ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

წყალი

საზოგადოება 1715191071

თბილისში წყალი შეწყდება! - გადაამოწმეთ მისამართები

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება.საბურთალოს რაიონში, ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩის N 37ბ თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 16:15-დან 23:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:ბოჭორიშვილის ქუჩის N 37 ის კორპუსებს.საბურთალოს რაიონში, სოფ.დიღომი, რამაზის ქუჩის N 15 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 14:30-დან 22:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: სოფელ დიღომში რამაზის ქუჩას.საბურთალოს რაიონში, წყალი შეუწყდათ ავარიულად პეტრე იბერის ქუჩის N26 თან ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 08/05-ის 08:00-საათზე. წყალმომარაგება შეუწყდა: პეტრე იბერის N24, N26, 1 შესახვევს, დემეტრე თავდადებულის N30-ს.წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 08/05/2024 23:00-საათამდე. 

Wednesday-

მსოფლიო 1715191042

ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო

მას შემდეგ, რაც ადამსების ოჯახზე გადაღებულ სერიალ Wednesday-ს არნახული წარმატება ხვდა წილად, ნეტფლიქსმა შოუს მეორე სეზონი დაუმტკიცა. 252 მილიონი ნახვით უენსდეი ნეტფლიქსის ყველაზე ყურებად სერიალად დასახელდა და ემის 4 ჯილდოც დაიმსახურა.მიუხედავად იმისა, რომ შოუს მეორე სეზონი 2023 წლის იანვარში დაუმტკიცდა, ამერიკაში სცენარისტთა გაფიცვამ გადაღებების დაწყება გადაწია. დიდხნიანი ლოდინის შემდეგ Wednesday-ის გადაღებები აპრილში დაიწყო. შოუს პირველი სეზონი რუმინეთში გადაიღეს, ამჯერად კი გადაღებები ირლანდიაში მიმდინარეობს.ჯერჯერობით მეორე სეზონის სიუჟეტზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ვიცით, რომ ადამსების ოჯახის ახალ წევრს ვიხილავთ. ასევე, ნეტფლიქსმა ახალ სერიალზეც დაიწყო მუშაობა, რომელიც გომეზ ადამსის ძმის, ფესტერის, გარშემო განვითარდება. ამასთან, ახალ სეზონში უენსდეისა და დედამისის, მორტიშა ადამსის, ურთიერთობას უფრო მეტი დრო დაეთმობა. მორტიშას როლს სერიალში კეტრინ ზეტა-ჯონსი ასრულებს.ამ სეზონში ჯენა ორტეგა უენსდეის როლის შემსრულებელთან ერთად, შოუს აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება. მისი თქმით, ამჯერად სიუჟეტი საშინელებათა ჟანრზე უფრო მეტად ფოკუსირდება და თინეიჯერულ რომანსს ნაკლები დრო დაეთმობა, რასაც პირველ სეზონში მეტი ყურადღება ექცეოდა."თითოეული სერია ფილმივით იქნება", — ამბობს ორტეგა.ასევე, ვიცით, რომ შოუს ბევრი ახალი პერსონაჟი ეყოლება, თუმცა მაყურებლების საყვარელი რამდენიმე მსახიობი მეორე სეზონში აღარ დაბრუნდება, მათ შორის, ქსავიერის გმირი, რომელიც პირველი სეზონის ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი იყო. სერიალის შემქმნელები ვარაუდობენ, რომ Wednesday ეკრანებზე 2025 წლის დასაწყისისთვის დაბრუნდება.

მელია

პოლიტიკა 1715190668

ნიკა მელია: ბიჭო, ქრისტიანული დასავლეთი ყ*ეობაა?

for.ge-ს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური აუდიოჩანაწერი. ნიკა მელია, ნიკა გვარამია და აკაკი მინაშვილი ქრისტიანობას, ეკლესიას და საქართველოს პატრიარქს დასცინიან. 

უფლის ხატი

საზოგადოება 1715190124

როგორ მოვექცეთ ჟურნალ-გაზეთებიდან ამოჭრილ, ან დაზიანებულ ხატებს - მოძღვრის რჩევა

როგორ მოვექცეთ ჟურნალ-გაზეთებიდან ამოჭრილ, ან დაზიანებულ ხატებს - ამის შესახებ მამა შიო მუჯირი საუბრობს.მისი თქმით, მსგავს გამომცემლობებში დატანილი ფოტოები ბევრ ადამიანს ეხმარება, მათ შორის, საპატიმროში მყოფებს. ვრცლად ↓

რაიონ

საზოგადოება 1715189089

კასპში, უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა, მეორეს - ეძებენ

კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთს კი ეძებენ. შემთხვევა სოფელ კავთისხევის სიახლოვეს მოხდა.როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამი ახალგაზრდა „ნისანის“ მარკის მაღალი გამავლობის ავტომობილით მდინარე კავთურას კალაპოტში იყო შესული, რა დროსაც ადიდებულმა მდინარემ მანქანა გაიტაცა.ავტომობილში მყოფთაგან ერთმა გამოსვლა შეძლო, ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს, მესამეს კი სამსახურის მაშველები, ამ დრომდე ეძებენ.