ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

ასტროლოგი

ჰოროსკოპი 1715167440

რომელ ადამიანთან კონტაქტი იწვევს აურის დარღვევას

ენერგეტიკულად უარყოფით ზონებში, ანუ არასასიამოვნო ადგილებში, სადაც საშიში აურა ტრიალებს, ადამიანის დიდხანს ყოფნა, მის ბედ-იღბალზე ახდენს გავლენას და წარუმატებლობას იწვევს. სულაც არ არის რთული, გაარკვიოთ, რამდენად საშიშ ზონაში გიწევთ ყოფნა.უბრალოდ, თუ კონკრეტულ გარემოში აზრების მობილიზებას ვერ ახდენთ, გაწუხებთ აკვიატებული ფიქრები, გტანჯავთ უძილობა და შიშები, სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები. დააკვირდით, როდის გინდებათ განმარტოება, ფიქრი, საკუთარი ცხოვრების დეტალების გაანალიზება, განვლილზე ჩაღრმავება და ასე შემდეგ. ასევე, როცა სიმშვიდისკენ მიილტვით და საკუთარ თავში ჩაკეტვა გინდათ, სწორედ ამ დროს დგას ის პერიოდი, როცა თქვენი ქვეცნობიერი მძაფრდება და მიგანიშნებთ: რაღაც რიგზე ვერ არის. ცუდი განწყობა, უარყოფითი აზრები, წარუმატებლობაზე ფიქრი კოსმოსის სამყაროში იგზავნება და ბუმერანგის პრინციპით, ადამიანს უკან უბრუნდება. საერთოდ, გრძნობები ენერგეტიკული მუხტია, რომელიც არსად იკარგება და უფრო მეტიც, ეს გრძნობა ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის და სწორედ მასზე მოქმედებს ყველაზე მძაფრად და ძლიერად, ვის მიმართაც გრძნობები გაქვთ.დაბადების მომენტში ყველა ადამიანს საკუთარი წერტილები აქვს დედამიწაზე და სწორედ ისინი აგებენ პასუხს ჩვენს წარმატება-წარუმატებლობაზე. ასეთ ადგილებში მას აურა და ბიოველი საგრძნობლად ეცვლება. დედამიწაზე არსებობს დადებითი, უარყოფითი და ასევე, ნულოვანი წერტილები. ეს წერტილები იმისთვის არის საჭირო, რომ კონკრეტულ ადამიანს დედამიწაზე თავისი შესაბამისი ადგილი ჰქონდეს. გარკვეულ ადგილებში დიდხანს ყოფნისას, უარყოფითი წერტილების გავლენით, ადამიანის ბედისწერა ცუდისკენ იცვლება. დადებით წერტილზე მოხვედრისას კი ადამიანს ბედი ეხსნება, წარმატებული ხდება და მისი იღბალი სასიკეთოდაც იცვლება. ამ ადგილებში, თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს. იმუხტება დადებითი ენერგეტიკით და დაცულია. უარყოფით ზონებში კი ადამიანი სუსტდება, ღიზიანდება, კარგავს სასიცოცხლო ენერგიას, ირღვევა ფსიქიკა, იფანტება ყურადღება. ნულოვანი წერტილი დედამიწაზე ის ზონაა, სადაც ადამიანი განმარტოვდება და ფიქრებში მიდის. ამ მდგომარეობაში დიდხანს დარჩენა არ შეიძლება, რადგან იქ სასიცოცხლო ენერგია იყინება და არ არის გამორიცხული, ადამიანის ჯანმრთელობას ზიანიც კი მიადგეს. ამიტომ, დააკვირდით, რომელ ადგილას როგორ გრძნობთ თავს – სად ისვენებთ, სად უღრმავდებით ფიქრებს და სად შფოთავთ და განიცდით. თუ იგრძენით, რომ წამოვიდა ცუდი აზრები, აკვიატებული ფიქრები, რაღაცას ავადმყოფურად განიცდით და ვერ ხვდებით, რა არის თქვენი გუნება-განწყობის უარესობისკენ შეცვლის მიზეზი, სასწრაფოდ მიიღეთ შხაპი, ასე სხეულიდან უარყოფითი ზონისგან აკრეფილ ენერგიას „ჩამორეცხავთ“.აურაზე და ენერგეტიკაზე კონკრეტული ადამიანის გვერდით ყოფნაც ახდენს გავლენას და მათაც შეუძლიათ, თავისი ქმედებებით თქვენს ბედში შეიტანონ ცვლილება. კერძოდ, სხვადასხვა წელიწადში დაბადებული ადამიანები შინაგანი ბუნებითა და ნიშან-თვისებებით აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თუ ადამიანის დაბადების წელი იცით, მაშინ ეს დაგეხმარებათ, როგორ გადალახოთ პრობლემები მასთან ურთიერთობისას. ასევე, როგორ გააიოლოთ ურთიერთობა, როგორც პირად, ასევე, სასიყვარულო და პროფესიული თვალსაზრისით და არც საკუთარი ბედი და აურა დააზიანოთ.ვირთხის, ხარისა და ტახის წლებში დაბადებული ადამიანები დაბალი მგრძნობელობით გამოირჩევიან. სასიყვარულო და ოჯახურ თანაცხოვრებაში, მათგან თანაგრძნობას ნუ ელით. გადაწყვეტილებების მიღებისას, მათი დახმარების იმედი ნუ გექნებათ. თუ მათთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება გინდათ ან საქმიანი კონტაქტის დამყარებას აპირებთ, ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ, რათა თავი აარიდოთ კონფლიქტებსა და გაუგებრობებს. ნახეთ სრულად

ისრაელმა ღაზის სექტორთან სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა

მსოფლიო 1715167323

ისრაელმა ღაზის სექტორთან სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა

ისრაელმა ღაზის სექტორთან სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა. ქერემ შალომი ჰამასის მიერ 5 მაისს ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო იყო ჩაკეტილი. სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნასთან ერთად, განახლდება ღაზაში ამ მარშრუტით ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაც.ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება ღაზის სამხრეთში მდებარე რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალები სამხედრო ოპერაციის ფარგლებში აკონტროლებენ. შედეგად, ეგვიპტიდან რაფაჰის გავლით, ანკლავში, მეორე დღეა ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ვერ ხერხდება.

კავთისხევში მდინარეში ჩავარდნილ ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

შემთხვევა 1715167247

კავთისხევში მდინარეში ჩავარდნილ ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, მდინარეში ჩავარდნილ ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.ადიდებულმა მდინარემ მანქანა გაიტაცა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა.შემთხვევის შედეგად, ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. ის გორში ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.ერთი კი გადარჩა. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

ევროკავშირი საქართველო

პოლიტიკა 1715167063

რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირმა საქართველოს არალეტალური დახმარების სახით 30 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკავშირის ელჩებმა საქართველოსთვის 30-მილიონიანი დახმარების გამოყოფა დაამტკიცეს. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.„ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს ღირებულების არალეტალურ დახმარებას „ევროპის მშვიდობის ფონდის“ პროგრამის ფარგლებში. ეს იგივე მექანიზმია, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აფინანსებს და არ იყენებს ევროკავშირის ბიუჯეტს“, - წერს იოზვიაკი.  EU ambassadors today green lighted 30 million euro in non-lethal aid for 🇬🇪 under the European Peace Facility (EPF) - the same off-EU budget vehicle used to pay for arms to 🇺🇦. — Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) May 8, 2024

gia abashidze

პოლიტიკა 1715166328

სულ ტყუილად, უსინდისოდ ამუნათებენ საქართველოს, მაინც ყველა გეგმა ჩაუვარდებათ ომის პარტიასა და მის მარიონეტებს - გია აბაშიძე

“ნუ დავუჯერებთ წარმავალ, ცრუპენტელა მავნებლებს ევროპარლამენტიდან! 6-9 ივნისს, ევროპის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებია და ბევრი ნაცლობისტი გადარჩეული იქნება”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებას  გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ “კანდიდატის შეჩერების შანსი ნულია”.როგორც ანალიტიკოსი წერს, ტყუილად  ამუნათებენ საქართველოს, მაინც ყველა გეგმა ჩაუვარდებათ ომის პარტიასა და მის მარიონეტებს.“ნუ დავუჯერებთ წარმავალ, ცრუპენტელა მავნებლებს ევროპარლამენტიდან! 6-9 ივნისს, ევროპის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებია და ბევრი ნაცლობისტი გადარჩეული იქნება. სულ ტყუილად, უსინდისოდ ამუნათებენ საქართველოს, მაინც ყველა გეგმა ჩაუვარდებათ ომის პარტიასა და მის მარიონეტებს.”- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.