“ქალბატონო ანა, 15 წუთის წინ "ფეისბუქზე" დაპოსტეთ და რატომ არ გვესაუბრებით აქ?!” - სერგო მეთოფიშვილი

13:42 02-11-2019
20

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს - ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილის საბჭოს მიმდინარე სხდომაზე საკუთარი პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია.

საბჭოს მოსამართლე წევრებმა მათ პოზიციის დაფიქსირებისკენ არაერთხელ მიუთითეს, თუმცა სხდომის დაწყებიდან 2 საათის განმავლობაში მათ ჯერჯერობით სიტყვით არ უსარგებლიათ.

"ქალბატონო ანა, აი ვუყურებ და დაახლოებით 15 წუთის წინ თქვენ დაწერეთ სოციალურ ქსელში, რომ მხარს უჭერთ საკანონმდებლო ინიციატივას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმის დაწესებასთან დაკავშირებით. რატომ გვესაუბრებით სოციალური ქსელით. გვესაუბრეთ პირდაპირ და აქ. დაგვისაბუთეთ რატომ უნდა მოხდეს პროცესის შეჩერება?” , - მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა ანა დოლიძეს.

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.  

 

 

თაკო ტომარაძე