ჯასტინ და ჰეილი ბიბერები პირველ შვილს ელოდებიან

ბი

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და განხილვადი ახალგაზრდა წყვილი, ჯასტინ და ჰეილი ბიბერები პირველ შვილს ელოდებიან. ალბათ, ეს ინფორმაცია არაფრით გამორჩეული იქნებოდა სხვა მსგავსი სიახლეებისგან, რომ არა ის აჟიოტაჟი, რაც ამ ფაქტს უძღვოდა წინ - უკვე რამდენიმე თვეა, ფანები აქტიურად წერენ, რომ ჰეილი ორსულობას მალავს.