ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

iveris dedagvtisa

საზოგადოება 1715092351

"ივერიის ღვთისმშობლის ხატმა მადლი საქართველოში წაიღო და ათონის მთაზე წყაროც ამიტომ დაშრაო..." - რომელ ტაძარშია ეს ხატი

დღეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა... ამ კონკრეტული ხატის ხსენების დღე წელიწადში რამდენიმეჯერ აღინიშნება. ხატი ათონის წმინდა მთაზე 999 წლიდანაა დავანებული და მისი სასწაულებრივი ისტორია ყველასთვის ცნობილია. (ისტორიის წასაკითხად გადადით ბმულზე)არსებობს გადმოცემა, რომ სანამ კარიბჭის სასწაულთმოქმედი ხატი ივერთა სავანეში იმყოფება, ათონის მთა მთელს ქვეყნიერებას მოჰფენს მართლმადიდებლობის წმინდა ნათელს და ჯოჯოხეთის ძალები ვერ მოერევიან მას. მაგრამ დადგება დრო და ხატი გაუჩინარდება ისეთივე იდუმალი გზით, როგორც მოვიდა. მაშინ ბერებმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ წმინდა მთა, როგორც ქრისტიანებმა მიატოვეს იერუსალიმი ტიტუსის დროს. სოფლის აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ეს იქნება.ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია.ამ სასწაულმოქმედი ხატის მოლოცვის შესაძლებლობა გაქვთ სიონშიც. ივერიის მიწაზე სტუმრად მყოფი ათონელი ბერებისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს თხოვნით მიუმართავს, რათა საქარველოსთვის გადაეღოთ ასლი კარიბჭის ხატიდან. ორიოდ წელიწადში ბერძენმა მამებმა დაასრულეს ასლის შექმნა. ასლის გადაღების შემდეგ, ხატი ორმოცი დღის განმავლობაში მიდებული ჰქონდათ თავადპირველ ხატთან, რათა მისგან მიეღო მადლი და ნიჭი. ხატის კურთხევა შესრულდა ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში: დედა ხატი აკურთხებდა თავის ასლს და უხილავად გადასცემდა ლოცვა-კურთხევას თავისი წილხვედრი ქვეყნისთვის - საქართველოსთვის.ივერიის ხატი თბილისში ჩამობრძანდა 1989 წლის 9 ოქტომბერს, წმინდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს. ათეულობით ათასი ადამიანი შეხვდა სიწმინდეს და აეროპორტიდან ფეხით მიაცილა იგი სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრამდე. ეს იყო მართლმადიდებლობის ნამდვილი დღესასწაული ივერიის მიწაზე.არც ეს უდიდესი მოვლენა „დატოვა“ სასწაულთმოქმედმა ხატმა სასწაულის გარეშე. ასლის საქართველოში ჩამობრძანებისას ის წყარო, რომელიც ათასი წლის წინათ სასწაულებრივად ამოჩქეფდა წმინდა გაბრიელ ქართველის მიერ ზღვიდან ხატის გამოსვენების ადგილას, თითქმის მთლიანად დაშრა. ათონელი ბერების განმარტებით, ხატმა მთელი მადლი საქართველოში წაიღო და წყაროც ამიტომ დაშრაო...2000 წლის შობის მარხვის მიწურულს კი, თბილისის სიონში დაბრძანებულმა ივერიის ღვთისმშობლის ხატმა,  სარწმუნოებაში, კვლავ ახალი სასწაულით განამტკიცა თავისი მორწმუნენი. უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ივერიის ღვთისმშობლის ხატის მოოქროვილი პერანგით შემოსვა გადაწყდა. როდესაც ივერიის ღვთისმშობლის ხატი ანალოღიიდან გადმოაბრძანეს, მინაზე, რომლის მიღმაც ხატი იმყოფებოდა, ღვთისმშობლის ყრმით გამოსახულება აღმოჩნდა აღბეჭდილი. ანაბეჭდი საკმაოდ მკაფიოდაა გამოსახული. ამჟამად მინაზე გადასული გამოსახულებაც სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.***ეს ამბავი კი, აფხაზეთის ომის დროს მოხდა, სოხუმი უკვე თითქმის აღებული იყო, როდესაც მისი დედათა მონასტერი მტრისგან აწიოკებას ელოდა. დედებს, მტრისგან შეურაცხყოფა რომ აერიდებინათ, გადაწყვეტილი ჰქონდათ, როდესაც მონასტრის აოხრება დაიწყებოდა, თავი მოეკლათ. მონაზვნები ღვთისმშობელს მთელი ღამის მანძილზე სთხოვდნენ მფარველობას...აი, თუ რა მოხდა იმ საოცარ ღამეს, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის იღუმენია ელისაბედ ზედგინიძემ, წლების წინ უამბო გადაცემა - "პროფილს".მონაზონი ელისაბედ ზედგინიძე: მე მაშინ სამონაზვნე მელანია ვიყავი. სოხუმის დედათა მონასტერში ვმსახურობდი. სოხუმი თითქმის დაკარგვის პირას იყო. გარკვეული პერიოდი შერიგება დამყარდა. ჩვენებს პირობა ჰქონდათ შესრულებული და ჯარი გაყვანილი გვყავდა. თუმცა, ამ შერიგების დროს, მტერმა მოულოდნელად დაბომბვა დაიწყო. სამასი ჯარისკაცით იყო დარჩენილი გენო ადამია, რომელთა შორის 20 წლამდე ბავშვები იყვნენ. დაიწყო საშინელი დაბომბვა. ავედით მონასტრის რეზიდენციის სახურავზე და ვხედავთ, რომ მტერი ბაზართანაა მოსული და ხდება საშინელება, მოხუცებს აუპატიურებდნენ, შეურაცხყოფდნენ, აცვამდნენ კამერებს და ცეცხლს უკიდებდნენ. შიშველ ხალხს საქონელივით ერეკებოდნენ. ზუსტად ათ წუთში იგივე გველოდა.პატრიარქმა იქ რომ გაგვგზავნა ქვეშეცნეულად ვფიქრობდით, რომ სიკვდილი ახლოს იქნებოდა. ასე თუ ისე მზად ვიყავით, რომ ღვთისთვის და სამშობლოსთვის თავი გაგვეწირა. მაგრამ შეურაცხყოფისთვის მზად არ აღმოვჩნდით. ადამიანური კუთხით მზად არ ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელობა მიუტევებელი ცოდვაა, გაგვახსენდა "ბაში აჩუკი", როგორ ხტებოდნენ დედები შუამთის დედათა მონასტრის გალავნიდან, როდესაც მონასტერს აწიოკებდა მტერი. დავფიქრდით და ვთქვით, მოდით, ვილოცოთ და თუ არაფერი გამოვიდა, ჩავკეტოთ ჭიშკარი და სანამ ისინი მას გახსნიან, ჩვენ ასვლას და გადმოხტომას მოვასწრებთო.ვიყავით ოთხნი: დედა თეოდორა, ბოდბის იღუმენია, მონაზონი აღათია, მორჩილი თამარი (ახლა უკვე დედა თამარი, ბოდბის მონასტერში მოღვაწე) და მე. ვინაიდან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, მის სახელზე დავიწყეთ ლოცვა. ავიღეთ სხვადასხვა ღვთისმშობლის სალოცავ-სავედრებელი, პარაკლისი, დაუჯდომლები.ღამეა; ჩვენ მორიგეობით ვლოცულობთ. ათ წუთში ერთხელ, ერთ-ერთი ჩვენგანი ადის და ამოწმებს, გარეთ რა ხდება?! ზუსტად იმ ადგილას, რაც ჩვენგან ჩანს მიმდინარეობს საშინელი სამკვდრო-სასიცოცხლო ომი. ღამის თევა ხშირი გვქონდა სოხუმის მონასტერში, მაგრამ ბოროტი ძალის შემოტევა იმდენად დიდი იყო, რომ ხან ერთი დავვარდებოდით ძირს, ხან - მეორე. ოთხივე ერთმანეთს უწყვეტ ლოცვაში ვენაცვლებოდით. თითქოს ყველაფერი ამოვწურეთ და ფსკვნილზე იესოს ლოცვა დავიწყეთ ხმამაღლა, ოთხივემ ერთად...დილის ექვსი საათისკენ კარზე ხმაური დაიწყო. დედებო, არ შეგეშინდეთ, ჩვენ ვართო - ჩვენმა ჯარისკაცებმა შემოგვძახეს (ჩვენი ჯარისკაცები ნუგეშისთვის ხშირად მოდიოდნენ მონასტერში). გავხსენით კარი, შემოდიან მდუმარედ, სათითაოდ, მიდიან ღვთისმშობლის ხატთან, რომელთანაც ჩვენ ვლოცულობდით, იჩოქებენ, პირჯვარს იწერენ და დგებიან გვერდზე. ასე შემოვიდა გენო ადამია თავისი სამასი მეომრით. ულამაზესი 19 წლის კოლხი კოტე დგას და ცრემლად იღვრება. კოტე, რა ხდება-მეთქი, ვეკითხები. დედაო, თქვენ ღვთისმშობლის ამ ხატთან ლოცულობდითო? შენ რა იცი-მეთქი? მთელი ღამე ეს ივერის ღვთისმშობელი იდგა ცაში და ჯვარს გვსახავდა; ვინც იქ ვიბრძოდით ჯარისკაცები, ყველანი ვხედავდით ღვთისმშობლის ამ ხატსო...აი, ასე გადავრჩით დედებიც... ასევე დაგაინტერესებთ:"აქ გალობის უფლებას არ გაძლევენ. თუმცა, დღეს დედა ღვთისმშობელმა ინება და... შესავედრებლადაც დავყოვნდით" - რას გვიყვება ბექა ჩხაიძე ათონის მთიდანროგორ უწინასწარმეტყველა უშვილობა მამა გაბრიელმა მცხეთელ ბიჭს - "ახლა მაინც მაპატიე-მეთქი...""როდესაც ჩემთან ცხოვრებადამსხვრეული ადამიანები მოდიან, მე მათ 93-ე და 36-ე ფსალმუნებს ვუკითხავ..." - ბერი პაისი თანამედროვე ადამიანზე

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1715092237

მამუკა მდინარაძე: კანადაში არა უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლებს, არამედ პირდაპირ აგენტებს უწოდებენ, აქციის ორგანიზატორებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ პარტნიორებს, რომ კანადა იხსნან გარდაუვალი გარუსებისგან!

 ეს ძალიან ცუდი ამბავი რომ არ დაგვწეოდა, დღეს მეტი პოსტის დაწერას ნამდვილად აღარ ვაპირებდი. კანადაში არა თუ უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლებს, არამედ პირდაპირ აგენტებს უწოდებენ!..- წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება კანადის მთავრობის ინიციატივას “უცხოური აგენტების რეესტრის” შექმნის შესახებ.მდინარაძის განცხადებით, საქართველოში “გამჭვირვალობის კანონპროექტის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა პარტნიორებსაც უნდა მიმართონ, რათა კანადა გარუსებისგან იხსნან. “ეს ძალიან ცუდი ამბავი რომ არ დაგვწეოდა, დღეს მეტი პოსტის დაწერას ნამდვილად აღარ ვაპირებდი. კანადაში არა თუ უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლებს, არამედ პირდაპირ აგენტებს უწოდებენ!.. ვფიქრობ, აქციის ორგანიზატორებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ პარტნიორებს, რომ კანადა იხსნან გარდაუვალი გარუსებისგან! რა გამჭვირვალობა და საგარეო ჩარევები, ამისი გატარება ნამდვილად არ შეიძლება!” - წერს მამუკა მდინარაძე.

მარიტა როხვაძე

ტაბლოიდი 1715091942

VIDEO: „მიყვარხარ, სიცოცხლეს ასხივებ. წარმატებები” - მარიტა როხვაძის შესრულებამ დიდი მოწონება დაიმსახურა

მარიტა როხვაძემ გადაცემაში ,,გული მღერის” სიმღერა ,,ჩემი ქუთაისი” შეასრულა.მომღერლის ნამღერმა საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასებები დაიმსახურა:,,მართლაც გული მღერის თქვენთან ერთად, საოცარი გადაცემა, საოცარი შესრულება”… ,,მიყვარხარ, სიცოცხლეს ასხივებ. წარმატებები”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1715090905

ოპოზიციასა და არასამთავრობოებს შორის მიმდინარეობს შიდა ბრძოლა - ლევან ნიკოლეიშვილი

დიდი ალბათობით , „ქართული ოცნება“ კანონს „გამჭვირვალეობის შესახებ“ მესამე მოსმენითაც მიიღებს, თუნდაც საპროტესტო აქციების ფონზე. აქციები ნელ-ნელა დაკარგავს აქტუალობას, სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, აქედან ძირითადი ისაა, რომ მომიტინგეები ვერ ახერხებენ იმის დამტკიცებას თუ რა არის ამ კანონში რუსული, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სახელგატეხილი ოპოზიციონერები ცდილობენ, სათავეში ჩაუდგნენ აქციებს, ასევე, მათ უთანხმოება აქვთ არასამთავრობო სექტორთან.ნიკოლეიშვილის განცხადებით, უცხოეთს მოუწევს შეეგუოს გამჭვირვალობის კანონს და მოუწოდოს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, არჩევნებისთვის მოემზადონ.“დიდი ალბათობით , „ქართული ოცნება“ კანონს „გამჭვირვალეობის შესახებ“ მესამე მოსმენითაც მიიღებს, თუნდაც საპროტესტო აქციების ფონზე. აქციები ნელ-ნელა დაკარგავს აქტუალობას, სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, აქედან ძირითადი ისაა, რომ მომიტინგეები ვერ ახერხებენ იმის დამტკიცებას თუ რა არის ამ კანონში რუსული, მეორე კი ის გახლავთ, რომ აქციებს დროდადრო ცდილობს სათავეში ჩაუდგნენ ხან ერთი და ხან მეორე გაკოტრებული, სახელგატეხილი და ხელმოცარული ოპოზიციონერი, რომლებიც თვითონ არიან რუსებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილები. გარდა ამისა ოპოზიციასა და არასამთავრობო სპექტრს შორის მიმდინარეობს გამწარებული შიდა ბრძოლა, ერთმხრივ ლიდერობისთვის და მეორე მხრივ ერთმანეთის ჩასაძირად! რაც შეეხება, უცხოეთის მაღალი დონის პოლიტიკურ ელიტას, მიუხედავად მკაცრი კრიტიკული ტონისა, მაინც მოუწევს შეეგუოს გამჭვირვალობის კანონს, გააკეთოს „კონსტრუქციული“ განცხადება, მოუწოდოს ორივე მხარეს, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას მოემზადოს არჩევნებისათვის, რომლის საკმაოდ „მკაცრი“ დაკვირვების პირობასაც დადებს. აი, აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდება საქართველოს მოქალაქეების, ამომრჩევლების კეთილგონიერება, თუ რას შორის გააკეთებს არჩევანს პრაგმატული, სტაბილური, მშვიდობიან პოლიტიკას თუ ავანტიურისტულ, სხვის ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას შორის, რომელიც აუცილებლად ჩართავს საქართველოს ახალ საომარ მოქმედებებში.” - წერს ნიკოლეიშვილი.

თმა

რჩევები 1715090580

VIDEO: როდისაა საგანგაშო თმის ცვენა - ექიმის რეკომენდაცია

როცა დღის განმავლობაში გარკვეული რაოდენობის თმა გვცვივა ეს ბუნებრივია, - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ექიმი დერმატო-ვენეროლოგი ნინო სანოძე საუბრობს.სპეციალისტი იმ საგანგაშო შემთხვევებზე საუბრობს, როცა ექიმის ჩარევაა საჭირო.„ჩვენს თმაზე გარემოს მავნე ზემოქმედებაც მოქმედებს... ასევე, ის კოსმეტიკური საშუალებები, რომელიც ბევრ მავნე ნივთიერებას შეიცავს,“ - ამბობს დერმატო-ვენეროლოგი.ვრცლად ↓