ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველებისთვის საგანგებო მიმართვას ავრცელებს
1750676109
რუსეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ მეტსახელად ხონსკი გაასამართლეს.
გამოძიების ინფორმაციით, შალვა ჩხენკელმა 1992 წელს მიიღო „კანონიერი ქურდის“ სტატუსი.
იგი არაერთხელ არის ნასამართლევი განზრახ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულისთვის.
2017 წლიდან ის სასჯელს იხდიდა ადამიანის გატაცებისთვის, ყაჩაღობისთვის და მკვლელობისთვის.
სასამართლო პროცესზე შალვა ჩხენკელმა თავი დამნაშავედ არ ცნო.
მოსამართლეებმა განაჩენის გამოტანისას გაითვალისწინეს მისი წარსული დანაშაულები და შალვა ჩხენკელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.