ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

გული

მსოფლიო 1715177953

როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე - კვლევა

ბოლოს როდის გაბრაზდით? შეიძლება სულ ახლახან, ან რამდენიმე საათის წინ, მაგრამ ეს ის ემოციაა, რასაც გარკვეულ წილად თითქმის ყოველდღე განვიცდით.რატომ ვბრაზდებით? ამ კითხვაზე ადამიანთა უმეტესობა გიპასუხებთ, რომ ბრაზდება მაშინ, როდესაც მის პროვოცირებას ახდენენ. თუმცა, როგორ ხდება ეს ყველაფერი ფიზიოლოგიურ დონეზე?აშშ-ში მკვლევრებს აინტერესებდათ თუ როგორ აისახება ბრაზი ჩვენს ჯანმრთელობაზე, კერძოდ გულზე.ითვლება, რომ გულის დაავადებების მქონე პაციენტებში ამ ტიპის სტრესი ინსულტის რისკებს ზრდის. ადრეულმა კვლევებმა გამოავლინა პოტენციური კავშირი სიბრაზესა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს შორის, მაგრამ ამ ურთიერთქმედების მიზეზები აქამდე ნათელი არ იყო. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც ჩვენ მოდუნებულები ვართ, ჩვენი სისხლძარღვებიც მოდუნებულია.მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ შფოთვისა და სევდის გრძნობა არ იწვევდა ცვლილებებს სისხლძარღვების გარსში ერთნაირად – მიუხედავად იმისა, რომ ეს ემოციები ასევე დაკავშირებულია გულის პრობლემებთან.„ჩვენ დავინახეთ, რომ ბრაზმა სისხლძარღვების დისფუნქცია გამოიწვია. ჩვენ ჯერ არ გვესმის, კონკრეტულად როგორ ხდება ორგანიზმში ეს ცვლილებები", - ამბობს დაიჩი შიმბო, კოლუმბიის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი.კვლევის ფარგლებში 280 ჯანმრთელი ადამიანი შეირჩა. მათ სამი დავალებიდან ერთ-ერთი მიეცათ, რომლისთვის თავის გასართმევადაც 8 წუთი ჰქონდათ. ამ დროის შემდეგ მოხალისეთა უჯრედის გარსები სისხლის ნიმუშების საშუალებით გააანალიზეს.დავალებები მოიცავდა ისეთი მოგონებების გახსენებას, რომლებიც ბრაზთან და სევდასთან იყო დაკავშირებული. სისხლძარღვების გაფართოების დარღვევები (სისხლძარღვების დაჭიმვა, რომელიც აფერხებს სისხლის ნაკადს სხეულში) შესამჩნევი იყო დავალების დასრულებიდან სამი წუთის შემდეგ. უკვე 40 წუთის შემდეგ ნიშნები აღარ აღინიშნებოდა.მიუხედავად იმისა, რომ ბრაზის გამოხატვა გარკვეულ სიტუაციაში შეიძლება სასარგებლოც იყოს, კვლევამ აჩვენა, რომ ის ასევე ზრდის გულის პრობლემების რისკს. ეს შეიძლება მოხდეს სისხლის ნაკადის შეზღუდვით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორები აღენიშნება. მკვლევრებს ახლა სურთ გაიგონ თუ როგორ არის დაკავშირებული ემოცია და ბიოლოგიური შედეგები ერთმანეთთან.საბოლოოდ ამან შეიძლება ბრაზის მართვის შესაბამისი მეთოდების შემუშავებამდეც მიგვიყვანოს. ამით მეცნიერებს მეტი ეცოდინებათ იმაზე თუ რომელი გრძნობა რომელ ცვლილებას იწვევს ორგანიზმში.

6G უსადენო ტექნოლოგია

მეცნიერება 1715176680

6G უსადენო ტექნოლოგია 500-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე საშუალო 5G სმარტფონი

ფიჭური ტექნოლოგიის მეხუთე თაობის კავშირი, იგივე 5G ჯერ მხოლოდ დაახლოებით ხუთი წელია, რაც ქსელების სტანდარტად იქცა, მაგრამ ჰორიზონტზე უკვე გამოჩნდა 6G და სპეციალისტებიც აქტიურად ეძებენ გზებს, რათა შემდეგი თაობის კავშირის უპირატესობები სრულად გამოვიყენოთ.იაპონიაში ჩატარებულმა ტექნოლოგიის სადემონსტრაციო ჩვენებაზე, უსადენო პროტოტიპულ მოწყობილობაში მონაცემთა გადაცემის სიჩქარემ 100 Gbps-ს მიაღწია, რაც 5G-ის მაქსიმუმზე 10-ჯერ სწრაფია და 500-ჯერ უფრო სწრაფი, ვიდრე საშუალო 5G სმარტფონი.საშუალო ხარისხის ორსაათიანი Netflix-ის ფილმის ზომა დაახლოებით 1.5 GB-ია; პრაქტიკული თვალსაზრისით, საუბარია იმაზე, რომ წამში ჩამოტვირთავთ 8-9 ასეთ ფილმს.იაპონიის სატელეკომუნიკაციო კომპანია NTT-ის, იაპონური მობილური ოპერატორის, DOCOMO-სა და ელექტრონიკის კორპორაციების — NEC-ისა და Fujitsu-ს მიერ ჩატარებული ფართო კვლევებისა და განვითარების შედეგად, მოწყობილობა იყენებს მაღალი სიხშირის ზოლებს 100 GHz და 300 GHz დიაპაზონში, რაც მას გაცილებით მეტი მონაცემის მიღების შესაძლებლობას აძლევს, ვიდრე წინა თაობის სტანდარტები.დიაპაზონის კუთხით სამუშაოები ჯერ ახლა მიმდინარეობს, მაგრამ ექსპერიმენტმა აჩვენა სტაბილური კავშირი 100 მეტრის მანძილზე. საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში წინსვლას სინამდვილეში სხვადასხვა ფორმის გადამცემები და მიმღებები სჭირდება და თანდათანობით, 6G ქსელის მშენებლობა სწორედ ასეთ ინოვაციებს ეყრდნობა.რაც შეეხება აპარატურულ უზრუნველყოფას, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დემოსთვის საჭირო გახდა ბევრი უახლესი აღჭურვილობა. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ამ აღჭურვილობის ზომა და ფასი თანდათან დაბლა ჩამოდის.ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ 5G-ის 10 Gbps ტოპ-სიჩქარე ტექნიკური ზღვარია, სრულყოფილ გარემო პირობებში, ყველაზე მძლავრი და კარგად ოპტიმიზებული აპარატურის გამოყენებით. Opensignal-ის მონაცემებით, აშშ-ში, T-Mobile-ის ქსელში ჩართული სმარტფონების 5G-ის საშუალო სიჩქარე 186.3 Mbps-ია.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 6G მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ სიჩქარეს გვპირდება, რაც ფრიად გამოსადეგი იქნება ძალიან ბევრ სფეროში.როგორც 5G-ის შემთხვევაში იყო, ასევე იქნება წინსვლა გამტარუნარიანობის, ანუ ქსელის ტევადობის თვალსაზრისით: შესაძლებელი იქნება, რომ ერთდროულად მიერთებული იყოს უფრო მეტი მოწყობილობა. შეიძლება ნაცნობი სიტუაციაა, როცა სტადიონზე ან კონცერტზე თქვენი ტელეფონი მიღებას კარგავს. 6G ამ პრობლემას მოაგვარებს.გარკვეულ სიტუაციებში, შეიძლება ვნახოთ, რომ 6G Wi-Fi-ს სრულიად ზედმეტ ტვირთად გადააქცევს — ტენდენცია, რომელიც 5G-ის დანერგვასთან ერთად დაიწყო. აღარ იქნება საჭირო ფიზიკური კაბელის შეყვანა სახლის ან ოფისის შესასვლელი კარიდან.საკითხს უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, წარმოიდგინეთ, რომ უფრო მეტი მოწყობილობა იქნება ონლაინ უფრო მეტი სიჩქარით, უფრო მეტი კომპონენტითა და სენსორით აღჭურვილი. Nokia ვარაუდობს, რომ 6G კომერციულად ხელმისაწვდომი იქნება 2030 წელს.მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

Deadline-მა გასული წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმები დაასახელა

შოუბიზნესი 1715176140

Deadline-მა გასული წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმები დაასახელა

გამოცემამ Deadline 2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ათეული შეადგინა. სიის შედგენისას ავტორებმა გაითვალისწინეს არა მხოლოდ გაქირავების ღია მონაცემები, არამედ ინსაიდერული ინფორმაცია კინოსტუდიებისგან და ჰოლივუდში მომუშავე წყაროებისგან. ამასთან, ისინი თვლიდნენ როგორ გაქირავებაში მიღებულ შემოსავალს, ასევე სუფთა მოგებას.შედეგად, რეიტინგის სათავეში მოხვდა მულტფილმი „ძმები სუპერ მარიო კინოში“. სტუდიებმა Universal, Illumination და Nintendo და პროექტის ავტორებმა სუფთა მოგების სახით $559 მილიონი მიიღეს. გაქირავებაში კი სურათმა $1,36 მილიარდი მოაგროვა.გრეტა გერვიგის „ბარბის“ შემოსავალი უფრო მაღალი იყო - $1,44 მილიარდი - მაგრამ სურათი მეორე ადგილზე აღმოჩნდა, რადგან სუფთა მოგებამ $421 მილიონი შეადგინა. მესამე ადგილზეა „ადამიანი ობობა: სამყაროს მიღმა“ ($328 მილიონი).ათეულში ასევე მოხვდნენ: „ოპენჰაიმერი“, „ვონკა“, კუ-ნინძები“, „ლეკვების პატრული: მეგაფილმი“, „ტეილორ სვიფტი: The Eras Tour“, „5 ღამე ფრედისთან“, „გალაქტიკის მცველები 3“.

ასტროლოგი

ჰოროსკოპი 1715175180

რომელ ადამიანთან კონტაქტი იწვევს აურის დარღვევას

ენერგეტიკულად უარყოფით ზონებში, ანუ არასასიამოვნო ადგილებში, სადაც საშიში აურა ტრიალებს, ადამიანის დიდხანს ყოფნა, მის ბედ-იღბალზე ახდენს გავლენას და წარუმატებლობას იწვევს. სულაც არ არის რთული, გაარკვიოთ, რამდენად საშიშ ზონაში გიწევთ ყოფნა.უბრალოდ, თუ კონკრეტულ გარემოში აზრების მობილიზებას ვერ ახდენთ, გაწუხებთ აკვიატებული ფიქრები, გტანჯავთ უძილობა და შიშები, სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები. დააკვირდით, როდის გინდებათ განმარტოება, ფიქრი, საკუთარი ცხოვრების დეტალების გაანალიზება, განვლილზე ჩაღრმავება და ასე შემდეგ. ასევე, როცა სიმშვიდისკენ მიილტვით და საკუთარ თავში ჩაკეტვა გინდათ, სწორედ ამ დროს დგას ის პერიოდი, როცა თქვენი ქვეცნობიერი მძაფრდება და მიგანიშნებთ: რაღაც რიგზე ვერ არის. ცუდი განწყობა, უარყოფითი აზრები, წარუმატებლობაზე ფიქრი კოსმოსის სამყაროში იგზავნება და ბუმერანგის პრინციპით, ადამიანს უკან უბრუნდება. საერთოდ, გრძნობები ენერგეტიკული მუხტია, რომელიც არსად იკარგება და უფრო მეტიც, ეს გრძნობა ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის და სწორედ მასზე მოქმედებს ყველაზე მძაფრად და ძლიერად, ვის მიმართაც გრძნობები გაქვთ.დაბადების მომენტში ყველა ადამიანს საკუთარი წერტილები აქვს დედამიწაზე და სწორედ ისინი აგებენ პასუხს ჩვენს წარმატება-წარუმატებლობაზე. ასეთ ადგილებში მას აურა და ბიოველი საგრძნობლად ეცვლება. დედამიწაზე არსებობს დადებითი, უარყოფითი და ასევე, ნულოვანი წერტილები. ეს წერტილები იმისთვის არის საჭირო, რომ კონკრეტულ ადამიანს დედამიწაზე თავისი შესაბამისი ადგილი ჰქონდეს. გარკვეულ ადგილებში დიდხანს ყოფნისას, უარყოფითი წერტილების გავლენით, ადამიანის ბედისწერა ცუდისკენ იცვლება. დადებით წერტილზე მოხვედრისას კი ადამიანს ბედი ეხსნება, წარმატებული ხდება და მისი იღბალი სასიკეთოდაც იცვლება. ამ ადგილებში, თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს. იმუხტება დადებითი ენერგეტიკით და დაცულია. უარყოფით ზონებში კი ადამიანი სუსტდება, ღიზიანდება, კარგავს სასიცოცხლო ენერგიას, ირღვევა ფსიქიკა, იფანტება ყურადღება. ნულოვანი წერტილი დედამიწაზე ის ზონაა, სადაც ადამიანი განმარტოვდება და ფიქრებში მიდის. ამ მდგომარეობაში დიდხანს დარჩენა არ შეიძლება, რადგან იქ სასიცოცხლო ენერგია იყინება და არ არის გამორიცხული, ადამიანის ჯანმრთელობას ზიანიც კი მიადგეს. ამიტომ, დააკვირდით, რომელ ადგილას როგორ გრძნობთ თავს – სად ისვენებთ, სად უღრმავდებით ფიქრებს და სად შფოთავთ და განიცდით. თუ იგრძენით, რომ წამოვიდა ცუდი აზრები, აკვიატებული ფიქრები, რაღაცას ავადმყოფურად განიცდით და ვერ ხვდებით, რა არის თქვენი გუნება-განწყობის უარესობისკენ შეცვლის მიზეზი, სასწრაფოდ მიიღეთ შხაპი, ასე სხეულიდან უარყოფითი ზონისგან აკრეფილ ენერგიას „ჩამორეცხავთ“.აურაზე და ენერგეტიკაზე კონკრეტული ადამიანის გვერდით ყოფნაც ახდენს გავლენას და მათაც შეუძლიათ, თავისი ქმედებებით თქვენს ბედში შეიტანონ ცვლილება. კერძოდ, სხვადასხვა წელიწადში დაბადებული ადამიანები შინაგანი ბუნებითა და ნიშან-თვისებებით აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თუ ადამიანის დაბადების წელი იცით, მაშინ ეს დაგეხმარებათ, როგორ გადალახოთ პრობლემები მასთან ურთიერთობისას. ასევე, როგორ გააიოლოთ ურთიერთობა, როგორც პირად, ასევე, სასიყვარულო და პროფესიული თვალსაზრისით და არც საკუთარი ბედი და აურა დააზიანოთ.ვირთხის, ხარისა და ტახის წლებში დაბადებული ადამიანები დაბალი მგრძნობელობით გამოირჩევიან. სასიყვარულო და ოჯახურ თანაცხოვრებაში, მათგან თანაგრძნობას ნუ ელით. გადაწყვეტილებების მიღებისას, მათი დახმარების იმედი ნუ გექნებათ. თუ მათთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება გინდათ ან საქმიანი კონტაქტის დამყარებას აპირებთ, ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ, რათა თავი აარიდოთ კონფლიქტებსა და გაუგებრობებს. ნახეთ სრულად

ვახტანგ მაისაია

სამართალი 1715174940

ჩემი წამების ფაქტზე არსებობს პატიმრის ჩვენება, რომელსაც დაავალეს ჩემი ლიკვიდაცია, უარის შემდეგ კი, მორგში დააბეს, სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე მიიღო სტრასბურგმა გადაწყვეტილება - ვახტანგ მაისაია

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო წამების იმ ფაქტს, რომელიც ხორციელდებოდა ჩემ მიმართ გლდანის ციხეში 2009 წლის მაისიდან ივლისის ჩათვლით, განსაკუთრებით დაეყრდნო 2010 წლის შემთხვევას, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ განაცხადა.მაისაიას თქმით, წამების ფაქტზე არსებობს პატიმრის ჩვენება, რომელსაც დაავალეს მისი ლიკვიდაცია, უარის შემდეგ კი მორგში დააბეს. მაისაიამ აღნიშნა, რომ სწორედ ამ მოწმის ჩვენების საფუძველზე მიიღო სტრასბურგმა აღნიშნული გადაწყვეტილება.„ბუნებრივია, ეს განაჩენი დაეყრდნო იმ სარჩელს, რომელიც შეიტანა ჩემი სახელით „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ და ადვოკატმა თამარ ავალიანმა. შესაბამისად, განაჩენი დაეყრდნო წამების იმ ფაქტს, რომელიც ხორციელდებოდა გლდანის ციხეში – დაწყებული 2009 წლის მაისიდან, ივლისის ჩათვლით. განსაკუთრებით დაეყრდნო 2010 წლის შემთხვევას. პოლიტიკური შიმშილობის აქციის პერიოდში, როდესაც მე ვითხოვდი იმდროინდელ პირობებში პატიმრების წამების შეწყვეტას, ადამიანის უფლებების დაცვას, ამ პირობებში მოხდა ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება სპეცდანიშნულების რაზმების მებრძოლების მიერ, მაშინდელი ხელმძღვანელის, „ქილერას“, ანუ ციხის დირექტორისა და ყაჭეიშვილის უშიშროების სამსახურის უშუალო მონაწილეობით და კონტრდაზვერვის სამსახურის ჩართულობით მოხდა ჩემზე ფიზიკური ზეწოლა. როგორც მე მითხრეს მოგვიანებით, მორგშიც კი ვყავდი და იქიდან ამომიყვანეს, გამაცოცხლეს, როცა ბრძანება მიიღო „ქილერამ“, ჯალათმა და, შესაბამისად, ამ ეპიზოდზეა საუბარი.მაშინ ეს „ქილერაც“ კი შემოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მე ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. ანუ ეს ერთხელ გადავრჩი, მაგრამ მეორე ჯერზე ცოცხალი ვეღარ გადავურჩებოდი. პირდაპირი მუქარა იყო. ოთხჯერ ჩამიყვანეს კარცერში, 40 დღე გავატარე და ეს დაფიქსირებულია ამ ჯალათების მიერაც. ეს რეპრესიული ზომების განხორციელებას მოიცავდა და ამ თემას ეხება აღნიშნული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება ეყრდნობა ჯერ კიდევ 2010 წელს გაერო-ს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის სპეციალურ განცხადებასა და იმ ქეისს, რომელმაც აღიარა ჩემი წამების ფაქტი იმ პერიოდში. ეს იყო უჩა ნანუაშვილისა და ნათია კორკოტაძის დიდი დამსახურება, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენლების სამოქალაქო გმირობა. ყველას კარგად გვახსოვს. აქედან გამომდინარე, ამ ქეისს ეყრდნობა გადაწყვეტილება. ეს არის მესამე მუხლის სრულად დარღვევა, რაც ნიშნავს, რომ აქ ჯაშუშობის განაჩენიც კი უკვე საკმაოდ სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას.მე რომ ვიყავი ნაცემი, მაშინ ეს დაადასტურა ჩემმა ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ, რომელმაც ამაზე შესაბამისი რეაგირება გააკეთა. მაშინ ბრიფინგი გამართა ეკა ბესელიამაც და ბატონმა ლორთქიფანიძემაც გააკეთა ამაზე განცხადება, პარლამენტში გახმაურდა ეს ფაქტი. მინდა, გითხრათ, რომ მაშინდელ პირობებშიც იყვნენ პატიოსანი ადამიანები. მინდა, აღვნიშნო გამომძიებლის, ზვიად ლასარეიშვილის გმირობა, რომელმაც დააფიქსირა ეს ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ მასზე სერიოზული ზეწოლაც იყო და როგორც ვიცი, მას მოუწია სამსახურის დატოვება. მან დააფიქსირა ფაქტი, ფოტოები სამედიცინო ექსპერტის სახით და, შესაბამისად, გამოძიებაც დაიწყო. საუბარია 2010 წლის წამების ფაქტზე. არსებობს მოწმეების ჩვენებები, მათ შორის ერთი მოწმის, რომელსაც ჩემი ლიკვიდაცია დაავაალეს. ეს არის ზაზა აზარიაშვილი, რომელსაც ლიკვიდაცია დაავალეს „ქილერამ“ და კონტრდაზერვევის თანამშრომლებმა. იყო პატიმარი და მან უარი განაცხადა. ამის გამო ის ჩაიყვანეს მორგში, დააბეს მკვდართან, ცემეს და ეს ადამიანი დღეს არის შშმ პირი, ორივე ფეხი მოჭრილი აქვს იმ წამების გამო. ამ ადამიანმა გამოიჩინა გმირობა და მისი ჩვენებისა და მტკიცებულებების საფუძველზე,სტრასბურგმა მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.სტრასბურგის სასამართლომ ვახტანგ მაისაიას საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „2012 წლამდე პენიტენციურ დაწესებულებებში წამება სისტემური, ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო“.