პროექტის „ტყისა და ლანდშაფტის გაუმჯობესებული მართვის ხელშეწყობა კავკასიის რეგიონში“ მოსამზადებელი ეტაპის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

13:49 02-21-2019
12

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მე-6 ციკლის (GEF-6) პროექტის „ტყისა და ლანდშაფტის გაუმჯობესებული მართვის ხელშეწყობა კავკასიის რეგიონში“ მოსამზადებელი ეტაპის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ გახსნა.

მინისტრის მოადგილემ პროექტის ფარგლებში სომეხი და აზერბაიჯანელი კოლეგებისათვის საქართველოს სატყეო სექტორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პროექტი ფინანსდება გარემოს გლობალური ფონდის მიერ  გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მეშვეობით და მისი აღსრულება  REC Caucasus და  მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის მიერ ხორციელდება. პროექტი კავკასიის სამივე ქვეყანას მოიცავს და ბიუჯეტი 1 მლნ აშშ დოლარია.

შეხვედრაზე ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან და ბენეფიციარებთან განიხილეს პროექტის მოსალოდნელი შედეგები დ ა დაგეგმილი ქმედებები.

პროექტის ფარგლებში, საქართველოში განხორციელდება ტყის აღდგენის შესაძლებლობების შეფასება და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით მოხდება რუკების შედგენა. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას და  დღის წესრიგი 20/30-ის ამოცანების მიღწევას.