ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

ავტობისი

მსოფლიო 1715031844

გოგონას ავტობუსში კლასელი და მისი დედა დაესხა თავს (აშშ)

ტეხასში 13 წლის გოგონას ავტობუსში თანაკლასელი და მისი დედა დაესხა თავს. შემთხვევა გასულ თვეში მოხდა.გოგონამ გაიხსენა, რომ 23 აპრილს მომხდარ ინციდენტამდე მას თავდამსხმელი ემუქრებოდა.მოგვიანებით, იმავე დღეს, როდესაც ორივე გოგონა ავტობუსში იმყოფებოდა, ნიკოლმა თქვა, რომ მისმა კლასელმა მას თავში დაარტყა მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ავტობუსიდან გადმოსვლაზე და ჩხუბზე. ჩხუბის დაწყებიდან მალევე მიხვდა, რომ მეორე გოგონას დედაც შეუერთდა.ნიკოლმა მედიასთან განაცხადა, რომ ავტობუსის დატოვების შემდეგ, თავდამსხმელი და მისი დედა გოგონას მანქანით გაყვნენ, რათა გაჩერებაზე ჩამოსვლის შემდეგ მას კვლავ თავს დასხმოდნენ.ნიკოლის დედა ასევე ამტკიცებს, რომ ავტობუსის მძღოლმა თავდასხმა ვერ შეაჩერა.

სისხლძარღვები

მსოფლიო 1715031402

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, როგორ შეიძლება ბრაზმა სისხლძარღვები დააზიანოს

სიბრაზის გრძნობა უარყოფითად მოქმედებს სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე. ამას მოწმობს კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში American Heart Association.კვლევაში 280 მონაწილეს მიეცა დავალება, გაეხსენებინათ სიბრაზის, სევდის, შფოთვის ან ნეიტრალიტეტის გრძნობები 8 წუთის განმავლობაში. ამ დავალებამდე და მის შემდეგ რამდენჯერმე, მკვლევრებმა გაზომეს სუბიექტების სისხლძარღვების მდგომარეობა.„სიბრაზის მავნე ზემოქმედება შეიძლება დაკავშირებული იყოს მის უარყოფით ეფექტებთან სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე“, - თქვა სპეციალისტმა.იშემიის ან შეზღუდვის საპასუხოდ სისხლძარღვების გაფართოება უფრო რთული გახდა, თქვა მან. ბრაზი ასევე გავლენას ახდენს ტრავმის უჯრედულ მარკერებზე და მათ უნარზე, განკურნოს საკუთარი თავი. მეცნიერმა აღნიშნა, რომ 8-წუთიანი დავალების შემდეგ, რომელიც გამიზნული იყო სიბრაზის გამოწვევისთვის, სისხლძარღვებზე ზემოქმედება შეინიშნებოდა 40 წუთამდე. ამის გამო, სიმბო თვლის, რომ არსებობს კუმულაციური ეფექტი, რომლის მიმართაც სიფრთხილეა საჭირო."ჩვენ ვვარაუდობთ, რომ თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მუდმივად გაბრაზებულია, მაშინ ქრონიკულად აზიანებთ თქვენს სისხლძარღვებს. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ბრაზის ქრონიკულმა შეტევებმა შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული უარყოფითი შედეგები სისხლძარღვებზე", - განმარტა მეცნიერმა.მიუხედავად იმისა, რომ ახალი კვლევა არ არის პირველი, რომელმაც დაადგინა კავშირი ემოციებსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის, ის ნათელს ჰფენს, თუ როგორ მუშაობს ეს კავშირი, თქვა ჯო ებინგერმა.„ეს არის ერთ-ერთი პირველი კარგად ჩატარებული კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ცვლილებები ჩვენს სისხლძარღვებში ხდება მწვავე პასუხების საპასუხოდ იმ ემოციებზე, რომლებსაც ჩვენ განვიცდით“, - თქვა ებინგერმა.

depresia

რჩევები 1715031140

თავს არაპროდუქტიულად გრძნობ - 4 ჩვევა, რომელიც სანუკვარ მიზნებს გაშორებს

ლბათ, შეგინიშნავს შენს ყოველდღიურობაში განმეორებადი ჩვევები, რომლებსაც განტვირთვის მიზნით მიმართავ, თუმცა, საბოლოოდ თავს არაპროდუქტიულად გაგრძნობინებს.რამდენჯერ გაგჩენია სურვილი, უაზრო ჩვევები საინტერესო და მიზანმიმართული ჩვევებით ჩაგენაცვლებინა? რამდენჯერ გიფიქრია, თუ რამდენ რამეს მიაღწევდი რომ არა ეს დროის მფლანგველი მიდრეკილებები? ეს შენი ნიშანია, რომ წინ გადადგა ნაბიჯი და ენთუზიაზმით შეეგებო სიახლეებს.ამ სტატიაში კი ჩვენ გაგაცნობთ ყველაზე გავრცელებულ არაპროდუქტიულ ჩვევებს, რომლებსაც თავი უნდა აარიდო.თუ გაღვიძებისთანავე ამოწმებ სოციალური მედიის პლატფორმებს - შეტყობინებებს, მეილებს თუ უბრალოდ გასართობ ვიდეოებსა და ფოტოებს, უმჯობესია ეს ჩვევა მეტად სასიკეთო აქტივობებით ჩაანაცვლო. შენი დილა განსაზღვრავს თუ როგორ წარიმართება შენი დღე. ამიტომაც, თუ დილით ტელეფონში ბედნიერ მუსიკას, ვარჯიშების ინსტრუქციას თუ სამოტივაციო გამოსვლებს არ რთავ, ჯობია, ტელეფონი გვერდით გადადო და მედიტაციით, იოგითი ან დღიურის შევსებით დაკავდე. შეიძლება ერთი შეხედვით გაგიკვირდეს, თუმცა, შენს პროდუქტიულობაზე ასევე უარყოფითად მოქმედებს სხვადასხვა საქმის ერთდროულად შეთავსება. კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც ერთი დავალებიდან მეორეზე გადავდივართ, იმპულსს ვკარგავთ, რაც აჭიანურებს თითოეული დავალების შესრულების დროს. რამდენად კარგადაც უნდა ჟღერდეს რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულება, უნდა გვახსოვდეს, რომ უმჯობესია ერთი დავალება შევასრულოთ ხარისხიანად, ვიდრე მრავალ საქმეზე ავიღოთ პასუხისმგებლობა და საბოლოოდ მივიღოთ ნევროზი, შფოთი და უკმაყოფილება. საქმის გადადება ან გაჭიანურება კიდევ ერთი ჩვევაა, რომელიც საგრძნობლად აქვეითებს პროდუქტიულობას. რაც მეტად გადადებ მნიშვნელოვან დავალებებს, მით მეტად დაიტვირთავ თავს და საბოლოოდ მიიღებ სტრესსა და შფოთს, რასაც შემდეგ საქმის სიმრავლეს დააბრალებ. აუცილებელია, საქმე ადეკვატურად, მარტივ საფეხურებად გადავანაწილოთ და შესაბამისი ვადები მივანიჭოთ. ეჭვგარეშე, პროდუქტიულობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ძილის დარეგულირება.საუკეთესო შედეგისთვის, აუცილებელია, რეგულარულად ერთი და იგივე დროს ვიძინებდეთ და ვიღვიძებდეთ. როცა საკმარისად არ გვძინავს, თავს დაღლილად და მოდუნებულად ვგრძნობთ, რაც, თავისთავად, აქვეითებს ფოკუსირებასა და პროდუქტიულობას.ყოველთვის შეგვიძლია, რაიმე გამართლება მოვუძებნოთ განუხორციელებელ მიზნებს, არშემდგარ ოცნებებს, თუმცა, საბოლოოდ, ყველამ ვიცით, რომ პრობლემა ჩვენშია. მარტივია, გავიშვიროთ თითი და გარემო-პირობებს დავდოთ ბრალი, მაგრამ რთულია გამოვიმუშაოთ დისციპლინა და ცვლილებები შევიტანოთ ჩვენს ყოველდღიურობაში.დროა, რეალობა ისეთი მივიღოთ, როგორიც არის და პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ თავზე, საკუთარ ქცევებზე და ამ პატარა ჩვევების დანერგვით დავიწყოთ საკუთარი თავის გაუმჯობესება.

ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი 1715030903

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც ხალხის წინაშე არასოდეს ტირის

ზოგიერთი ადამიანი ადვილად ტირის. თუმცა, არსებობენ ისინიც, ვინც სხვების წინაშე არასოდეს ტირიან. თქვენს წინაშეა ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებისთვისაც საჯარო ტირილი კატეგორიულად მიუღებელია:თხის რქათხის რქა, ემოციურად დათრგუნული მიწის ნიშანია. ის ძალიან შრომისმოყვარე და სტაბილური ადამიანია, რომელსაც სძულს ცრემლების დანახვა, განსაკუთრებით სამუშაო გარემოში, განსაკუთრებით კი საკუთარი ცრემლების... . როგორი იმედგაცრუებაც არ უნდა გამოცადოს, რაც არ უნდა მოხდეს მის პირად ცხოვრებაში, თხის რქა სტაბილურ ემოციას შეინარჩუნებს მანამ, სანამ სრულიად მარტო არ დარჩება. მას ღრმად სჯერა, რომ ემოციების გამოხატვა, განსაკუთრებით კი ტირილი, ზედმეტად ინტიმური თემაა. როგორც წესი, მისი ემოციური აშლილობა მაქსიმუმ 10 წუთის განმავლობაში გრძელდება და როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკიდეგანო მარტოობაში. ამის მიზეზი ისაა, რომ გრძნობების განცდას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება, რაციონალურ თხის რქას კი, ამ რესურსის დახარჯვა უბრალოდ არ სურს.მორიელიმორიელი გულის სიღრმეში ძალიან მგრძნობიარე არსებაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,  რომ ოდესმე ამას იხილავთ. მორიელს ნდობის პრობლემები აქვს და ძალიან უჭირს ემოციური გახსნა. მისთვის წარმოუდგენლად რთულია დაუცველ მდგომარეობაში ყოფნა და არაფერია უფრო საშიში, როდესაც ვინმე მას მოწყვლადს ხედავს. როგორც არ უნდა ატკინოთ, როგორც არ უნდა გააგიჟოთ ის, მორიელი ღირსეულად გაუმკლავდება თქვენს მიერ გამოწვეულ ტკივილს და ჩვეული რაციონალობით მიიღებს მას. ყოველ შემთხვევაში თქვენს თვალწინ. თუმცა, ნუ მოტყუვდებით - ის ინახავს ყველა ცრემლს, რათა მოგვიანებით, როდესაც თქვენზე შურს იძიებს, სიხარულის ცრემლებად გადააქციოს. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა არასოდეს გადაკვეთოთ ეს საზღვარი. თქვენ მის ცრემლებს ვერ დაინახავთ, აი საკუთარს კი - დიდი ალბათობით.ქალწულიარც ქალწული არ მოგცემთ საშუალებას ნახოთ მათი ტირილი. არასოდეს, არც ერთი ფორმით. არ აქვს მნიშვნელობა მათ დაშორდებით, დაესწრებით მისი საყვარელი ადამიანის დაკრძალვას, პირდაპირ ეჩხუბებით თუ რომანტიკულ მელოდრამაზე დაპატიჟებთ. ქალწული მშვიდ სახეს შეინარჩუნებს ბოლომდე. მისი მიზეზი შედარებით მარტივია - ის ზედმეტად ამაყია იმისთვის, რომ ვინმემ საკუთარი ძვირფასი გრძნობები და ემოციები დაანახვოს. ამ ფუფუნებას არავინ არ იმსახურებს. წერტილი.

ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი 1715030740

გაიგეთ, რა გელოდებათ დღეს - პროგნოზი ყველა ნიშნისთვის

ვერძინებისმიერ სფეროში, გჭირდებათ ამბიციური და პრაქტიკული მიდგომა, მაგრამ, ამასთანავე, მოკავშირეები. იყავით თავდაჯერებული, გაბედულად აწარმოვეთ ახალი საქმეები, რადგან, დღეს, ამისთვის ხელსაყრელი გარემოებაა.კუროსასურველია, მოერიდოთ ზედმეტ კონტაქტებს და ნუ შეეცდებით ურთიერთობების გარკვევას. დაკავდით რაიმე პოზიტიური საქმიანობით და აუცილებლად მოუხმეთ, საჭიროების შემთხვევაში, იუმორის გრძნობას.ტყუპებიმიჰყევით ცხოვრების დინებას და ნუ შეეჭიდებით რთულ საქმეებს, რათა თავიდან აიცილოთ იმედგაცრუება და ამაოდ არ დახარჯოთ დრო და ენერგია სარისკო წამოწყებებში.კირჩხიბიდღე კარგად ჩაივლის, თუ შეძლებთ კომპრომისს და ნაკლებ მოთხოვნებს წაუყენებთ კოლეგებსა და ახლობლებს. მოთმინებით და დელიკატურად მოქმედებით, წარმატებით მოახდენთ ჩანაფიქრის რეალიზებას.ლომიმოსალოდნელია სიახლეები, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს ბავშვობის დროინდელ ამბებს, ან შესაძლოა, მოულოდნელად შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ ადამიანს, რომელთანაც, დიდი ალბათობით, ურთიერთობებს განაახლებთ.ქალწულიდაიწყეთ მხოლოდ ის საქმეები, რომელიც პირველხარისხოვანი და სასწრაფოა, თუმცა, რასაც წამოიწყებთ აუცილებლად ბოლომდე მიიყვანეთ, ამით შეცდომებს თავიდან აირიდებთ.სასწორიკარგი იქნება, თუ დღეს მეტ ყურადღებას დაუთმობთ ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო სახის ინფორმაციას, მოუსმინეთ გარშემომყოფებს და იყავით მეტად გულისხმიერი.მორიელიწარმატება გელით მოლაპარაკებებსა და, ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით, საქმიან შეხვედრებზე, განსაკუთრებით, თუ ეს ფინანსურ თემებს, ინვესტიციებს, ან ბიუჯეტის დაგეგმვას ეხება.მშვილდოსანიშესაძლოა, დღეს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად, თანამოაზრეებთან შეთანხმების გარეშე, მიიღოთ, რადგან დარწმუნებული ხართ, რომ ეს ყველასთვის სასიკეთო იქნება, თუმცა, ამგვარი ქმედება კონფლიქტსა და გაუგებრობებს გამოიწვევს.თხის რქამნიშვნელოვანია, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ თქვენი ახლობელი და ძვირფასი ადამიანების მიმართ, რომლებიც მზრუნველობას მოითხოვენ და მოთმინებით ელოდებიან, როდის მოიცლით მათთვის და აღადგენთ ჰარმონიულ ურთიერთობებს.მერწყულიშესაძლოა, რაიმე უჩვეულო მოვლენის მოწმე გახდეთ და ამავე დროს, გაგიჭირდეთ, სინამდვილედ მიიღოთ რეალობა. რთული იქნება მატერიალური სამყაროს, რაციონალურ ჭრილში აღქმა. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია, აკონტროლოთ ემოციები.თევზებიიარეთ გამოცდილი და კონსერვატიული გზებით, როგორც საქმიან სფეროში, ასევე, პირად ცხოვრებასა და სხვა ურთიერთობებში. იმოქმედეთ ფრთხილად და გათვლილი ნაბიჯებით.