები ან საჭიროებები.გარდა ამისა, არ გისმენთ, როდესაც საუბრობთ, თქვენს გარეშე განიხილავს ოჯახურ გეგმებს, სრულიად მოულოდნელად მოდის თქვენთან და ხშირად არღვევს თქვენს პირად სივრცეს.ის ცდილობს, რომ თქვენს ქმართან, რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატაროთმას სურს, რომ ყოველი დღის ყოველი წამი თქვენს ქმართან საუბარში გაატაროს.  შეიძლება იგრძნოთ კიდეც, რომ ის ცდილობს, ქმართან ნაკლები დრო გაატაროთ და პატივს არ სცემს თქვენი ოჯახის მთლიანობას.რა თქმა უნდა, ის ითამაშებს მსხვერპლის როლს, რომ მას საყვარელი შვილი ენატრება. თუმცა, არსებობს საზღვარი, რომელიც მან უკვე გადალახა.ის თქვენს ქმარს, თქვენს ზურგს უკან ელაპარაკებათქვენმა ქმარმა ნამდვილად არ უნდა გითხრათ ყველაფერი, რაზეც დედასთან საუბრობს. თუმცა, მან უნდა გითხრათ, საუბრობს თუ არა თქვენზე. პირველ რიგში იმიტომ, თქვენ არ შეგიძლიათ საუბარში ჩართვა, რადგან მისი მონაწილე არ ხართ, თუმცა, თქვენი აზრიც ხომ მნიშვნელოვანია?ეს არის აშკარა მცდელობა, რომ თქვენი დედამთილი, თქვენს ქმრის წინაშე, შეგნებულად ცდილობს თქვენი ცუდი თვისებების ხაზგასმას.ის შვილის მეშვეობით გელაპარაკებათის საკმარის პატივს არ გცემთ, რათა პირდაპირ მოგმართოთ. იქნება ეს ყოველდღიური წვრილმანი, სადილზე მიპატიჟება თუ ნებისმიერი სხვა რამ, ის ყოველთვის თქვენს ქმარს აბარებს „სათქმელს“. ისცდილობს, რომ ქმრის წინააღმდეგ აგამხედროთთუ მას არ მოსწონხართ და ეჭვიანობს, რომ მას შვილი წაართვით, მაშინ, ტოქსიკური დედამთილი გამოიყენებს ყველა მანიპულაციურ ხრიკს, რათა თქვენ და მისი შვილი ერთმანეთს დაგაპირისპიროთ.ასევე, ის შეეცდება, რომ თქვენ ორს შორის კამათის გააღვივოს და რაც შეიძლება მალე დაგაშოროთ. ამ შემთხვევაში განქორწინებაზე არ ვსაუბრობთ - სულიერი კავშირის დარღვევაზე გვაქვს საუბარი.

ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, ცაგერში საქართველოს და ევროკავშირის დროშები განთავსდა

პოლიტიკა 1715184417

ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, ცაგერში საქართველოს და ევროკავშირის დროშები განთავსდა

ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, ცაგერის მუნიციპალიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშები განთავსდა.ცაგერში დროშებით მოირთო რუსთაველის და კოსტავას ქუჩები.

საბა ლომიძე

საზოგადოება 1715184316

„შენ ჩემი გმირი ხარ, მამი…“ – უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის შვილი მამას ემოციური პოსტით ემშვიდობება

უკრაინაში მებრძოლმა ქართული სპეცდანიშნულების რაზმმა „შავი არწივი“ გუშინ გაავრცელა სამწუხარო ინფორმაცია მათი კიდევ ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ.მათი ცნობით, დავით გოგაძე და ბესო ლომიძე ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ.დაღუპული ბესო ლომიძის შვილი გმირ მამას ემოციური პოსტით ემშვიდობება:„შენ ჩემი გმირი ხარ, მამი ძალიან დაგვწყვიტე გულიარ ვიცი, რა მეშველება უშენოდ. ძალიან მაკლიხარ მამა, მიხაროდა რომ მელაპარაკე ჩამოსვლას ვაპირებო, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო იმ წუთას.ახლა კი ასეთი რამ გავიგე, არ ვიცი რა გავაკეთო, არ ვიცი, როგორ მოვიქცე შენს გარეშე, ძალიან მაკლიხარ მამა, ნათელში იყოს შენი ლამაზი სული. შენ ჩემი გმირი ხარ…“

met gala

მსოფლიო 1715184296

ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი, კეიტი პერის ფოტო, რომელმაც მომღერლის დედაც კი შეცდომაში შეიყვანა

კეიტი პერიმ Met Gala-ზე მისვლა ვერ მოახერხა, თუმცა მომღერლის მეგობრები, ფანები და დედა ინტერნეტში გავრცელებულმა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილმა ფოტოებმა შეცდომაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილმა ფოტოებმა მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა. ფოტოზე პერი Met Gala 2024-ის თემატიკის სამოსშია გამოწყობილი.იგივე ფოტო პერიმ თავის ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა, წარწერით „Met-ზე მისვლა ვერ მოვახერხე. ვმუშაობდი“.მომღერალმა ასევე გამოაქვეყნა დედასთან მიმოწერის ამსახველი ფოტოებიც, სადაც დედამ Met Gala-ზე მისი ჩაცმულობა მოიწონა.

პამელა

მსოფლიო 1715184272

პამელა ანდერსონი Met Gala 2024-ზე უმაკიაჟოდ მივიდა

პამელა ანდერსონი Met Gala 2024-ზე უმაკიაჟოდ მივიდა. ამის შესახებ TMZ წერს. აღსანიშნავია, რომ ეს მსახიობისთვის პირველი Met Gala იყო.უკვე ერთი წელია, რაც „მაშველების“ ვარსკვლავმა მაკიაჟის გაკეთებაზე უარი თქვა. როგორც ჩანს, გამონაკლისი არც მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საღამო აღმოჩნდა, რომელიც ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში გაიმართა.ანდერსონს წვეულებაზე ოსკარ დე ლა რენტას კაბა ეცვა და ყელზე 200 კარატიანი ბრილიანტის ყელსაბამი ეკეთა.