გოგონას ავტობუსში კლასელი და მისი დედა დაესხა თავს (აშშ)

ავტობისი

ტეხასში 13 წლის გოგონას ავტობუსში თანაკლასელი და მისი დედა დაესხა თავს. შემთხვევა გასულ თვეში მოხდა.

გოგონამ გაიხსენა, რომ 23 აპრილს მომხდარ ინციდენტამდე მას თავდამსხმელი ემუქრებოდა.

მოგვიანებით, იმავე დღეს, როდესაც ორივე გოგონა ავტობუსში იმყოფებოდა, ნიკოლმა თქვა, რომ მისმა კლასელმა მას თავში დაარტყა მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ავტობუსიდან გადმოსვლაზე და ჩხუბზე. ჩხუბის დაწყებიდან მალევე მიხვდა, რომ მეორე გოგონას დედაც შეუერთდა.

ნიკოლმა მედიასთან განაცხადა, რომ ავტობუსის დატოვების შემდეგ, თავდამსხმელი და მისი დედა გოგონას მანქანით გაყვნენ, რათა გაჩერებაზე ჩამოსვლის შემდეგ მას კვლავ თავს დასხმოდნენ.

ნიკოლის დედა ასევე ამტკიცებს, რომ ავტობუსის მძღოლმა თავდასხმა ვერ შეაჩერა.