ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

ჯონ სუინი

მსოფლიო 1715144616

შოტლანდიის მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

შოტლანდიის მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ქვეყნის პირველი მინისტრის პოსტზე პარლამენტმა ჯონ სუინი აირჩია. პოლიტიკოსი, რომელიც შოტლანდიის სრულ დამოუკიდებლობას ემხრობა და მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლა ეტაპობრივად, ყოველგვარი ხისტი მოქმედებების გარეშე უნდა მოხდეს.ახლად არჩეული მინისტრი, მოვალეობის შესრულებას დღეიდან, ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ შეუდგება.

იმ კი ნამი

მსოფლიო 1715144547

ჩრდილოეთ კორეის მთავრობის ცნობილი პროპაგანდისტი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჩრდილოეთ კორეის მთავრობის ცნობილი პროპაგანდისტი კიმ კი ნამი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.კიმ კი ნამი ფხენიანის პროპაგანდისა და აგიტაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ 1966 წელს დაინიშნა. ის მჭიდროდ თანამშრომლობდა კიმ ჩენ ილთან, ამჟამინდელი ლიდერის კიმ ჩენ ინის წინამორბედთან და მამასთან. მოგვიანებით, ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.ათწლეულების განმავლობაში ის ასევე იყო სახელმწიფო პოლიტიკური ლოზუნგების მთავარი ავტორი და დიდი გავლენა მოახდინა ჩრდილოეთ კორეის მედიასა და საგამომცემლო სახლებზე.ის პენსიაზე 2010 წელს გავიდა და თანამდებობა კიმ ჩენ ინის დას, კიმ იო ჯონგს გადააბარა, თუმცა საჯარო ღონისძიებებზე მაინც ჩნდებოდა.

სახლი

საზოგადოება 1715143577

ძველ თბილისში უხვმა ნალექმა სახლი დააზიანა

უხვმა ნალექმა ძველ თბილისში სახლი დააზიანა. დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე მდებარე კორპუსის პირველ სართულზე მიწის მასამ კედელი შეანგრია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები.ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლს მესამე კატეგორიის სტატუსი აქვს მინიჭებული. ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის თანამშრომლები. მათი ინფორმაციით, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები შენობაში მალე დაიწყება.

ამინდი

საზოგადოება 1715141904

როდის გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსის უახლესი პროგნოზი

სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი „რუსთავი 2-თან“ საუბრისას აცხადებს, რომ 13-14 მაისამდე უმეტესად წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.„ხვალ და ზეგ თბილისში კარგი ამინდია, შემდეგ ისევ იცვლება, მერე ერთი დღით გამოიდარებს, 8-9 მაისს უნალექო ამინდი მოსალოდნელი, 10-ში წვიმაა, 11-ში გამოიდარებს და 12-13-ში ისევ იწვიმებს. დასავლეთშიც ქარია მოსალოდნელი“, - აცხადებს სინოპტიკოსი.მისივე თქმით, უქმე დღეებში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება როგორც დასავლეთით, ასევე აღმოსავლეთით. ქარი გაძლიერდება, ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი.„12-13 მაისს მთელი საქართველოს ტერიტორიისთვის უამინდობაა. მაგალითად, გუშინდელ დღემდე, დასავლეთში ტემპერატურა +15-20 გრადუსის ფარგლებში იყო, ახლა, მოიმატებს +28-30-მდე, მაგალითად აჭარაში. თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში +20-25-ის ფარგლებში დაფიქსირდება.არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება 15 მაისამდე“ - ამბობს სინოპტიკოსი.

ნუცა ბუზალაძე

საზოგადოება 1715141120

როგორ მივცეთ ხმა ნუცა ბუზალაძეს სხვადასხვა ქვეყნიდან

„პირველი არხი“ მაყურებელს უზიარებს, თუ როგორ შეიძლება „ევროვიზიაზე“ ხმის მიცემა სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოსთვის.შესაბამისი ნომრები ერთიან ბანერზეა მითითებული.შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძე მსოფლიოს წინაშე სიმღერით Firefighter 9 მაისს, მე-11 ნომრად წარდგება.