კახეთში მკვლელობა მოხდა - რა დეტალები ხდება ცნობილი
1750867066
28 წლის კეილი სლოანი წლებია რაც აიდაჰოს შტატის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. მისი გაკვეთილები ყოველთვის სახალისოა, ამიტომ ის მოსწავლეებს განსაკუთრებულად უყვართ.
კეილი ცდილობს მნიშვნელოვანი გაკვეთილები მოსწავლეებს სახალისო თავსატეხებითა და აქტივობებით ასწავლოს. ის გაკვეთილების ვიდეოებს სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებს.
ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ ის ხელებს არაქისის კარაქითა და ჟელეთი იფარავს.
როგორც კეილი ამბობს, მას უნდოდა მოსწავლეებისთვის სწორად წერის მნიშვნელობა ესწავლებინა. ამიტომ სთხოვა დაეწერათ თუ როგორ მზადდებოდა არაქისის კარაქისა და ჟელეს სენდვიჩი.
კეილიმ საკლასო ოთახში ყველა საჭირო ინგრედიენტი მიიტანა. შემდეგ კი მოსწავლეების ნაწერები წაიკითხა და სენდვიჩის მომზადება მათი რეკომენდაციების მიხედვით სცადა. იქიდან გამომდინარე, რომ ნაწერები სწორ და ზუსტ მითითებებს არ შეიცავდა - საქმე სხვაგვარად წავიდა.
„ეს ძველი მეთოდია - მე უბრალოდ ვცდილობ მას კრეატივი და სიხალისე შევმატო, რათა მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი გაკვეთილების ათვისება მარტივად შეძლონ",- ამბობს კეილი.
View this post on Instagram