ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

ალერგია

საზოგადოება 1715360653

ექიმმა დაასახელა 10 ალერგენი სახლში, რომელიც ცემინებას და რინიტს იწვევს

ცნობილმა ტელეექიმმა სარა კაიატმა თქვა, თუ რა იწვევს ცემინების და ალერგიის შეტევებს. როგორც ირკვევა, ასეთი ნივთები სახლში თითქმის ყველა ადამიანს აქვს.ბუნებრივი ყვავილებიძველი წიგნებისანელებლები და სუნელებისუნამოარომატული სანთლებიშინაური ცხოველებიჰაერის გამაგრილებელი საშუალებებიშიდა მცენარეებიარომატის ჩხირებისისუფთავის საშუალებები.როგორ დავიცვათ თავი ალერგიისგანარ დაივიწყოთ მტვრის ტკიპები. ისინი იმალებიან თბილ და მტვრიან ადგილებში. ამიტომ ალერგიის პროვოცირება შესაძლებელია თქვენს სახლში არსებულმა შემდეგმა ნივთებმაც გამოიწვიოს: საბავშვო სათამაშოები, ბალიშები, ხალიჩები, თეთრეული. განაგრძეთ კითხვა...

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1715359602

შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე - არ მგონია, რომელიმე საელჩომ საქართველოში უნდა შეითავსოს სასამართლოს ფუნქცია და საქართველოს პოლიციას მიუთითოს, რა არის კანონიერი და რა არის უკანონო

საელჩოებს და დონორებს მოვუწოდებ, ნაცვლად იმისა, რომ თავს დაესხნენ საქართველოს პოლიციას და ისაუბრონ უკანონო დაკავებაზე, რაც არის თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე და ქართულ პოლიციაზე, ჩახედონ ვიდეოებს, აქციის მონაწილეებში ამოიცნონ საკუთარი ენჯეოები და მათ ელაპარაკონ, რატომ გადააქციეს მშვიდობიანი აქციები ძალადობრივად - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, უკანონო დაკავებების შესახებ ბრიტანეთიოს საელჩოს განცხადების კომენტირებისას.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საელჩოები რატომღაც ჩქარობენ, განსაკუთრებით უნდა დაფიქრდნენ, ვინაიდან მათი დაფინანსებული ენჯეოები არიან აქციების ძალადობრივ ფაზაში გადამყვანები. „არ მგონია, რომელიმე საელჩომ საქართველოში უნდა შეითავსოს სასამართლოს ფუნქცია და საქართველოს პოლიციას მიუთითოს, რა არის კანონიერი და რა არის უკანონო. ასეთი შეცდომები ამ საელჩოებს არაერთხელ დაუშვიათ. ეს შეცდომები დაუშვეს 2019 წლის 20 ივნისს, მაშინაც ამბობდნენ, რომ ეს იყო პოლიტიზებული მართლმსაჯულება და ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად, 19 აპრილის შეთანხმებაში თავს მოგვახვიეს და ჩაგვაწერინეს, დაჟინებით ითხოვდნენ, რომ ყოფილიყო ამნისტია.რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, რომ თურმე ეს ყოფილა თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე და თურმე ეს ყოფილა დანაშაული. ასევე საელჩოების ჩარევით მოხდა მართლმსაჯულებაში ჩარევა. იგივე ვნახეთ შარშან, მარტის და სხვა აქციების დროს. საელჩოები რატომღაც ჩქარობენ და განსაკუთრებით უნდა დაფიქრდნენ, ვინაიდან მათი დაფინანსებული ენჯეოები არიან ამ ძალადობრივი აქციების მონაწილეები და აქციების ძალადობრივ ფაზაში გადამყვანები. გაიხსენეთ, ვინ მოუწოდებდა სცენიდან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომ მომხდარიყო პარლამენტის ბლოკირება, რაც თავისთავად კანონდარღვევაა. ამ ბლოკირებას რომ მოჰყვება შემდეგ პოლიციასთან კონტაქტი და ვნახეთ, რომ ძალადობაზე გადავიდნენ აქციის წარმომადგენლები, ეს ხომ გათვლადი იყო ამ ენჯეოს წარმომადგენლებისთვის? კარგი, პირველ ჯერზე ვერ გათვალეს, მეორე დღეს ხომ იცოდნენ, რომ მათ მოწოდებას ასეთი ქმედებისთვის აქციის წარმომადგენლების ძალადობა მოჰყვებოდა? ასე რომ, ამ საელჩოებს და დონორებს მოვუწოდებ, ნაცვლად იმისა, რომ თავს დაესხნენ საქართველოს პოლიციას და ისაუბრონ უკანონო დაკავებაზე, რაც არის თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე და ქართულ პოლიციაზე, ჩახედონ ვიდეოებს, აქციის მონაწილეებში ამოიცნონ საკუთარი ენჯეოები და მათ ელაპარაკონ, რატომ გადააქციეს მშვიდობიანი აქციები ძალადობრივად. ასე არ გამოვა, რომ პასუხისმგებლობას გაექცნენ დონორები.ზუსტად მათი პასუხისმგებლობაა, როდესაც მათი ენჯეოები მშვიდობიან აქციას აქცევენ ძალადობრივად, რადგან ერთი - მათი დაფინანსებით მოქმედებენ, მეორე - მშვიდობიანს რომ ეძახიან ამ აქციას, კიდევ უფრო ახალისებენ, რომ გაიმეორონ იგივე ქმედებები. ზუსტად ეს გვქონდა ჩვენ ახლა, ამ დღეებში - ძალადობრივი ქმედებები, რომელსაც უწოდეს მშვიდობიანი და შემდეგ კიდევ უფრო მეტად დაუმატეს მეორე დღეს და პარლამენტის შტურმს აწყობდნენ აქციის წარმომადგენლები“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.      

კახა კალაძე

პოლიტიკა 1715359329

კახა კალაძე - როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა იქცეს ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებლად? პასუხი მარტივია, ქვეყანა არ მივიდეს არჩევნებამდე და ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს უცხოურმა ძალებმა

უპასუხოდ რჩება კითხვები, როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა იქცეს ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებლად? რატომ არის კანონი რუსული? პასუხი მარტივია, ქვეყანა არ მივიდეს არჩევნებამდე და ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს უცხოურმა ძალებმა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვისას განაცხადა.კალაძის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, შეამციროს უცხო ქვეყნების გავლენები და არჩევნების გზით საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.„ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ისევე როგორც თავის დროზე ამერიკამ, როგორც ახლა ცდილობს კანადა, ისევე როგორც ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე შეძლო კანონის ამოქმედება, საქართველომაც უნდა შეამციროს უცხოური გავლენები, იქნება ეს, პირველ რიგში, რუსეთის თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის გავლენა. ამისთვის კი საჭიროა კანონის ამოქმედება. ჩვენ ვერ მოვისმინეთ პასუხი ოპონენტებისგან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ: რატომ არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი რუსული? რატომ არა აქვს უფლება საქართველოს, აამოქმედოს კანონი, რომელიც მოქმედია ამერიკის და ევროპის რიგ ქვეყნებში? როგორ შეიძლება, გამჭვირვალობის მოთხოვნა იქცეს ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებლად? ეს კითხვები უპასუხოდ რჩება, არადა პასუხი ძალიან მარტივია – არ მივიდეს ქვეყანა არჩევნებამდე და ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს არა მოსახლეობამ, არამედ კონკრეტულმა უცხოურმა ძალებმა. ამიტომ ჩვენ, საზოგადოებამ ეს კითხვები უპასუხოდ არ უნდა დავტოვოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1715359231

კახა კალაძე: საჭიროა, შევიარაღდეთ სიმართლით, ზუსტი ინფორმაციით, მოვიძიოთ ფაქტები, გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები, რადგან ქვეყნის წინაშე ეს ყველა ჩვენგანის ვალია

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები კონკრეტული ძალების მიერ დაგეგმილი სცენარის გამოძახილია.სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” გაკეთებულ ვიდეომიმართვაში კახა კალაძემ საზოგადოებას მოუწოდა, ნუ ენდობიან ნურავის, გადაამოწმონ ფაქტები და თავად გააკეთონ ანალიზი.„ნუ დამიჯერებთ მე, ნურც სხვას, დაუჯერეთ მხოლოდ ფაქტებს. ნახეთ, როგორც იმეორებს თბილისის ქუჩებში მიმდინარე აქციების სცენარი უკრაინული მეიდნის სცენარს (მექორწილე წყვილი, ფორტეპიანოზე დაკვრა, ტუჩსაცხიანი გოგონა, ყვავილები სპეცრაზმს და სხვ). ასევე შეგიძლიათ ნახოთ, რა წერია აკერმანის წიგნში, რომელიც სამოქმედო გეგმად გამოიყენება დღეს თბილისის ქუჩებში.რაც შეეხება აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, მინდა, იცოდეთ, რომ მათი დიდი ნაწილი წარმოადგენს ძალადობრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს: „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“, „მომავლის აკადემია“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ჯიუტი“, „ტალღა“, „ნაბიჯი“, „წერტილი“, „დაფიონი”, რომლებიც კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი ფულით ფინანსდებიან. ასევეა ხაზარაძის დაფინანსებული ორგანიზაცია „ჯენზი“. სწორედ ამ ორგანიზაციების აქტივისტი ახალგაზრდები წარმოადგენენ აქციების ძირითად ბირთვს. აღარაფერს ვიტყვი იმ რევანშისტ მოძალადე პოლიტიკოსებზე, რომლებიც წლებია ოცნებობენ სახელმწიფო გადატრიალებაზე, რათა ისევ მოვიდნენ ხელისუფლებაში,“- აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომელიმე უცხო ძალამ მართოს საქართველო და დააყენოს ქვეყანა საფრთხის წინაშე.„მეგობრებო, დღეს საჭიროა შევიარაღდეთ მხოლოდ სიმართლით, ზუსტი ინფორმაციით, მოვიძიოთ ფაქტები და გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები, რადგან ეს ყველა ჩვენგანის ვალია ამ ქვეყნის წინაშე.როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი, ჩემი მხრივ გაძლევთ პირობას, სწორედ თქვენ, საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტთ ქვეყნის ბედს, მის მომავალს და არა ის ბნელი ძალები, რომლებიც ქვეყანაში არეულობის დათესვას და ამ ქვეყნის დასუსტებას ცდილობენ. არავის მიეცემა შესაძლებლობა რომელიმე უცხო ქვეყნის ძალამ მართოს ჩვენი ქვეყანა და იგივე პროცესები განვითარდეს, რაც, სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში ხდება.კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით, კიდევ უფრო დამოუკიდებლები, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ღირსებით. ჩვენი ძლიერი სახელმწიფოებრიობით, ჩვენი იდენტობით გავხდებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1715359155

ლევან ნიკოლეიშვილი-მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში უსაფრთხოება ისევ გამოწვევის წინაშეა, ევროპის ბევრ ქვეყნებშიც მოსალოდნელია ხელისუფლების ცვლილებები, ამიტომაც ჩქარობენ გარკვეული ძალები, საქართველოში დაგეგმილი პოლიტიკური ავანტიურა არჩევნებამდე გაათამაშონ

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ექსპერტი იმ ძირითად მიზეზებს მიმოიხილავს, რატომაც არ სურთ ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორის ნაწილს და უცხოელ პოლიტიკოსებს “გამჭვირვალობის კანონის” მიღება. ექსპერტის თქმით, როგორც ჩანს იციან, რომ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება გამორიცხულია, ამიტომაც ცდილობენ რადიკალური ქმედებებით რევოლუციური მუხტის შექმნას. მისივე თქმით, ევროპის ბევრ ქვეყნებშიც მოსალოდნელია ხელისუფლების ცვლილებები. ამიტომაც ჩქარობენ, ჩქარობენ გარკვეული ძალები, რომ საქართველოში დაგეგმილი პოლიტიკური ავანტიურა იქნებ არჩევნებამდე გაათამაშონ და მოაგვარონ, წარმატების შემთხვევაში გახარჯული მილიონების გამართლება შესაძლებელი იქნება, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში, მოუწევთ საკუთარი გადასახედების გადამხდელებთან საკმაოდ სერიოზული პასუხისმგებლობა.“რატომ არის ასე გადამწყვეტი რადიკალური ჯგუფებისთვის, ოპოზიციისთვის, არასამთავრობოებისთვის, ე.წ. კრიტიკული ტელევიზიებისთვის, დე ფაქტო პრეზიდენტისთვის და უცხოური პოლიტიკური ელიტისთვის ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ მიიღოს ქართული კანონი, რომლებსაც ასე კოლექტიურად რუსული უწოდეს? რატომ არ უნდათ დაელოდონ არჩევნებს და თუ ასეთი "ძლიერები" არიან და ხელისუფლება ასეთი "სუსტი", მისცენ ხალხს საშუალება თვითონ გადაწყვიტონ ვის მისცენ ჯერ თავიანთი ხმა და შემდგომ ქვეყნის მართვის მანდატი? • როგორც ჩანს აქაც და იქაც ზუსტად იციან, რომ არჩევნებში მათი გამარჯვება გამორიცხულია, ამიტომაც ცდილობენ რადიკალური ქმედებებით რევოლუციური მუხტის შექმნას! • რახან მეორე კითხვის მოკლე პასუხი შემოგთავაზეთ, აქვე პირველ კითხვაზეც გავცეთ პასუხი, რომელიც ოდნავ ვრცელი გამომივიდა: მსოფლიოს ბევრ მნიშვნელოვან ნაწილში უსაფრთხოების არქიტექტურა ისევ გამოწვევის წინაშეა: ჯერჯერობით ვერც უკრაინაში, ვერც აღმოსავლეთში (ვგულისხმობ ისრაელი-ღაზა-პალესტინას) ვერ მოხერხდა დაგეგმილი სცენარით მოვლენათა განვითარება, სამწუხაროდ, არც სამხრეთ კავკასიის ორ სახელმწიფოს აზერბაიჯანსა და სომხეთს აქვთ ერთმანეთთან გარანტირებული მშვიდობა. ამ ყველაფერს ემატება აშშ-ში დაწყებული საარჩევნო ბატალიები, რომელიც მალე უფრო გამძაფრდება, საბოლოდ კი ხელისუფლებაში რესპუბლიკელების მოსვლით დასრულდება. ევროპის ბევრ ქვეყნებშიც მოსალოდნელია ხელისუფლების ცვლილებები. ამიტომაც ჩქარობენ, ჩქარობენ გარკვეული ძალები, რომ საქართველოში დაგეგმილი პოლიტიკური ავანტიურა იქნებ არჩევნებამდე გაათამაშონ და მოაგვარონ, წარმატების შემთხვევაში გახარჯული მილიონების გამართლება შესაძლებელი იქნება, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში, რასაც მე გარდაუვალად ვხედავ, მოუწევთ საკუთარი გადასახედების გადამხდელებთან საკმაოდ სერიოზული პასუხისმგებლობა!”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.