ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

პროდუქტები

რჩევები 1715186775

10 პროდუქტი, რომლებიც შეგიძლია ღამითაც მიირთვა

არსებობს გახდომის საკმაოდ პოპულარული მეთოდი, რომელსაც იყენებენ ისინი, ვისაც არ უნდა რთული დიეტების დაცვა: საღამოს ექვსი ან შვიდი საათის შემდეგ ჭამისგან თავის შეკავება, ვის როგორ აწყობს ან უხერხდება. მთავარია - ძილის ძინ არ დანაყრდე.ახლა კი წარმოგიდგენთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც შეგიძლია მიირთვა არამარტო ექვსი, არამედ ათი საათის შემდეგაც... მოკლედ, როცა მოგინდება. ეს პროდუქტები საკმაოდ სასარგებლო და დაბალკალორიულია, ასე რომ, ნებისმიერი ტიპის დიეტის დროს მათი ზემოქმედება იქნება დადებითი.სოკოსოკო არც ისე კალორიული პროდუქტია, თუ მას მოხარშავთ და არ შეწვავთ დიდი რაოდენობით ცხიმთან ერთად, ის ფაქტობრივად დიეტური პროდუქტია სწორი მომზადების პირობებში. არც მძიმე არ არის კუჭისთვის, უბრალოდ სუფრაზე მათი მიტანა მიღებულია შემწვარი ფორმით, ან სხვა უამრავი ინგრედიენტების დამატებით, რომლებიც უკვე მთლიანობაში ნამდვილად იწვევენ კუჭში სიმძიმის შეგრძნებას. ბოსტნეულის ხიზილალასახლში დამზადებული ბოსტნეულის ხიზილალაში არ არის არაფერი საზიანო და მავნებელი. აირჩიე ვარიანტი შენი გემოვნების მიხედვით - სოკოს, ყაბაყის, ბადრიჯნის. ნებისმიერი ფორმით მომზადებული ბოსტნეულის ხიზილალა არის გემრიელი და სასარგებლო.ჟოლოყველასათვის საყვარელი კენკროვანის ჭამა შეგიძლია 18:00 საათის შემდეგაც. რაც შეეხება კალორიებს - ძალიან ცოტას შეიცავს, სამაგიეროდ სავსეა სასარგებლო თვისებებით. ჟოლოში ვიტამინებისა და მინერალების დიდი რაოდენობაა, რომლებიც აუმჯობესებენ კანის მდგომარეობას და აწესრგიებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.ტრესკათეთრი თევზი, რომელიც მიეკუთვნება დიეტურ პროდუქტთა რიცხვს. ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეს თევზი შეიცავს ვიტამინებს და ფასეულ ელემენტებს, რომლებსაც მხოლოდ სარგებელი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის, აძლიერებენ იმუნიტეტს და აწესრიგებენ შინაგანი ორგანოების მუშაობის პროცესს.სიმინდისიმინდი — ეს არამარტო სასარგებლო, არამედ ძალიან გემრიელი პროდუქტია. უპირატესობა უნდა მიანიჭოთ არა კონსერვირებულ, არამედ მოხარშულ სიმინდს. მას ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი ქოლესტერინი და ხელს უშლის ცხიმგროვების გაჩენას. ამიტომ, თუ დღის მანძილზე რაიმე აკრძალული ან მძიმე მიირთვით, საღამოს შეგიძლიათ არჩევანი მოხარშულ სიმინდზე შეაჩეროთ.ნექტარიარ ღირს უარის თქმა ნექტარზე, მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდებული არ არის ხილის საკვებად გამოყენება  დღის მეორე ნახევარში. ნექტარში უჯრედისის დიდი რაოდენობაა, რომელიც პირიქით, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას და ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას.გარგარი100 გრამი გარგარი შეიცავს სულ რაღაც 42 კალორიას. ამიტომ, შოკოლადს, ორცხობილასა და გარგარს შორის არჩევანისას უმჯობესია ბოლო ვარიანტზე შეჩერდე.თალგამითალგამს ადამიანები რატომღაც ხშირად აიგნორებენ, არადა ის ძალიან სასარგებლო პროდუქტია, ასუფთავებს ორგანიზმს და რაციონში უნდა შედიოდეს. თალგამი აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმს ენერგიით ავსებს. გარდა ამისა, ის დიეტური პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნება.გოგრანარინჯისფერი და გემრიელი პროდუქტი ნამდვილად არ ავნებს შენს სხეულს. გოგრისგან შეგიძლია მოამზადო ძალიან ბევრი სასარგებლო დაგემრიელი კერძი - ეს შეიძლება იყოს კრემ-სუპი, პიურე, სალათი და ა.შ.კომბოსტოკომბოსტოს აბსოლუტურად ყველა სახეობა მდიდარია В ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც თავის მხრივ მონაწილეობას იღებენ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პროცესში. გარდა ამისა, კომბოსტო დიეტური პროდუქტების რიცხვში შედის. შესაბამისად, ის იდეალურია ვახშამისთვის.კივიკივი - შეუცვლელი პროდუქტია მათთვის, ვისაც გახდომა სურს. კივი ორგანიზმს ეხმარება ცხიმების დაშლასა და დაწვაში, ათავისუფლებს სიმძიმის შეგრძნებისგან კუჭის არეში და ხელს უწყობს ორგანიზმში წყლისა და მარილის ბალანსს. 

dati

საზოგადოება 1715186259

"გაღვიძებისთანავე, კანკალით, ჯვარი ჩამოხსნა და იმდენი კოცნა, გაოგნებულები ვუყურებდით დათის… არავინ იცის, სად იმოგზაურა..." - დათი ქოქრაშვილთან დაკავშირებული სასწაულები

ათი წლის დათი ქოქრაშვილის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა "პრაიმტაიმს", ცოტა ხნის წინ, ძალზე გულახდილი და ემოციური ინტერვიუ  მისცა. საყვარელი პატარა დათი, რომელიც საზოგადოებამ საშინელი ავტოავარიის (შარტავა ქუჩაზე) შემდეგ გაიცნო, ამჟამად ამერიკაში, ოპერაციებისა და მისთვის მორგებული პროთეზის მოლოდინშია."ყოველთვის ლაღ და პოზიტიურ ადამიანად ვთვლიდი თავს და თავიდან თითქოს ნაწყენი ვიყავი, უამრავი კითხვა მქონდა: ღმერთმა რის გამო დამსაჯა? რატომ მაინც და მაინც მე? რატომ ჩემი შვილი-მეთქი? მაგრამ მერე, თითქოს უფრო კარგად გავიცანი უფალი, მეტად მივენდე და შევიყვარე… დღეს უკვე პიროვნული ურთიერთობა ვისწავლე მასთან, მამასავით მივმართავ და ველაპარაკები ხოლმე… მისი ნების გარეშე არაფერი ხდება და იმისიც მჯერა, რომ თუ აქამდე მოგვიყვანა, შუა გზაში არ მიგვატოვებს და ბოლომდე ფეხზე დამიყენებს შვილს" - უამბობს ქრისტინე ჩვენს მკითხველს.ბიჭუნამ ბევრი ოპერაცია გადაიტანა - საქართველოში, წმინდა მიწაზე, გერმანიაში, ამერიკაში... დათის სასწაულებრივ გადარჩენაში სამყაროს შემოქმედის ხელი თვალნათლივ იგრძნობა...ავარიის შემდეგ, მასთან მიიყვანეს დედა პარასკევა, რომელმაც მამა გაბრიელის შემოსამოსელით შემოსა ბიჭი, ილოცა და... ამ ისტორიას მამა გაბრიელის სულიერი შვილი, მანანა ხორბალაძე გვიყვება:"თავიდან, როდესაც ეს თავზარდამცემი ამბავი შევიტყვე, ადგილს ვეღარ ვპოულობდი, ცრემლები ღვარად მდიოდა. წარმოვიდგინე, რა დღეში იყო ჩემი ქრისტი, ირაკლი. ქრისტის ბავშვობამ ჩემს თვალწინ გაიარა. უსაყვარლესი და გამორჩეული ბავშვი იყო, თავისი სათნოებით და სიკეთით. ვფიქრობდი, რა გაუსაძლის დღეში იყო ჩემი მეგობარი ნინო (დათის ბებია).მაშინვე დედა პარასკევას დავურეკე. მითხრა, ახლავე მივდივარ თბილისში, დრო ძალიან ცოტა დარჩაო. როდესაც რეანიმაციაში დედა პარასკევა შევიდა, დათის მამას გაბრიელის ქუდი დააფარა. ამ ამბის შემდეგ მთელ ოჯახს უდიდესი იმედი ჩაესახათ და ის ურვა და დარდი, თითქოს სადღაც გაუქრათ. ცოტა ხანში მირეკავს დედა პარასკევა და მეუბნება, მამა გაბრიელი ამბობს, დათი გადარჩება და ძალიან კარგი კაცი იქნება, მაგრამ წინ უდიდესი განსაცდელები და უამრავი ოპერაციები ელოდებაო...დათისთვის მართლმადიდებლური სამყარო შევძარი. სწორედ ამდენი ხალხის ლოცვისა და დათის მშობლების რწმენის გამო აჩუქა სიცოცხლე უფალმა ბავშვს.ვნების კვირაში, დილით თვალი რომ გავახილე, პირჯვარი გამოვისახე და დათი შევავედრე უფალს. შემდეგ ისევ დავხუჭე თვალები. ხომ არის შემთხვევა, დილით გაღვიძება რომ გეზარება და ისევ თვალებს ხუჭავ. ასე იყო სამივეჯერ...დავხუჭე თვალები და ზეცაში გუმბათს ვხედავ, რომლის შუაშიც ზის მაცხოვარი, გვერდით დედა ღვთისმშობელი უზის და უამრავი წმინდანისა და ანგელოზის გარემოცვაშია. წინ ედგათ მდუმარე, თავდახრილი პატარა კრავი. რაღაცაზე მსჯელობდნენ, მე მათი ხმები არ მესმოდა. თითქოს სასამართლო პროცესივით იყო და განაჩენი უნდა გამოეტანათ. გაისმა ხმა, "დაიკლას თუ არა ღვთის კრავი." მეორე დილას, ისევ გუმბათის ხილვა მქონდა. ვხედავ მაცხოვარს, ღვთისმშობელს, წმინდანებს, ანგელოზთა დასს... ვლოცულობ: გთხოვ, უფალო, მეორე სიცოცხლე აჩუქე პატარა დავითს-მეთქი. მაცხოვარს მარჯვენა ხელში დიდი ოქროს ჯვარი ეჭირა. ჩემი ვედრების შემდეგ ეს ჯვარი აღმართა მაცხოვარმა და გადამსახა. თვალები გავახილე და ეს ყოველივე გაუჩინარდა.მესამედ სამების დიდი ხატი ვნახე, ცოცხლად. თითქოს გაცოცხლდა წმინდა სამება, გვერდით კი, ზუსტად მათ სიმაღლეზე დათუნა იჯდა. ბავშვს მარცხენა მხარზე სამი ძალიან დიდი ოქროსფერი ჯვარი ჰქონდა. დაახლოებით მენჯის ძვლამდე ჩამოსდიოდა ჯვრები.ჯვართან დაკავშირებულ სასწაულს იხსენებს ქრისტინეც.ქრისტინე მამუკაშვილი: დათიმ, გაღვიძებისთანავე, ჯვარი დაინახა, რომელიც საწოლთან ეკიდა. ხელის კანკალით ჩამოხსნა და იმდენი კოცნა, გაოგნებულები ვუყურებდით… არავინ იცის, სად იმოგზაურა და რა ნახა იმ პერიოდში, მაგრამ ფაქტია, რომ ჯვრის დანახვაზე ეს რეაქცია ჰქონდა. როდესაც დედა პარასკევასთან ერთად მამა გაბრიელის დაუჯდომელი წავიკითხეთ და ზეთი აცხო, ეს იყო მომენტი, როდესაც ცხადად ვიგრძენი, რომ მამა გაბრიელი ჩვენთან იყო და არ მიგვატოვებდა ამ განსაცდელში. თითქოს ის იყო შუამავალი ჩვენსა და უფალს შორის და მართლაც, იმ დღის შემდეგ, მე არ დამიკარგავს რწმენა, რომ დათი იცოცხლებდა.დათიკოს გადარჩენა თავიდან ბოლომდე სასწაულია, ჩემი აზრით, ყველაფერში იგრძნობა ღმერთის ხელი. არ გაგვწირა უფალმა და მოგვცა შანსი, რომ თავიდან დაგვეწყო ცხოვრება, ისე როგორც მას სურდა. ასევე დაგაინტერესებთ: "განცდა მაქვს, რომ არც არსად წასულა... სულ მისი ზარის მოლოდინში ვარ..." - კახის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა"ციხიდან გამოსულს, ძველი გიასი აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. საცოდავი იყო. სიკვდილი უნდოდა..." - გია ფერაძე 76 წლის გახდებოდა

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1715186160

შალვა პაპუაშვილი - საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ბულინგი

საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ზეწოლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ყველამ, ვინც არის ჩართული ბულინგში, შანტაჟში, ზეწოლაში, ზიზღის ენის გავრცელებაში, "საკუთარ სიტყვებზე უნდა აგოს პასუხი".„რაც შეეხება ძალადობას და სისხლის სამართლის დანაშაულებს თუ ადმინისტრაციულ გადაცდომებს, ამაზე შესაბამის ორგანოებს შესაბამისი რეაგირება აქვთ და ექნებათ. სისხლის სამართლის დანაშაული სადაც არის ან სხვა სახის ასეთი გადაცდომა, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი რეაგირება, თუმცა დამატებით არის შემთხვევები ვერბალური ძალადობისა, მუქარის, შანტაჟის. არის სისხლის სამართლებრივი განზომილება, რაც დანაშაულია, იქნება ეს ძალადობა თუ მუქარა და არის განზომილება, როდესაც ხდება ზეწოლა ადამიანებზე, შანტაჟი ოჯახის წევრებზე და ასე შემდეგ, რომელიც სისხლის სამართლებრივ განზომილებაში არ ჯდება და აქ მნიშვნელოვანია მორალური შეფასება. საზოგადოებამ უნდა შეაფასოს მორალურად ის ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როდესაც ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროდან მათი გარიყვის მცდელობა, როგორც თვითონ ამბობენ ხოლმე. გახსოვთ, შარშანაც იყო კამპანია. ამაზე იქნება რეაგირება. ყველამ, ვინც არის ჩართული ბულინგში, შანტაჟში, ზეწოლაში, ზიზღის ენის გავრცელებაში და ა.შ. საკუთარ სიტყვებზე უნდა აგოს პასუხი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მათი საჯარო პოზიციები. თუ ეს საჯარო პოზიციაა და არ ერიდებათ დაფიქსირება, დაე, ყველამ იხილოს, ვინ არიან ისინი, ვინც ამას აკეთებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დედამთილი

რჩევები 1715185505

5 ნიშანი იმისა, რომ ეჭვიანი დედამთილი გყავთ

5 ნიშანი იმისა, რომ ეჭვიანი დედამთილი გყავთ:ის არ პატივს სცემს თქვენს საზღვრებსეჭვიანი დედამთილი არასოდეს პატივს სცემს თქვენს საზღვრებს. ის ფიქრობს, რომ ის ადგენს წესებს და არ აინტერესებს თქვენი აზრი, სურვილები ან საჭიროებები.გარდა ამისა, არ გისმენთ, როდესაც საუბრობთ, თქვენს გარეშე განიხილავს ოჯახურ გეგმებს, სრულიად მოულოდნელად მოდის თქვენთან და ხშირად არღვევს თქვენს პირად სივრცეს.ის ცდილობს, რომ თქვენს ქმართან, რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატაროთმას სურს, რომ ყოველი დღის ყოველი წამი თქვენს ქმართან საუბარში გაატაროს.  შეიძლება იგრძნოთ კიდეც, რომ ის ცდილობს, ქმართან ნაკლები დრო გაატაროთ და პატივს არ სცემს თქვენი ოჯახის მთლიანობას.რა თქმა უნდა, ის ითამაშებს მსხვერპლის როლს, რომ მას საყვარელი შვილი ენატრება. თუმცა, არსებობს საზღვარი, რომელიც მან უკვე გადალახა.ის თქვენს ქმარს, თქვენს ზურგს უკან ელაპარაკებათქვენმა ქმარმა ნამდვილად არ უნდა გითხრათ ყველაფერი, რაზეც დედასთან საუბრობს. თუმცა, მან უნდა გითხრათ, საუბრობს თუ არა თქვენზე. პირველ რიგში იმიტომ, თქვენ არ შეგიძლიათ საუბარში ჩართვა, რადგან მისი მონაწილე არ ხართ, თუმცა, თქვენი აზრიც ხომ მნიშვნელოვანია?ეს არის აშკარა მცდელობა, რომ თქვენი დედამთილი, თქვენს ქმრის წინაშე, შეგნებულად ცდილობს თქვენი ცუდი თვისებების ხაზგასმას.ის შვილის მეშვეობით გელაპარაკებათის საკმარის პატივს არ გცემთ, რათა პირდაპირ მოგმართოთ. იქნება ეს ყოველდღიური წვრილმანი, სადილზე მიპატიჟება თუ ნებისმიერი სხვა რამ, ის ყოველთვის თქვენს ქმარს აბარებს „სათქმელს“. ისცდილობს, რომ ქმრის წინააღმდეგ აგამხედროთთუ მას არ მოსწონხართ და ეჭვიანობს, რომ მას შვილი წაართვით, მაშინ, ტოქსიკური დედამთილი გამოიყენებს ყველა მანიპულაციურ ხრიკს, რათა თქვენ და მისი შვილი ერთმანეთს დაგაპირისპიროთ.ასევე, ის შეეცდება, რომ თქვენ ორს შორის კამათის გააღვივოს და რაც შეიძლება მალე დაგაშოროთ. ამ შემთხვევაში განქორწინებაზე არ ვსაუბრობთ - სულიერი კავშირის დარღვევაზე გვაქვს საუბარი.

ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, ცაგერში საქართველოს და ევროკავშირის დროშები განთავსდა

პოლიტიკა 1715184417

ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, ცაგერში საქართველოს და ევროკავშირის დროშები განთავსდა

ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, ცაგერის მუნიციპალიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშები განთავსდა.ცაგერში დროშებით მოირთო რუსთაველის და კოსტავას ქუჩები.