ქურდმა გაქცევა 22-ე სართულის ფანჯრიდან სცადა (ვიდეო)

15:25 04-10-2019
731

ქურდმა პოლიციისგან გაქცევა საცხოვრებელი კორპუსის 22-ე სართულის ფანჯრიდან გადაძრომით სცადა. ინციდენტი ჩინეთის ჰუნანის პროვინციაში, 27 მარტს მოხდა.

სოციალურ მედიაში, ინციდენტის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. 

ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც მაღაზიის მეპატრონე დააყაჩაღა, პოლიცია ეძებდა. სამართალდამცველებმა მას ბინაში მიაგნეს. პოლიციას ქურდი ფანჯრიდან გადამძვრალი დახვდა. იგი შენობის კედელზე ცოცვით ცდილობდა გაქცევას, თუმცა გაიჭედა და პანიკაში ჩავარდა. სამართალდამცველებმა ქურდი შენობის შიგნით უვნებლად დააბრუნეს და დააკავეს.

დაკავებულ მამაკაცს ვანი ჰქვია, იგი ადგილობრივი მაღაზიის მეპატრონეს დანით დაემუქრა და მას სადებეტო ბარათი წაართვა, საიდანაც 1200$ გაანაღდა.

ავტორი: მარიამ გიგანი